imedi /  03 აპრილი 2019, 12:06 / სანდო წყარო

რამდენი მილიონი დაიხარჯა წინასაარჩევნოდ სატელევიზიო რეკლამებში

პოლიტიკური რეკლამები

2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 75,262,955 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას  კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. 

სარეკლამო შემოსავლების გარდა, ტელეკომპანიებმა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს ეთერში. ჯამში, საარჩევნო სუბიექტების ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 8 მილიონი იყო . 

„ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, ჯამში ტელემაუწყებლებმა უფასოდ გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 9,752,702 ლარის ღირებულების რეკლამა განუთავსეს, მეორე ადგილს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების რაოდენობითა და ღირებულებით დავით ბაქრაძე იკავებს, რომელმაც დაახლოებით 5,032,654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა მიიღო, მესამე ადგილზე კახა კუკავაა, რომელსაც დაახლოებით 3,768,919 ლარის ღირებულების უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს, ხოლო მეოთხე ადგილზე სალომე ზურაბიშვილია 2,647,891 ლარით", - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორივე ტურის განმავლობაში  ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა 4,967,848 ლარის, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ ტელე-მაუწყებლებში – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა. 

წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ზე, ჯამში, ორივე ტურის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 9,174,146 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 3,744,651 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,429,495 ლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში ტელეიმედზე საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 7,042,253 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 1,771,453 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამა 5,270,800 ლარის იყო.

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ  კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარმოდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ.

უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისათვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი  სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი.

ყველა სიახლე

პროფესიული განათლება

25 აპრილი 2019, 12:28

ეკონომიკა

პროფესიული გადამზადების კურსებზე სწავლა 1426-მა ბენეფიციარმა დაიწყო

თბილისსა და 11 მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. პროგრამაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, 30 პროფესიული სასწავლებელია ჩართული.

25 აპრილი 2019, 12:26

მსოფლიო

უმაღლესმა რადამ უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ცხოვრების ყველა სფეროში უკრაინის ენის ექსკლუზიური გამოყენების შესახებ კანონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „112-უკრაინა“ ავრცელებს. კანონის მიღების გამო, პარლამენტის წინ პარალელურად აქცია იმართებოდა.

ჯონი დეპი

25 აპრილი 2019, 12:10

ტაბლოიდი

ჯონი დეპი რუს მოცეკვავეზე ქორწინდება

დეპმა და გლენმა ერთმანეთის 2018 წელს ლოს-ანჯელესში წვეულებაზე გაიცნეს. გოგო იქ დასასვენებლად იყო ჩასული და მსახიობი ვერ იცნო, რომელიც მასთან გასაცნობად მივიდა. როგორც დეპის მეგობრები ამბობენ, მსახიობი რუსეთში ჩასვლას და შეყვარებულის მშობლების გაცნობას აპირებს.

თელასი

25 აპრილი 2019, 12:07

ეკონომიკა

„თელასის“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ანხორციელებს.

25 აპრილი 2019, 12:04

ძალოვნები

შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა

თვითმხილველების თქმით ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

ანჯელინა ჯოლი

25 აპრილი 2019, 12:01

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი ანდერძით 116 მილიონს ერთ-ერთ შვილს დაუტოვებს

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ანდერძი დაწერა, რომლის მიხედვითაც ის ქონების დიდი ნაწილის დატოვებას 17 წლის შვილისთვის, მედოქსისთვის აპირებს. ჯოლის ქონება 116 მილიონ დოლარს შეადგენს. მედოქსმა მშობლების, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების პროცესში მხარი დედას დაუჭირა.

აკაკი ბობოხიძე

25 აპრილი 2019, 11:52

საქართველო

აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

ქურდობა

25 აპრილი 2019, 11:51

ძალოვნები

ბათუმში არასრულწლოვნებმა 20 ათასი ლარის მობილურები მოიპარეს

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მობილურების მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს. შემთხვევა დილით 06:30 საათზე მოხდა. მფლობელის, ფატმა თურმანიძის თქმით, წაღებულია 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

პენსია

25 აპრილი 2019, 11:46

საქართველო

პროფკავშირები მთავრობას პენსიის ოდენობის განსაზღვრის მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებენ

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - როგორ უნდა იზრდებოდეს მომავალში სახელმწიფო პენსია ასაკით პენსიონერთათვის. მათი თქმით, 90-იან წლებში პენსია საქართველოში სმბოლურ დატვირთვას ატარებდა.

თორნიკე სოლოღაშვილი

25 აპრილი 2019, 11:37

საქართველო

ჟენევაში მომუშავე ქართველი კარდიოქირურგის ისტორია, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. თორნიკე სოლოღაშვილი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია. ექიმის თქმით, განსაკუთრებით რთული შემთხვევები რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება.

კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 11:36

მსოფლიო

რა კომენტარები გააკეთეს პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან დახურული შეხვედრა შეაფასა. „ჩვენ საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაზე და ორმხრივი კავშირის განვითარებაზე“, - განაცხადა პუტინმა

25 აპრილი 2019, 11:22

ტაბლოიდი

პუტინთან შეხვედრის წინ კიმ ჩენ ინის სკამს დეზინფექცია ჩაუტარეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ, კიმ ჩენ ინის დამხმარებმა სკამის დეზინფექცია გააკეთეს, რომელზეც კიმი უნდა დამჯდარიყო. თვითმხილველის ვიდეო გამოცემა Life Shot-ი ავრცელებს.

დევა კასელი

25 აპრილი 2019, 11:13

ტაბლოიდი

მონიკა ბელუჩის და ვინსენტ კასელის შვილი Dolce & Gabbana-ს რეკლამაში გადაიღეს

მსახიობ მონიკა ბელუჩის და ვინსენტ კასელის 14 წლის შვილი დევა კასელი Dolce & Gabbana-ს სარეკლამო პროექტის სახე გახდა. ახლახან დევა კომპანიის გადაღებებზე დააფიქსირეს, რომელიც იტალიის ქალაქ რაველოს ქუჩებში მიმდინარეობდა.

ჭიაკოკონობა

25 აპრილი 2019, 11:12

საქართველო

„ჭიაკოკონობის“ გამო თბილისში საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 30-მდე ზარი მიიღო

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომები გატარდება, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილი

25 აპრილი 2019, 11:07

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა სერბეთის ვიცეპრემიერს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა სთხოვა

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სერბეთი ყოველთვის, ყველა დონეზე, ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერს მხარს.

ოპერა

25 აპრილი 2019, 10:57

კულტურა

გადანერგილი ფილტვების მქონე ამერიკელი სოპრანო 35 წლისა გარდაიცვალა

თილმან-დიკს ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზი 2004 წელს დაუსვეს, სიცოცხლის შესანარაჩუნებლად კი მას ორჯერ სასწრაფოდ გაუკეთეს ფილტვის გადანერგვის ოპერაცია. ავადმყოფოების მიუხედავად, მომღერალმა კარიერა გააგრძელდა. მისმა ოჯახმა თილმან-დიკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა.

ლიბია

25 აპრილი 2019, 10:42

მსოფლიო

ტრამპმა გენერალ ჰაფტარს ტრიპოლიზე იერიშში მხარდაჭერა გამოუცხადა

როგორც გამოცემა წერს, ასეთი განცხადებები შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 7 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტრიპოლიში ჰაფტარის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია და საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს.

25 აპრილი 2019, 10:34

ტექნოლოგიები

Facebook-ს სამიდან ხუთ მილიარდამდე ჯარიმა ემუქრება

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის გამოძიების შედეგების მიხედვით, Facebook-ს, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვისთვის, 3-5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამის შესახებ Facebook-ის ადმინისტრაცია აცხადებს.

25 აპრილი 2019, 10:18

ტექნოლოგიები

ანტარქტიდაზე ათასობით პინგვინი ზღვაში ჩაიძირა

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულოვანი შელფის კოლონია მთლიანად ჩაიძირა და პოპულაციის აღდგენის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, მათ გამრავლებაზე მუშაობას ამჟამად აზრი არ აქვს, რადგან გიგანტური აისბერგი რამდენიმე ხანში მთლიანად გაანადგურებს ტერიტორიას.

მეტრო

25 აპრილი 2019, 10:18

საქართველო

თბილისის მეტროს კაბელების განახლება ივნისში დაიწყება

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება. ამის შესახებ თბილისის მერმა მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთის დათვალიერებისას განაცხადა, სადაც ხანძარი გაჩნდა.