imedi /  18 მარტი 2019, 11:20 / სანდო წყარო

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად დაიწყო

ნატოს წვრთნები

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა.

სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ლადისლავ იუნგმა გახსნეს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით “წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად უხელმძღვანელებს.

ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) გაუწევს. წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ, წინა სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი). სწავლებაში ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).

მარტის ბოლოს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანსაც ელიან.

ყველა სიახლე

ბადრი პატარკაციშვილი

19 ოქტომბერი 2019, 20:45

კულტურა

ხელოვნების მუზეუმში ბადრი პატარკაციშვილისადმი მიძღვნილი ინსტალაცია გაიხსნა

19 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლიკა პატარკაციშვილის ინსტალაცია გაიხსნა, რომელიც შვილმა მამას - ბადრი პატარკაციშვილს მიუძღვნა. გამოფენა ვიზუალურად ავტორის ემოციებს ირეკლავს და ყვება ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო თვეების ისტორიას,

დემონსტრაცია ბარსელონაში

19 ოქტომბერი 2019, 20:43

მსოფლიო

მადრიდი ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

მადრიდს მოლაპარაკებების თხოვნით კატალონიის პრეზიდენტმა კიმ ტორამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ მიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მის წინადადებას უარით უპასუხა.

გორის გვირაბი

19 ოქტომბერი 2019, 19:53

საქართველო

გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა. ამის გამო 11:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე იმოძრავებენ.

რუსეთი ოკუპანტია

19 ოქტომბერი 2019, 19:47

საქართველო

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტეს

აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.

ილია სულამანიძე

19 ოქტომბერი 2019, 19:28

სპორტი

ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ქართველმა ძიუდოსტმა ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი (-100კგ) კატეგორიაში იაპონელ მეტოქეს დაუპირსპირდა.

კვენტინ ტარანტინო

19 ოქტომბერი 2019, 19:27

კულტურა

ტარანტინომ თავისი ფილმის გადაკეთებაზე უარი განაცხადა

საუბარია ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის 25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა, რადგან არ მოეწონა როგორ არის ასახული ფილმში მამამისი. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

შინდისი

19 ოქტომბერი 2019, 19:15

კულტურა

ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა. თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2019, 18:50

საქართველო

კალაძე: უნდა გავაკონტროლოთ ერთმანეთი რომ ჩვენი დაუდევრობით სხვა ოჯახები არ დავაზიანოთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით შემოწმებები გამკაცრებულია, თუმცა თავად მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მძიმე შემთხვევის მსგავსი კიდევ არ განმეორდეს.

თემთა პალატა

19 ოქტომბერი 2019, 18:28

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის გადავადებას მისცა ხმა

ამგვარად, პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ ჯერ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელი კანონმდებლობა უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს კენჭისყრაზე ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების პროექტი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

19 ოქტომბერი 2019, 18:26

კულტურა

ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დღეს ქართული ლიტერატურა ევროპარლამენტარმა შეაფასა

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პლატფორმის მესამე დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები გერმანიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, მიქაელ გალერმა შეაფასა,

სირია

19 ოქტომბერი 2019, 18:06

მსოფლიო

თურქეთი და ქურთები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ანკარა აცხადებს, რომ ბოლო 36 საათის განმავლობაში ქურთებმა ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე 14 „პროვოკაციული“ თავდასხმა განახორციელეს. თავის მხრივ, ქურთული დაჯგუფებები აცხადებენ, რომ თურქეთმა ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების გასაყვანად უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

ჯაზის და ღვინის ფესტივალი

19 ოქტომბერი 2019, 17:43

კულტურა

წინანდალი ჯაზის და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალი წინანდლის მამულში მიმდინარეობს. სტუმრებს ქართველი მეღვინეების მიერ წარდგენილი ღვინის და სხვადასხვა კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. ფესტივალის მუსიკალური ნაწილი იტალიურმა ბენდმა Sugar Pie And Candyman გახსნა. ფესტივალი „Jazz and Wine“ უკვე მესამედ ტარდება.

ჰილარი კლინტონი

19 ოქტომბერი 2019, 17:08

მსოფლიო

კლინტონი: რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატ კანდიდატს ამზადებს

შესაბამისი განცხადება კლინტონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გააკეთა. ის აცხადებს, რომ კრემლს წინასაარჩევნო კამპანიაში მესამე სერიოზული კანდიდატის გამოჩენა სურს, რაც ლიბერალთა ხმებს გაყოფს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპს პოსტის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ჯეინ ფონდა

19 ოქტომბერი 2019, 16:48

ტაბლოიდი

ჯეინ ფონდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს

ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა საპოტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს. გამოცემა Hollywoodreporter-ის ცნობით, ის კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად კვლავ აქციას მართავდა და მასთან ერთად მსახიობი სემ უოტერსტონი დააპატიმრეს,

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 16:35

საქართველო

გახარია მედვედევს პასუხობს

„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსი კოლეგის განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და მის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ ექნება.

დამბის გარღვევა რუსეთი

19 ოქტომბერი 2019, 16:24

მსოფლიო

რუსეთში დამბის გარღვევის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულია 14. კიდევ 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რადგან სამართალდამცველების ვარაუდით დამბაზე შესაძლოა უსაფრთხოების ზომებს არ იცავდნენ.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 16:15

საქართველო

გახარია: ვდგამთ ნაბიჯებს რომ მოქალაქეებმა თავიანთ მიწაზე მშვიდად ცხოვრება განაგრძონ

პრემიერმინისტრმა ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. იორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

ჩხოროწყუ სულუგუნი

19 ოქტომბერი 2019, 16:14

საქართველო

ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს. ვიდეო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ აღინიშნება. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები და ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 15:52

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი ტრამპის წერილს ვერ დაივიწყებს

თურქეთის ლიდერის ამ განცხადებას ამერიკული CNBC-ი ავრცელებს. სტამბულში, ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი სათანადო პასუხს გასცემს, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ამ საკითხის დღის წესრიგში წამოწევას კი ახლა ორი ქვეყნის ლიდერს შორის ურთიერთპატივისცემა უშლის ხელს.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2019, 15:15

საქართველო

კალაძე გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

თბილისის მერი გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა. კახა კალაძის განცხადებით, მერიამ დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყო 15 ოჯახი და ისინი სხვადასხვა სასტუმროებში გადანაწილდნენ. გამგებლის ინფორმაციით, კორპუსი სადაც აფეთქება მოხდა საცხოვრებლად სულ მცირე 1 კვირა ვერ გამოდგება.