imedi /  17 მარტი 2019, 15:33 / სანდო წყარო

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 38 წლის მამაკაცი ატიკას რეგიონში ბინების გაქურდვაში ჩართულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 

ბერძნული მედია მას „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებს. პოლიციის ცნობით, სპეცოპერაციის დროს სულ დაკავებულია ოთხი უცხოელი. მათ შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალი.

სამართალდამცავებმა ამოიღეს მოპარული ნივთები, ასევე იარაღი, ჯავშანჟილეტები, ნიღბები, რომლებსაც ბოროტმოქმედები ქურდობის დროს იყენებდნენ. დაკავებულები ბინებს ორი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ და 200 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ბინები ატიკას რეგიონის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის ათენშიც გაძარცვეს.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დანაშაულებრივი ჯგუფი საბერძნეთში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა.

„ბერძენმა სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 4 მოქალაქე მიმდინარე წლის 14 მარტს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, 1981 წელს დაბადებული, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გიორგი ენდელაძეა - მეტსახელად „თავა“. ასევე დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული თ.კ., 1978 წელს დაბადებული თ.ვ. და 1987 წელს დაბადებული ა.ვ. მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი“ - ნათქვამია შსს განცხადებაში.  

შსს-მ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა. მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

ყველა სიახლე

26 მარტი 2019, 20:25

საქართველო

27-28 მარტს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება

"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი კონსტიტუციური სივრცის", - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. ტუნე კელამის განცხადებით, ის რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ევროპისთვის განგაშის ზარი იყო.

26 მარტი 2019, 20:17

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება და რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

ჯასი სმოლეტი

26 მარტი 2019, 20:09

კულტურა

პროკურატურამ ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა

პროკურატურამ მსახიობსა და მუსიკოსს ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა. მას რასისტული და ჰომოფობიური თავდასხმის ინსცენირება ბრალდებოდა. სერიალ Empire-ის მსახიობი ჩიკაგოს სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა, რომელზეც მოსამართლემ საქმის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები

26 მარტი 2019, 19:58

მსოფლიო

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს

9 წლის წინ სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთირებების კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, Ту-154-ის ფრაგმენტებს ექსპერტიზა ბრიტანეთის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

მაშველები

26 მარტი 2019, 19:52

ძალოვნები

მაშველებმა რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

ევროსაბჭო

26 მარტი 2019, 19:36

საქართველო

ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

26 მარტი 2019, 19:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში დაძაბულობის გამო კონსულტაციებს მართავს

ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. ნეთანიაჰუ კრიზისული ვითრების მოსაგვარებლად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ ისრაელში დაბრუნდა. მან ვაშინგტონში დაგეგმილი სხვა შეხვედრები გააუქმა.

ავარია

26 მარტი 2019, 19:08

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოავარიისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. საგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტომობილში სამი მგზავრი იყო, მათგან ორი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

26 მარტი 2019, 19:05

ეკონომიკა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 25 მარტს შესაბამისი დადგენილება მიიღო.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა

26 მარტი 2019, 19:02

მსოფლიო

ალჟირის გენშტაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ალჟირის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ პრეზიდენტი დაკისრებული უფლებამოსილების შესრულების კუთხით უუნაროდ გამოცხადდეს.

საავტორო უფლებები

26 მარტი 2019, 18:50

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ დირექტივას მხარი დაუჭირა

ახალი რეგულაციები შეეხება გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Youtube-ი, კერძოდ ისინი ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლები იქნებიან. მათ ფილტრების გამოყენება მოუწევთ, რათა ქსელში არალიცენზირებული მასალა ვერ მოხვდეს.

საათის გადაწევა

26 მარტი 2019, 18:33

მსოფლიო

2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად გადაწყვეტენ

ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევა ევროპის მასშტაბით დღის განმავლობაში სინათლის ხანგრძლივობას ზრდის. წინადადების მიხედვით, ევროპის თითოეულ სახელმწიფოს 2021 წლიდან არჩევანის შესაძლებლობა ექნება: საათის გადაწევა - არგადაწევის საკითხს თავად ქვეყანა განსაზღვრავს.

26 მარტი 2019, 18:22

საქართველო

თბილისში ოჯახებიდან აღებული 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში.

26 მარტი 2019, 18:13

საქართველო

გაფიცული სოცმუშაკების ფუნქციას დროებით სხვა კვალიფიციური კადრები შეასრულებენ

სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ უწყების ნომერ პირველი ამოცანა სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებაა, რათა ბენეფიციარებმა არ იზარალონ. ამის შესახებ მან "ქრონიკის" ეთერში თქვა.

26 მარტი 2019, 17:58

ეკონომიკა

პირებმა რომელთა შემოსავალიც 40-დან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი არ გადაიხადონ

საქართველოს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა რომლის თანახმადაც პირები, რომელთა შემოსავალიც 40 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი აღარ გადაიხადონ. მოქმედი კანონმდებლობით, ქონების გადასახადით იბეგრებიან ის პირები რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათასი ლარიდან იწყება.

26 მარტი 2019, 17:57

საქართველო

საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს პასპორტი 2019 წლის გლობალური ინდექსის რეიტინგში 49-ე ადგილზე მოხვდა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო დაწინაურდა. „ჰენლი ენდ პარტნერსი” რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია ამა თუ იმ პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.

ბექა ხახუბია

26 მარტი 2019, 17:53

ძალოვნები

დეპუტატ ხახუბიას შვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმზე ხვალ, 26 მარტს გახდება ცნობილი. ბრალდებულთა საბოლოო სიტყვით მიმართვის შემდეგ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი სათათბიროდ გავიდა. ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა.

ნიკოლოზ რაჭველი

26 მარტი 2019, 17:52

კულტურა

შენობის გარეშე დარჩენილ სიმფონიურ ორკესტრს ქირის ხარჯებისთვის 150 ათასი ლარი გამოუყვეს

ნიკოლოზ რაჭველი აღნიშნავს, რომ ფილარმონია სწორედ ამ ორკესტრისთვის აშენდა და მისი მოთხოვნა შენობის დაბრუნების შესახებ ლოგიკურია. ამ საკითხის განხილვის თაობაზე ორკესტრმა პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს წერილით მიმართა.

26 მარტი 2019, 17:45

მსოფლიო

ბაქოში ხანძრისგან გამოწვეული ზარალი $20 მილიონს აღწევს

ბაქოს სავაჭრო ცენტრში, ხანძრისას დაშავებულ თერთმეტ ადამიანს შორის უმრავლესობა კვამლით მოწამლულია. გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. ბაქოში, სავაჭრო ცენტრ „Diqlas”-ში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ფეისბუქი

26 მარტი 2019, 17:42

ტექნოლოგიები

Facebook-მა ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული 1907 გვერდი წაშალა

საუბარია 64 პროფილზე, 1757 ჯგუფსა და 86 გვერდზე. როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, ყველა ეს გვერდი ჩართული იყო არასანდო ინფორმაციისა და "სპამების" კოორდინირებულად გავრცელებაში. წაშლილი გვერდების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებში გაიგზავნა.