imedi /  09 აპრილი 2019, 16:28 / სანდო წყარო

როგორია მარწყვის იმპორტი საქართველოში და მსოფლიო ბაზრის ტენდენცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის ორ თვეში საქართველოში 28 800 დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განხორციელდა. ექსპორტზე კი ქვეყნიდან 4 400 დოლარის ღირებულების მარწყვი გავიდა. ადგილობრივ ბაზარზე მარწყვის ძირითადი იმპორტიორი თურქეთია.

აპრილის მონაცემებით საკოლმეურნეო ბაზარში 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 10 ლარია. მიმდინარე სეზონზე უცხოეთის ბაზარზე 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 0,60 დოლარიდან 1,50 დოლარამდე მერყეობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წელს ქვეყანაში 327 600 დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განხორციელდა. 2017 წელს კი ქვეყნიდან მარწყვის შემოსატანად 265 000 დოლარი, ხოლო 2018 წელს 180 200 დოლარი გავიდა. 

რაც შეეხება ექსპორტს, 2016 წელს ქვეყნიდან 18 600 დოლარის ღირებულების  მარწყვი გავიდა, 2017 წელს 19 800 დოლარის, ხოლო 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 26 500 დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება მარწყვის ადგილობრივ წარმოებას 2016 წელს 2,6 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო 2017 წელს 2,7 ათასი ტონა. 2018 წლის მონაცემები სტატისტიკის სამსახურს ჯერ არ გაუსაჯაროვებია

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას მარწყვის ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ჭარბი იმპორტის ფონზე პროდუქტის ფასი მაღალია. მარწყვზე ფასი ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ მაის-ივნისში მცირდება, როცა საქართველოს რეგიონებიდან პროდუქტის მიწოდების მაჩვენებელი მაღალია. 

რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას 2019 წელს ბაღის მარწყვის სეზონი რეკორდულად დაბალი ფასებით დაიწყო. როგორც გამოცემა east-fruit  ექსპერტები მიმოხილვაშია ნათქვამი, ევროპის სამხრეთ რეგიონებში ბაღის მარწყვის სეზონი უკვე დაიწყო და დაბალი ფასების თვალსაზრისით, ყველა რეკორდი მოხსნა. ამის გამო უკმაყოფილებას უკრაინელი ფერმერები გამოთქვამენ, რადგან ისინი პროდუქტის ასაღებად ჯერ მხოლოდ ახლა ემზადებიან.

east fruit-ის ექსპერტების შეფასებით, 2019 წლის მარტის პირველი კვირის მდგომარეობით, ფასების დაბალი ტენდენციებია უკრაინაში, ტაჯიკეთსა და რუსეთში. ამასთან, პროდუქტის ფასი მცირდება პოლონეთშიც, სადაც ამ დროისთვის მარწყვის ღირებულება 1,44 დოლარს შეადგენს. ეს კი, უკრაინის ბაზარზე ფასების კიდევ უფრო დაცემის პერსპექტივას ქმნის.

east fruit-ის შეფასებით მსოფლიო ბაზარზე მარწყვის ფასის კლება მაროკოსა და ალბანეთში ჭარბმა წარმოებამ განაპირობა. ევროკავშირის ბაზარზე ამ ქვეყნებიდან 1 კილოგრამი მარწყვის იმპორტის ფასი 0,60 დოლარია. ამიტომ ევროკავშირის ბაზრის ძირითადი მოთამაშეები ესპანეთი და საბერძნეთი იძულებული არიან პროდუქტის ხარისხის შეინარჩუნონ, ხოლო ფასი დასწიონ. 

ყველა სიახლე

20 თებერვალი 2020, 15:26

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრი გაგუას კლინიკას ეწვია და საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა მიულოცა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი“-ს სერტიფიცირება „საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და წარმატება პირადად მიულოცა.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 15:16

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

20 თებერვალი 2020, 15:02

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტმა ჰანაუში მომხდარი თავდასხმა დაგმო

„ჩემთვის შოკი იყო, როცა ჰანაუში ტერორისტული აქტის შესახებ შევიტყვე. დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებ. ყველა იმ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებ, ვისაც რასიზმის საფუძველზე სიძულვილი ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის მოქალაქეების უმეტესობა გმობს ამ დანაშაულს და რასიზმის, სიძულვილისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შემთხვევის ადგილი

20 თებერვალი 2020, 14:53

მსოფლიო

ავსტრალიაში სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევას სულ ცოტა 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ რამდენიმე მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამ ეტაპზე კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გიორგი გახარია

20 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

გიორგი გახარია: დამხობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არ გამოუვიდათ

„დამხობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ გამოუვიდათ და არც აწი გამოუვათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით უპასუხა. „არ მინდოდა დღეს ამ თემაზე, მაგრამ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის გუშინდელი დღე. ხვალიდნელ დღეზე უნდა ვიფიქროთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა დამხობების, არამედ ახალი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 14:38

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა

შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანა დოლიძე

20 თებერვალი 2020, 14:31

საქართველო

ანა დოლიძე: ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში

„ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში, მას ვერავინ აუკრძალავს მოქმედებას, ის თავისუფალი მოქალაქეა დღესდღეობით, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ის შეუერთდება, აიკიდებს ვანო მერაბიშვილის ფიგურას, როგორც ლოდს, რომელიც მას საარჩევნოდ დაძირავს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ირაკლი ბერაია

20 თებერვალი 2020, 14:30

საქართველო

ირაკლი ბერაია: დიდი ხანია დასრულდა ის დრო, როდესაც ამ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილის ვინმეს ეშინოდა

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და არქიტექტორია - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 თებერვალი 2020, 14:22

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილი თავად არის დამხობილი

„ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი“, - ამის შესახებ თადაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

20 თებერვალი 2020, 14:08

საქართველო

გოგა ხაინდრავა მერაბიშვილზე: როგორც მკვდარზე „ვენოკი“, ისეა ახლა ოპოზიციისთვის მისი გამოსვლა

„ერთადერთი, რაც მაგას შეეძლო, ეს არის ზურგიდან ადამიანებისთვის უბედურების მოტანა, მეტი არაფრის თავი არასდროს არ ჰქონდა. რუსული შეკვეთების ყველაზე დიდი შემსრულებელი, სააკაშვილთან და მის ბიძასთან ერთად, ვანო მერაბიშვილი იყო და ახლა ჩაჰკიდებენ ხელს ერთმანეთს ეგ, ელენე ხოშტარია, გრიგოლ ვაშაძე, ნინო ბურჯანაძე და საბჭოთა ჰიმნით ივლიან აქეთ-იქით და ქვეყანა აშენდება“, - განაცხადა ხაინდრავამ.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2020, 14:01

საქართველო

კახა კალაძე: დროსა და სივრცეშია დაკარგული, მეტი ვანო ოპოზიციას

„მეტი ვანო ოპოზიციას“, - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. კახა კალაძე აცხადებს, მერაბიშვილი დროსა და სივრცეშია დაკარგული და რეალობაში გარკვევა სჭირდება.

გია ნოდია

20 თებერვალი 2020, 13:58

საქართველო

გია ნოდის აზრით, ვანო მერაბიშვილი გულწრფელი იყო, როცა თქვა, რომ არ იცის რომელ პოლიტიკურ გუნდთან ითანამშრომლებს

მერაბიშვილმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის აპირებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ეს მოღვაწეობა იქნება ცალსახად ოპოზიციური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ განუცხადა.

20 თებერვალი 2020, 13:50

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში რელიგიური ორგანიზაციების სარჩელის განხილვა დაიწყო

არიან თუ არა რელიგიური ორგანიზაციები თანაბარ პირობებში? ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს დაიწყო. ცხრა რელიგიურმა ორგანიზაციამ პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს შეიტანა.

გიორგი კვირიკაშვილი

20 თებერვალი 2020, 13:45

საქართველო

გიორგი კვირიკაშვილი: გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები

„შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი ბევრი პირადი თვისებით არის აქტივი მთლიანად საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის“, - განაცხადა კვირიკავშივილმა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ Twitter-ზე დაწერა.

დავით ჭიჭინაძე

20 თებერვალი 2020, 13:44

საქართველო

დავით ჭიჭინაძე: სჯობს, მერაბიშვილმა ისევ მატროსოვის ციხეში დაისვენოს

მერაბიშვილის ყოფილი თანაგუნდელები სწორად ამბობენ, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

გურული დღიურები

20 თებერვალი 2020, 13:36

საქართველო

„გურული დღიურების“ ფონდს ახალი სტიპენდიანტი ჰყავს

ფონდმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე შეარჩია. ნიჭიერ, კითხვის მოყვარულ ლია ვარდანაშვილს თვეში 100 ლარის ოდენობის სტიპენდია დაენიშნა. ამის დამადასტურებელი სიგელი მას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა გადასცა. მისი პირადი ბიბლიოთეკისთვის კი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ 50 წიგნი ჩამოიტანა.

თეა წულუკიანი კონფერენცია

20 თებერვალი 2020, 13:29

ძალოვნები

თბილისში კონფერენცია „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ გაიხსნა

იუსტიციის მინისტრის თქმით, კონფერენციის თემა − თუ რა საფეხურები უნდა გაიაროს კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებს ადამიანი საზოგადოებაში რესოციალიზაციას, რამდენად სწორად გაივლის რეაბილიტაციის პროცესს და, შესაბამისად, რამდენად იქნება საზოგადოება დაცული მისი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენისგან.

გიგა ბოკერია

20 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

გიგა ბოკერია: ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე მე ვერ ვისაუბრებ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ სახლში შეხვდა, სადაც ექსპრემიერთან აუდიენციისთვის ოპოზიციის ლიდერები მიდიან. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

კობა კობალაძე

20 თებერვალი 2020, 13:24

საქართველო

კობა კობალაძე მერაბიშვილზე: სჯობს ქუდი თავზე კარგად ჩამოიმხოს, რომ ვინმე მისგან გამწარებულმა არ იცნოს

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ და ვისმინეთ როყიო და კაცთმოძულეობაზე ორიენტირებული განცხადებები, რომელიც ახასიათებდა წინა ხელისუფლების ერთ-ერთ შემოქმედს, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც აერია ვადა, თუ რა ვადით იჯდა საპატიმროში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტარმა, კობა კობალაძემ განაცხადა.

დავით კირკიტაძე

20 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით კირკიტაძე: მერაბიშვილი ბრძოლისთვის მზად არის

ღრმად ვარ დარწმუნებული და მერაბიშვილის დღევანდელმა განცხადებამაც ყველანი დაგარწმუნათ, რომ ის არის მშვენიერ ფორმაში და ის აპირებს ბრძოლას, რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ვანო მერაბიშვილის სახლთან განუცხადა.