imedi /  18 მარტი 2019, 08:36 / სანდო წყარო

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ იწყება

სამხედროები

დღეიდან 29 მარტის ჩათვლით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” ჩატარდება. წვრთნაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 24 წევრი და პარტნიორი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.  

ნატო-საქართველოს სწავლებაში 350-ზე მეტი სამხედრო ჩაერთვება. ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სწავლებაა.

25 მარტს კი, საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის სამხედრო კომიტეტთან ერთად ეწვევა. 

ყველა სიახლე

ჟაირ ბოლსონარო

26 აპრილი 2019, 17:38

მსოფლიო

ჟაირ ბოლსონარო: ბრაზილია „გეიტურიზმის“ სამოთხე ვერ იქნება, ჩვენ ოჯახები გვყავს

"თუ გსურთ ჩამოსვლა და ქალთან სექსი, რამდენიც გინდათ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ ეს ადგილი გეიტურიზმის სამოთხედ იქცეს. ბრაზილია ვერ იქნება გეისამყაროს და გეიტურიზმის ქვეყანა. ჩვენ ოჯახები გვყავს,"- ამბობს ქვეყნის პირველი პირი.ბრაზილიაში ლგბტ თემის უფლებადამცველები ამ განცხადებას ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის ეს კომენტრაი სექსუალური უმცირესობის მიმართ ძალადობას გაზრდას შეუწყობს ხელს.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 17:19

მსოფლიო

მაკრონი ყვითელჟილეტიანების მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა

ემანუელ მაკრონი დათმობაზე მიდის. მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების” აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადასახადების შემცირებისა და პენსიონერებისთვის დახმარების გაზრდის პირობა დადო. საგანგებო ტელემიმართვაში მაკრონმა რეფერენდუმის ჩატარების პროცედურის გამარტივების შესახებაც განაცხადა

იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 17:12

ძალოვნები

უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი. ვიდეო

ბრალს არ აღიარებს თავად ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალიც. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ათივე ბავშვი, რომლებთან ერთადაც იულია სუსლიაკი რუსეთიდან ჩამოვიდა, მისი შვილია: ოთხი ბიოლოგიური, დანარჩენები კი სუროგატი დედის გაჩენილები.

ნინო საბაშვილი

26 აპრილი 2019, 17:09

სპორტი

ნინო საბაშვილმა მსოფლიო თასზე წოლჭიმში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი პარასპორტსმენები წოლჭიმის მსოფლიო თასის გათამაშებაზეწარმატებით ასპარეზობენ. შეჯიბრზე ნინო საბაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიოს თასზე კიდევ სამი ქართველი იასპარეზებს. 28 აპრილს მედლებისთვის მძიმე წონაში იაგო გორგოძე, გიორგი ლაცაბიძე და აკაკი ჯინჭარაძე იბრძოლებენ.

დროშა

26 აპრილი 2019, 16:58

საქართველო

თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან გიდების აქცია გაიმართა

ისინი მოითხოვენ: მოხდეს ტერიტორიის დემარკაცია და ოფიციალურად გაფორმდეს და დადგინდეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. გიდის, ნინო ჯაფარიძის განცხადებით, არსებობს საზღვრის განმსაზღვრელი მარკირება, თუმცა სადავო ტერიტორიად რჩება ისტორიული დავით გარეჯის ტერიტორია.

26 აპრილი 2019, 16:58

ეკონომიკა

საქართველოში სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი შესაძლოა 100 ლარით განისაზღვროს

სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს. პარლამენტის ბიურო განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი, ფიქსირებულად 100 ლარი იქნება.

Volkswagen Golf 8

26 აპრილი 2019, 16:43

ტექნოლოგიები

Volkswagen Golf 8-ს გაყიდვა თებერვალში დაიწყება

ამის შესახებ გამოცემა Automotive News Europe-ს Volkswagen-ის მარკეტინგისა და გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა იურგენ შტაკმანმა განუცხადა. თავდაპირველად ახალი Volkswagen Golf-ის ჩვენება მიმდინარე წლის სექტემბერში, ფრანქფურტის ავტოსალონზე იგეგმებოდა.

26 აპრილი 2019, 16:39

მსოფლიო

სკანდინავიის ავიახაზების მფრინავების გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა

მფრინავების გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა, რაც შესაძლოა დაახლოებით 170 000 მგზავრს შეეხოს. პროფკავშირები, რომელიც 1500 პილოტს აერთიანებს, იმედოვნებს, რომ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

ჩერნობილი

26 აპრილი 2019, 16:19

მსოფლიო

ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.

დროებითი მოთავსების ცენტრი

26 აპრილი 2019, 16:18

მსოფლიო

მექსიკაში დროებითი მოთავსების ცენტრიდან 1300 მიგრანტი გაიქცა

მექსიკის სამხრეთში, ქალაქ ტაპაჩულაში დროებითი მოთავსების ცენტრიდან 1300-მდე მიგრანტი გაიქცა. მექსიკური გამოცემა Heraldo-ს ცნობით, გაქცევას წინ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა უძღოდა, რომელიც მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამდენიმე მიგრანტმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო.

26 აპრილი 2019, 16:18

საქართველო

„ბათუმის წყალი“ საქართველოში შვედეთის ელჩის კრიტიკულ პოსტს ეხმიანება

"არდაგანის ტბაზე არსებული პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტბის მიმდებარედ მშენებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება. სატუმბის მეშვეობით, არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხდება ქალაქის სანიაღვრე სისტემების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა,"- წერია განცხადებაში.

26 აპრილი 2019, 16:13

ტაბლოიდი

ახალგაზრდა და მოხუცი ლომების შერკინება ვიდეოზე დააფიქსირეს

ვიდეოზე ორი ახალგაზრდა ლომი არიდადი და კაკა ერთიანდება, რათა ბებერი ლომი ოლილპრიტა დაამარცხონ და მის ტერიტორიას დაეუფლონ. თავიდან ოლილპრიტამ თავი დააღწია თავდამსხმელებს, თუმცა ლომები მას გაეკიდნენ.

ბრიჟიტ მაკრონი

26 აპრილი 2019, 15:59

ტაბლოიდი

ბრიჟიტ მაკრონი სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად ბრუნდება

66 წლის ბრიჟიტ მაკრონი ფრანგულ ენას იმ ზრდასრულებს შეასწავლის, ვინც სკოლის დასრულება თავის დროზე სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 66 წლის ბრიჟიტ მაკრონმა და 41 წლის ემანუელ მაკრონმა ერთმანეთი სწორედ სკოლაში გაიცნეს. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი 15 წლის იყო. წყვილი 2007 წელს დაქორწინდა.

ფრანგი მეხანძრეები

26 აპრილი 2019, 15:58

მსოფლიო

ნოტრ-დამის გადამრჩენი მეხანძრეების დასახმარებლად საფრანგეთში გარბენი გაიმართება

სპორტის მოყვარულები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადამრჩენი მეხანძრეებისთვის ირბენენ. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა „თამაშების გულშემატკივართა კლუბი" ჩამოაყალიბა. საქველმოქმედო გარბენი 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს შედგება.

26 აპრილი 2019, 15:57

საქართველო

წულუკიანი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო პრობაციონერებთან დაკავშირებითაც მუშაობს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ტურისტული მიზნით წასულები სხვადასხვა ქვეყნებში დანაშაულს სჩადიან. წულუკიანი ამ მხრივ რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

ემილიანო სალა

26 აპრილი 2019, 15:43

მსოფლიო

ემილიანო სალას დაღუპვიდან 3 თვეში მამამისი გარდაიცვალა

ის 58 წლის იყო. 28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი იჯდა, რადარებიდან 21 იანვარს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ემილიანო სალას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ცხედარი იპოვეს.ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

თურქეთის პოლიცია

26 აპრილი 2019, 15:08

მსოფლიო

თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 115 სამხედრო დააკავეს

სტამბოლის პოლიციამ დააკავა 115 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ ბრალად. ოპერაციის ფარგლებში 55 ეჭვმიტანილი სტამბოლში, 60 კი სხვადასხვა პროვინციაში დააკავეს. კიდევ 95 სამხედროზე ძებნა გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, ყველა დაკავებული მოქმედი სამხედროა.

26 აპრილი 2019, 14:58

ტაბლოიდი

მოდის ონლაინ მაღაზიამ კაბას ფორმა ფურცლის სამაგრით შეუცვალა

მოდის კომპანია ASOS-მა რეკლამის დროს, მოდელს კაბა ფურცლის კლიპით (სამაგრი) დაუმაგრა და ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოზე კარგად ჩანს სამაგრები, რის გამოც სოციალურ ქსელში კომპანიის მიმართ ნეგატიური კომენტარები დაიწერა.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 14:39

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთს პოლიტიკური ისლამი ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პოლიტიკურ ისლამს საფრანგეთის წინაშე არსებული საფრთხე უწოდა. გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გადარიცხვებზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს.

სამების საკათედრო ტაძარი

26 აპრილი 2019, 14:38

საქართველო

ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. ვიდეო

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში დარჩება.მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასქებს​, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. 28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.