imedi /  22 მარტი 2019, 11:37 / სანდო წყარო

„ლიბერთი“ 54 სოციალური სახლის დენისა და გაზის საფასურს აანაზღაურებს

ლიბერთი

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და “ლიბერთი ბანკს”  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ და "ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2019 წელსაც განაგრძობს.

მემორანდუმის თანახმად, ბანკი 1 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრისა და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული 2 საოჯახო ტიპის სახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აანაზღაურებს. 

მემორანდუმი, კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. "ლიბერთი" სოციალური მომსახურების სააგენტოს გამორჩეული პარტნიორია და უკვე მეოთხე წელია, ქვეყნის მასშტაბით, არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს. 

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების მიმართ, მით უფრო როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. დიდი მადლობა ლიბერთის ამ თანადგომისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებით და ხარისხიანად უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ. 

2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 44 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 186 ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.

"მოხარული ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე მუდმივი ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება წარმოადგენს. მომავალში, ამ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომლის წარმატებული განხორციელება მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვის მაგალითი გახდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით’’, - აღნიშნა "ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

23 ივლისი 2019, 13:31

საქართველო

თალაკვაძე: ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან.

23 ივლისი 2019, 13:22

მსოფლიო

სამხრეთ კორეა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს (ტაკესიმას) კუნძულებთან მოხდა, რომელიც სეული საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მასზე ტოკიოც დაობს. სეული აცხადებს, რომ რუსეთმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეასა და რუსეთს შორის ეს ასეთი სახის პირველი ინციდენტია.

გია ვოლსკი

23 ივლისი 2019, 13:06

საქართველო

გია ვოლსკი: ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა

„რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ვოლსკი.

23 ივლისი 2019, 12:21

საქართველო

იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისი დაინერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და მომხმარებელს სერვისი შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება. აღნიშნული ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია.

23 ივლისი 2019, 12:14

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი-2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 12:09

ძალოვნები

ოქრუაშვილი: გამოძიებას ვუთხარი, რომ პარლამენტში შესვლას ხელფასის ასაღებად ვაპირებდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხეს. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან დაასახელა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც მისი თქმით, გამოკითხვის დროს დაუსვეს.

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 12:06

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:53

საქართველო

თადუმაძე: მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა

ის ხიბლი, რაც მოსამართლეს გააჩნია გადაწყვეტილების მიღების დროს , ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:40

საქართველო

თადუმაძე: რეიტინგების მიხედვით, პროკურატურა და სახალხო დამცველი ერთმანეთს უტოლდება

მენეჯერული გამოცდილებაზე საუბრისას უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

23 ივლისი 2019, 11:28

საქართველო

აშშ მიგრანტების დაჩქარებული წესით დეპორტაციას დაიწყებს

აშშ-ის მთავრობა მიგრანტების დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით, დაჩქარებული წესით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ახალი წესის თანახმად, მიგრანტებს, რომლებიც ვერ დაადასტურებენ, რომ ქვეყანაში 2 წელზე მეტხანს ცხოვრობენ, შესაძლოა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწიოთ.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 11:05

ძალოვნები

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. საქმე ეხება ოცი ივნისის მოვლენებს და ძალადობის და ამბოხის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

გიორგი დოინჯაშვილი

23 ივლისი 2019, 10:59

სპორტი

საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი ავტოავარიაში დაიღუპა

ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

გიორგი მასხულია

23 ივლისი 2019, 10:53

ძალოვნები

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. გუშინ საღამოსვე მასხულია და ადამაშვილი სამართლდამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 10:44

ძალოვნები

შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს

საბჭოს არამოსამართლე წევრები გენერალურ პროკურორთან ყურადღებას ამახვილებენ რეკომენდატორებზე, რომელთა ჩამონათვალში არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

23 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ავსტრალიაში $140 მილიონის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს

ნარკოტიკები იპოვეს ფურგონში, რომელიც სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, პოლიციის განყოფილების წინ, ავტოსადგომზე მდგომ პოლიციის მანქანას შეეჯახა. ფურგონის მძღოლმა ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ნარკოტიკები მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.

23 ივლისი 2019, 10:04

მსოფლიო

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ მიგრანტების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

14 ქვეყნიდან რვამ ამ მექანიზმის აქტიურად დანერგვაზე აიღო პასუხისმგებლობა. „როცა საუბარია სოლიდარობაზე, ევროპა არ არის რესტორნის მენიუ. არ უნდა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ"- განაცხადა მაკრონმა.

23 ივლისი 2019, 09:59

მსოფლიო

სინგაპურში 9 ტონამდე კონტრაბანდული სპილოს ძვალი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 9 ტონამდე სპილოს ძვალი ამოიღეს. 30 წყვილი სპილოს ეშვის ღირებულება 13 მილიონ დოლარს აღწევს. კონტრაბანდული ტვირთი სინგაპურის გავლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ვიეტნამში გადაჰქონდათ.

ალექსანდრ ვერშბოუ

23 ივლისი 2019, 09:49

საქართველო

ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. „ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ვერშბოუ.

23 ივლისი 2019, 09:28

საქართველო

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.

ვენესუელ

23 ივლისი 2019, 09:10

მსოფლიო

ვენესუელის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ენერგეტიკულ კომპლექსზე „თავდასხმაში“ თავის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებს, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრის თქმით, კი ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი შესაძალოა „ელექტრომაგნიტური თავდასხმა“ გახდა.