imedi /  20 მარტი 2019, 17:06 / სანდო წყარო

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა ჩატარდა

გამოფენა

საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საგამოფენო კომპლექს ExpoGeorgia-ში, ბელარუსული პროდუქციის გამოფენა - Made in Belarus გაიხსნა.   

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ასევე გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა. ღონისძიების ფარგლებში კი საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს.

გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისები, სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.

გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მიხაილ რუსმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

საბჭოს სხდომაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სერგეი ნაბეშკო მონაწილეობდნენ.

საქმიანი საბჭოს ფორმატში, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2,806,780 აშშ დოლარია.

მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორები და კომბაინები), ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე, გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. 

ღონისძიების ფარგლებში, ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრებიც (B2B) გაიმართა.

ჯამში ღონისძიებას 150-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 87,10 მლნ. აშშ დოლარია. გაიზარდა ექსპორტი და ის 28,641 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა.

ყველა სიახლე

ია კერზაია

18 აპრილი 2019, 14:22

ძალოვნები

ია კერზაიას შვილს პროკურატურაში საქმის მასალებს აცნობენ

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს ეცნობა. ამ წუთებში ბაჩანა შენგელია ადვოკატთან ერთდა გენერალურ პროკურატურაში იმყოფება. მას ეჭვი აქვს, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, რადგან განათლების მინისტრი არ დაკითხულა.

საბერძნეთი

18 აპრილი 2019, 14:15

მსოფლიო

საბერძნეთი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს

საუბარია 270 მილიარდ ევროზე, რომელიც ბერძენი დეპუტატების აზრით, გერმანიამ პირველი და მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში საბერძნეთისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად უნდა გადაიხადოს. საბერძნეთის პარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო.

ვლადიმერ ზელენსკი

18 აპრილი 2019, 14:07

მსოფლიო

ზელენსკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადატანა სურს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა შენობაში გადატანა სურს. ამის შესახებ მან РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, გადაიტანს თუ არა ის ადმინისტრაციას სხვა შენობაში, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სურს.

18 აპრილი 2019, 14:02

საქართველო

თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ექიმები

18 აპრილი 2019, 13:59

საქართველო

მედპერსონალის შეურაცხყოფა კანონით დაისჯება

ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება

ეკა ბესელია

18 აპრილი 2019, 13:59

საქართველო

ბესელიას თქმით, უმრავლესობა ცრუობს როცა ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა

"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ პუნქტებს გაითვალისწინებს. რაც შეეხება პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაციებს, ისინი განიხილება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას.

ნავთობი

18 აპრილი 2019, 13:54

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში ნავთობის ექსპორტი აკრძალა

რუსეთმა უკრაინაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. გარდა ამისა, უკრაინის „არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ“ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალული უკრაინული საქონლის სახეობების სია გააფართოვა.

18 აპრილი 2019, 13:53

ეკონომიკა

საქართველოში ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა გაიზარდა

18 აპრილიდან ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 3 პროცენტული პუნქტით გაეზრდათ და 28%-ს გაუტოლდა. ცვლილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს მიიღო. რომლის შედეგადაც სარეზერვო მოთხოვნა 16 მაისს 28%-დან 30%-მდე გაიზრდება.

Facebook

18 აპრილი 2019, 13:38

ტექნოლოგიები

Facebook-მა შემთხვევით 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებლის კონტაქტები მოიპოვა

Facebook-მა „შემთხვევით“ 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის კონტაქტები მოიპოვა. გამოცემა Business Insider-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. კომპანიამ უკვე გამოასწორა ხარვეზი და გაუგზავნა შეტყობინება ყველა მომხმარებელს, ვისი კონტაქტებიც ძალაუნებურად მიიღო.

ვლადიმერ ზელენსკი

18 აპრილი 2019, 13:19

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინს მტერი უწოდა

კითხვაზე, არის თუ არა პუტინი უკრაინის მტერი, ზელენსკი მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „რა თქმა უნდა.“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე ღიად განაცხადა, რომ დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია და გამარჯვების შემთხვევაში არც დონბასელ სეპარატისტთა ამნისტირებას აპირებს

18 აპრილი 2019, 13:10

კულტურა

„უცნაური ამბების“ ავტორები იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს

მათ სერიალის იდეის მოპარვაში ჩარლი კესლერი ადანაშაულებს, რომლის მტკიცებით, ანალოგიური პროექტი 2014 წელს ტრაიბეკას კინოფესტივალზე წარადგინა. ძმები დაფერები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ იდეა მათ ეკუთვნით. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 6 მაისს გაიმართება.

სასამართლო

18 აპრილი 2019, 13:06

საქართველო

მესამე სექტორი მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის შეცვლას ითხოვს

არასამთავრობოების განცხადებით, მიუხედავად მოსამართლეთა სიმცირისა და სასამართლოების გადატვირთულობისა, 2 წლის განმავლობაში: 2015-2017 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლას მსმენელები არ მიუღია. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ მოწყობას.

18 აპრილი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

ბრიტანული Jaguar I-Pace აშშ-ში წლის ავტომობილად დასახელდა

ბრიტანულმა ელექტრომობილმა Jaguar I-Pace -მა წლის ავტომობილის სტატუსი მიიღო. World Car Awards 2019-ი ნიუ-იორკში გაიმართა.ასევე Jaguar I-Pace გაიმარჯვა ნომინაციაში ყველაზე ეკოლოგიური ავტომობილი. ლიდერების სამეულში დასახელდა Audi e-tron-ი და Volvo S60/V60.

ქალის ცემა

18 აპრილი 2019, 12:48

ტაბლოიდი

ყატარელი სოციოლოგი კაცებს ცოლების ცემას ვიდეოგაკვეთილით ასწავლის

ვიდეორგოლში მისი არასრულწლოვანი ვაჟიც მონაწილეობს, რომელიც მამისგან გაკვეთილებს იღებს. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. სოციოლოგს ქალზე ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ, ის გააკრიტიკეს უფლებადამცველებმაც.

მეჩეთი

18 აპრილი 2019, 12:48

მსოფლიო

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს. ოფიციალური მონაცემები სალაფიტური ორგანიზაციების რიცხვის შესახებ ბელგიის ხელისუფლებას არ გააჩნია, თუმცა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი კუნ გინსი ადასტურებს, რომ „სალაფიზმთან დაკავშირებული ჯგუფების რიცხვი ნამდვილად იზრდება“.

პაკისტანი

18 აპრილი 2019, 12:38

მსოფლიო

პაკისტანში ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს შემდეგ კი დახოცეს

Aljazeera-ს ცნობით, მებრძოლებმა ადამიანები გაიტაცეს, შემდეგ კი შორიახლოს მდებარე მთებში დახოცეს. ოფიციალური პირების განცხადებით, გატაცებულ პირებს შორის ცოცხალი ვერავინ გადარჩა, ყველა მათგანს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

პარლამენტი

18 აპრილი 2019, 12:23

საქართველო

პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა და მალევე კობახიძემ შესვენება გამოაცხადა

დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, რომ ტრიბუნა ანრი ოხანაშვილს უნდა დათმობოდა, რადგან დღის წესრიგით გათვალისწინებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

ქართული ოცნება

18 აპრილი 2019, 12:10

საქართველო

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ პუნქტებს გაითვალისწინებს.

აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან

18 აპრილი 2019, 11:57

საქართველო

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

მირო მარკელია რამდენიმე თვის წინ კახათში ახალგაზრდა მეზობლებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. დაზარალებულმა ახალგაზრდამ ჩვენება მირო მარკელიას წინააღმდეგ მისცა. გამოძიება მარკელიას წინააღმდეგ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 5-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას

ნუსრათ ჯაჰან რაფი

18 აპრილი 2019, 11:53

მსოფლიო

ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს 19 წლის გოგო , რომელმაც ორი კვირით ადრე სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 27 მარტს დირექტორმა ის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა.