imedi /  15 აპრილი 2019, 14:55 / სანდო წყარო

მთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა 124%-ით გაიზარდა

ტურისტები

მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაიზარდა. 2018 წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციონების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა.

2018 წელს, ტურისტული მარშრუტებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი - 104,702 მოგზაური ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 38%-ით მეტია. ვიზიტორების უმრავლესობამ მუნიციპალიტეტში ყოფნისას ეროვნული პარკები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. მოგზაურთა პროცენტული ზრდით გამოირჩეოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

შარშან მაჭახელასა და მირვეთის ტურისტულ მარშრუტებზე 112%-ით მეტმა, 27, 157 ვიზიტორმა იმოგზაურა.

• +38% - ქობულეთის ტურისტული მარშრუტები
• +112% - ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები
• +12% - ქედის ტურისტული მარშრუტები
• +31% - ხულოს ტურისტული მარშრუტები
• +26% - შუახევის ტურისტული მარშრუტები

ჯამში, 2018 წელს, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებით წინა წელთან შედარებით 139%-ით მეტმა მოგზაურმა ისარგებლა. ტურისტული სერვისები ღამისთევას, კვებასა და მასტერკლასებით სარგებლობას ითვალისწინებდა. 

ყველა სიახლე

სევერინ კრასიმიროვი

22 აპრილი 2019, 21:49

მსოფლიო

ბულგარელი ჟურნალისტის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს 30 წელი მიესაჯა

ბულგარეთის ქალაქ რუსეს საოლქო სასამართლომ სევერინ კრასიმიროვს ადგილობრივი რეგიონალური ტელეკომპანია TVN-ის ჟურნალისტისა და ადმინისტრაციული დირექტორის ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

22 აპრილი 2019, 21:38

ტაბლოიდი

ინდოეთში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს

ინდოეთის ქალაქ მანგალურში ცეცხლის დღესასწაული აღნიშნეს. ქალღმერთ დურგას ტაძარში ასობით ადამიანი შეიკრიბა. ტრადიციის თანახმად, ისინი ერთმანეთს ჩირაღდნებს ესვრიან. მათ სჯერათ, რომ ეს რიტუალი ბოროტებას ანადგურებს და მის მონაწილეებს ავადმყოფობისგან იცავს.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 21:04

საქართველო

გახარია: დამატებითი ძალების მობილიზება პოლიციაზე თავდასხმის შემდეგ მოხდა

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე პოლიციელების მიმართ ჩადენილი.

22 აპრილი 2019, 20:49

ეკონომიკა

როგორია 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი

რა ვითარებაა ქვეყნის ენერგეტიკაში მაშინ, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება წლიდან-წლამდე იზრდება. ამას საქართველოს ელექტროენერგიის ბოლო სამი წლის ბალანსის ანალიზიც ცხადყოფს. მაგალითად, 2016-იდან 2018 წლამდე მოხმარება 6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ადგილობრივმა გამომუშავებამ მხოლოდ 5%-ით მოიმატა, მაშინ, როცა იმპორტის ზრდამ 215% შეადგინა.

გიორგი გახარია

22 აპრილი 2019, 20:33

საქართველო

გახარია: თუ ოპოზიციას დამატებით ჩემი ნახვა სურს, ყავაზე დამპატიჟონ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით მისი და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას საკომიტეტო ფორმატში მოსვლა მოითხოვეს.

გიორგი გახარია და დავით სერგეენკო

22 აპრილი 2019, 20:27

საქართველო

ბახტაძემ, სერგეენკომ და გახარიამ პანკისის დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს.

22 აპრილი 2019, 20:17

ძალოვნები

ოკუპანტებმა მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. 45 წლის გოჩა ფიდიური ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.

სექსუალური უმცირესობები

22 აპრილი 2019, 19:56

მსოფლიო

ბრუნეი ცოლ-ქმრული ღალატისა და ჰომოსექსუალური კავშირისთვის ქვებით ჩაქოლვის წესებს განმარტავს

როგორც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროპალარმენტისთვის გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, მოსამართლეები ქვებით ჩაქოლვის განაჩენს იშვიათად გამოიტანენ, ვინაიდან დანაშაულს მოწმეების სახით „მაღალი ზნეობრივი სტატუსის მქონე სულ მცირე ორი ადამიანი“ უნდა ამყარებდეს.

კაპიტანი მარველი

22 აპრილი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა „კაპიტან მარველს“ 116-ჯერ უყურა და გინესის რეკორდსმენი გახდა

ვისკონსინელმა სტივ რუპელმა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად „კაპიტან მარველის“ საყურებლად 242 საათზე მეტი დახარჯა. ფილმის პრემიერა 7 მარტს გაიმართა. მას შემდეგ ამერიკელმა ფილმი კინოთეატრში 116-ჯერ ნახა და ამით გინესის რეკორდმენი გახდა. რუპელის თქმით, მას რეკორდების დამყარება ხიბლავს და ეს მისთვის რიგით მეხუთე მიღწევაა.

დავით ზალკალიანი
აუგუშტუ სანტუშ სილვა

22 აპრილი 2019, 19:45

საქართველო

საქართველომ და პორტუგალიამ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის შესახებაც ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნავთობი

22 აპრილი 2019, 19:14

ეკონომიკა

ნავთობის ფასმა ბოლო ექვს თვეში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. CNBC-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ აშშ ირანული ნავთობის შესყიდვაზე სრული აკრძალვის დაწესებას გეგმავს, ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

22 აპრილი 2019, 19:08

მსოფლიო

ეუთომ და ევროპარლამენტმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს

ევროპარლამენტში აცახდებენ, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს მხარს დაუჭერენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის რებეკა ჰარმსის თქმით, სამწუხაროა, რომ არჩევნები ბევრმა უკრაინელმა ვერ მიიღო მონაწილეობა. მიზეზად კი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა.

ლუიზა ვინტონი

22 აპრილი 2019, 18:54

საქართველო

გაეროს ელჩი პანკისში დაპირისპირებაზე: პროტესტის გამოხატვა ფუნდამენტური უფლებაა თუმცა ძალადობის გარეშე

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი პანკისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. დიპლომატის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ მოლაპარაკებებმა კონფრონტაცია შეცვალა. საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის თქმით, „ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტური უფლება, თუმცა ძალადობის გარეშე“.

მელაკუდა

22 აპრილი 2019, 18:48

ტაბლოიდი

ერთმანეთთან ჩახუტებულმა ორმა მელიამ სოცქსელის მომხმარებლებს ფანტაზია გაუღვიძა 💪🦊

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ორი მელია ერთმანეთს ისე ეხუტება, რომ ერთ-ერთის თავი არ ჩანს? პასუხი ასეთია - გამოდის ერთი დაკუნთული მელია. ამის შესახებ ყურადღება Twitter-ის მომხმარებელმა fox_info_net-მა გაამახვილა. მომხმარებელმა ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ორი მძინარე მელიაა აღბეჭდილი.

ეთენ სკოტი

22 აპრილი 2019, 18:47

მსოფლიო

ლონდონში საპროტესტო აქციაზე ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 26 წლის სპორტსმენისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სკოტის თქმით, მისთვის აქციაში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დემონსტრანტები გლობალური დათბობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ბრიტანელმა ნიჩბოსანმა 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი

22 აპრილი 2019, 18:46

მსოფლიო

სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ქვეყანაში შესვლის კანონიერი უფლება არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

ზაზა ფაჩულიას აკადემია

22 აპრილი 2019, 18:27

სპორტი

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ბალტიის ლიგაზე გაიმარჯვა

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გამარჯვებით დასრულდა ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა შორის მიმდინარე წლის გათამაშება. „ზაზამ“ ესტაფეტა ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულისგან – თბილისის „ჰიუნდაისგან“ გადაიბარა, რომელიც ამჯერად ნახევარფინალში დამარცხდა.

შობადობა

22 აპრილი 2019, 18:26

ეკონომიკა

კაცობრიობის ისტორიაში პირველად ასაკოვანი ადამიანების რაოდენობამ ბავშვებისას გადააჭარბა

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში 2018 წელს, 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვმა 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. დღეს დედამიწაზე 65 წელს გადაცილებული 705 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების რაოდენობა 680 მილიონის ფარგლებშია.

სიმსუქნე

22 აპრილი 2019, 18:20

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აუარესებს ტვინის მუშაობას ჭარბი წონა

სპეციალისტების თქმით, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დამამატკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ წონაში მატება არა მხოლოდ მეტაბოლიზმის უქმნის პრობლემას და დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია, არამედ აძლიერებს დატვირთვას ჩონჩხზე და უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის სხვა ნაწილებზე.

ჰელენ დრაიდენი

22 აპრილი 2019, 18:06

ტაბლოიდი

ნასვამი ბრიტანელი შეცდომით ტაქსით სხვა საგრაფოში ჩავიდა

ლონდონში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქალმა სახლამდე ტაქსი გამოიძახა, მაგრამ მისამართის შეცვლა დაავიწყდა და სხვა საგრაფოში გაემგზავრა. The Sun-ის ინფორმაციით, როდესაც ქალმა შეცდომა გაიაზრა, მას უკვე 321 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.