ძალოვნები

24 აგვისტო 2019, 22:08

სენაკში, მდინარეში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურაზე 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ გეჯეთში მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

წეროვანი

24 აგვისტო 2019, 17:17

წეროვანში ხანძარი ჩააქრეს

ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარედ, საძოვრებს გაუჩნდა. ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. იყო ძლიერი დაკვამლინება. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი.

ხანძარი წეროვანთან

24 აგვისტო 2019, 14:23

წეროვანის დასახლებასთან საძოვრები იწვის

ქვეყნის მასშტაბით ხანძრის რამდენიმე კერაა. ახლახანს ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარე საძოვრებს გაუჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. ტერიტორიზე ძლიერი დაკვამლინებაა. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის მიზეზი არ არის დადგენილი. არც ის არის ცნობილი თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 12:57

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

გერმანიაში პანკისის მკვიდრ ზელიმხან ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ.

ექსპერტ-კრიმინალისტები საყავრეში ჩავიდნენ

24 აგვისტო 2019, 12:29

სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები ხანძრის მიზეზს იკვლევენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეში შსს ექსპერტ-კრიმინალისტები ჩავიდნენ. სპეციალისტები ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლას იწყებენ ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. imedinews-ის ინფორმაციით, შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ხანძარი ბახმაროში

24 აგვისტო 2019, 11:30

ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბახმაროს კურორტზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა მახარიძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოფელი საყავრე

24 აგვისტო 2019, 11:20

სოფელ საყავრესთან ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით მეხანძრე-მაშველებმა ტყის მასივში ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს.

ხანძარი ახალსოფელთან

24 აგვისტო 2019, 11:11

ყვარელში, ახალსოფელთან ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარი ფოთლოვან ტყეს გუშინ საღამოს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის. ხანძრის ქრობაში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე იმყოფება 50 მეხანძრე მაშველი.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}