imedi /  05 აპრილი 2019, 21:31 / სანდო წყარო

ევროკომისია ეჭვობს, რომ BMW-მ, Daimler-მა და Volkswagen-მა კარტელი შექმნეს

სამ გერმანულ ავტოკონცერნს ევროკომისია კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ევროკომისია ეჭვობს, რომ BMW-მ, Daimler-მა და Volkswagen-მა ატმოსფეროში გამონაბოლქვი აირების გატყორცნის ტექნოლოგიური სისტემის მომზადების დროს, კარტელურ გარიგებაში შევიდნენ. 

სამ გერმანულ კონცერნს მსხვილი ჯარიმები ემუქრება. გამოძიება კომპანიების კარტელური გარიგების საქმეზე 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. 

გამოცემის ცნობით, ევროკომისიას აქვს ეჭვების მიზეზი, რომ  BMW-მ, Daimler-მა და Volkswagen-მა კონკურენციის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობა დაარღვიეს. 

ამის შესახებ, დღეს ბრიუსელში ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ბესტაგერმა განაცხადა. 

ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ  BMW, Daimler-ი და Volkswagen-ი სისტემურ გარიგებაში შევიდნენ. კერძოდ 2004-2016 წლებში, ატმოსფეროში გამონაბოლქვი აირების გატყორცნის ტექნოლოგიური სისტემის მომზადების დროს მათ მიზანს წარმოადგენდა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა. 

ყველა სიახლე

გიორგი გახარია;

25 იანვარი 2021, 16:38

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

თეა წულუკიანი

25 იანვარი 2021, 16:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ევროპული სასამართლოს გადაწვეტილება ჩვენს თაობას ქვეყნის გაერთიანების საშუალებას მისცემს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.

მამუკა მდინარაძე

25 იანვარი 2021, 16:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 16:25

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს ქუჩაში დგომისთვის წირავს

„ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან მე არაფერ შუაში ვარ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი კოლეგები, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ამას აკეთებენ, მე პირნათელი ვარ თქვენთან რადგან მე ამას, რასაც ვეწინააღმდეგებოდი, რაც ცოტა ხანში მოხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება კრიზისი, რადგან ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ აქვს. ოპოზიცია საკუთარ თავს, მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს წირავს ქუჩაში დგომისთვის, თან რევოლუციას მოუწოდებს ისე, რომ 60-ამდე ადამიანს იმუნიტეტს აკარგვინებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 16:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

სტრასბურგში, PACE-ის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. სესიაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. დაემსის გარდა, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება დუნია მიატოვიჩს, ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

25 იანვარი 2021, 16:18

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის „სასამართლო სხდომა“ გადაიდო

ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გადაიდო. პროცესი 28 იანვარს, დილის 10 საათზე ჩატარდება. ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში გასული წლის 11 ივნისიდან იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

25 იანვარი 2021, 16:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავრობას პარლამენტისგან ექნება სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია

საქართველოს მთავრობას პარლამენტისგან ექნება სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

დავით სერგეენკო

25 იანვარი 2021, 16:09

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა დაჩქარდეს

წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინასა და შესაბამისად, პანდემიის ეფექტურ მართვაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განხილვის თაობაზე მსჯელობდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანი

25 იანვარი 2021, 16:08

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინცორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 15:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

სრულად ვემიჯნები პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია, ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, „დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონა ისტერიას“.

არჩილ თალაკვაძე

25 იანვარი 2021, 15:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს - ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე დაკომპლექტდეს, როგორც ხალხმა აირჩია

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

25 იანვარი 2021, 15:43

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 19 290 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 290 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 456 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3 738 690 შემთხვევა გამოვლინდა, 69 918 ადამიანი გარდაიცვალა, 3 150 763 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბელგია

25 იანვარი 2021, 15:43

მსოფლიო

ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1-ელ მარტამდე აჩერებს

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებითა და რისკების შესამცირებლად იღებს. „სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბელგიაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსზე ბელგიაში სრული კონტროლი გვაქვს დაწესებული. ამ ფაზამდე ჯერ კიდევ შორია.

ნიკა მელია

25 იანვარი 2021, 15:36

პოლიტიკა

ნიკა მელია: თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება - რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა

თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ამაზე ცხადად როგორ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის „ქართული ოცნებაც", - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია.

კორონავირუსი ვაქცინა

25 იანვარი 2021, 15:33

COVID19

პანდემიის დროს მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის შემოსავალი ყველა ადამიანის ვაქცინაციის ხარჯის დასაფარად საკმარისი იქნება

ორგანიზაცია მთავრობებს ყველაზე მდიდრებისთვის გადასახდების გაზრდისკენ მოუწოდებს. 10 უმდიდრს ადამიანს შორის არიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი და Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 15:23

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ქართველი ხალხი ბრძენია და პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ

ქართველი ხალხი არის ბრძენი და როცა სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა პარლამენტში შესვლისა, საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით, - ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია NDI-ის კვლევას. მისი თქმით, ხალხი ოპოზიციის დაუფიქრებელი ქმედებებით ისეთი გაბრაზებულია, რომ ასე სჯის მათ.

ელისო ბოლქვაძე

25 იანვარი 2021, 15:15

კულტურა

ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა.

„ევროპელი სოციალისტები“

25 იანვარი 2021, 15:14

პოლიტიკა

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების კიდევ ერთი თვით სუბსიდირების მოთხოვნით მიმართავს

„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს 200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის. პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიმუშაოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი პროგრამა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაალ უდუმაშვილი

25 იანვარი 2021, 15:13

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: გაზაფხულიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება

„იქნება ძალიან ძლიერი პროტესტი, მათ შორის ქუჩის პროტესტი. დღეს ყველას ეშინია ამ სიტყვა რევოლუციის, მაგრამ რევოლუცია არ გულისხმობს ზარბაზნებით, თოფებით და ხელკეტებით ქუჩაში გამოსვლას. რევოლუცია გულისხმობს იმას რომ მშვიდობიანი პროტესტით მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გიორგი გახარია

25 იანვარი 2021, 15:05

პოლიტიკა

გიორგი გახარია კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერად დანიშვნას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.