imedi /  17 აპრილი 2019, 15:11 / სანდო წყარო

კვლევა: გერმანელი საშუალოდ წელიწადში 131 ლიტრ ალკოჰოლს სვამს

ალკოჰოლი

ალკოჰოლისა და თამბაქოს ერთად ან ცალ-ცალკე მოხმარების შედეგად ყოველწლიურად გერმანიაში დაახლოებით 74 ათასი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ გერმანიის დამოკიდებულებებთან ბრძოლის ცენტრის ანგარიშში წერია. ინფორმაციას DW-ს რუსული გამოცემა ავრცელებს. 

ანგარიშის თანახმად, გერმანიაში ალკოჰოლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. ცენტრის ცნობით, 2017 წელს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად 21,7 მოზარდი მკურნალობდა. მათ ასაკი 10-დან 20 წლამდე იყო.

ამავე პერიოდში 314,2 ათას პაციენტს ალკოჰოლის გამო ფსიქოლოგიური ან ქცევითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. 2017 წლის მონაცემებით, გერმანელები წელიწადში საშალოდ 131 ლიტრ ალკოჰოლს სვამენ. 

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2020, 20:44

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ პოზიციებზე პრორუსი სეპარატისტების იერიშს გამოეხმაურა

„აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით, სინანულს გამოვხატავ მოვლენების ტრაგიკული განვითარების გამო და უკრაინელი ხალხის ღელვას ვიზიარებ“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

კამპანია ჰიმნი

18 თებერვალი 2020, 20:25

საქართველო

გიორგი ჩაკვეტაძე: ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი უნდა დატოვონ

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, რომლებმაც პარლამენტის სასესიო დარბაძში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს, დეპუტატის მანდატი უნდა დატოვონ.

კალიების შემოსება

18 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

კალიების შემოსევის გამო აფრიკა შიმშილის საშიშროების წინაშე დადგა

საშუალოდ, ერთ კალიას 2 500 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი ბურღულეულის განადგურება შეუძლია. სპეციალისტები შიშობენ, რომ მწერების რაოდენობა, რომელიც უკვე ასობით მილიონს შეადგენს, ივნისისთვის 500-ჯერ გაიზრდება.

მაიკ პომპეო

18 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

მაიკ პომპეო „როსნეფტისთვის“ დაწესებულ სანქციებზე: ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს, პასუხს აგებენ

„დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ რუსულ ნავთობკომპანია Rosneft Trading S.A.-ს, რითაც გავწყვიტეთ მადუროს მთავარი მშველი თოკი, რომლითაც ვენესუელას ნავთობის სექტორზე დაწესებულ სანქციებს თავს არიდებდა. ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს და ვენესუელელი ხალხის დევნას შესაძლებელს ხდიან, პასუხს აგებენ“, - დაწერა პომპეომ.

როსნეფტი

18 თებერვალი 2020, 19:51

ეკონომიკა

აშშ-მა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას და მის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიის „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას Rosneft Trading, S.A-ს და მის პრეზიდენტს, დიდიე კასიმიროს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნეს, სანქციების დაწესება ვენესუელიდან ნავთობის რეალიზაციას უკავშირდება.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:49

საქართველო

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

„ძალიან საინტერესო იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება. ერთი მხრივ, საუბრობენ რუსულ საფრთხეზე, პრორუსულ ძლებზე და მეორეს მხრივ, ერთად სხედან ბოკერია, ბურჯანაძე და მესამეს მხრივ, მისი პირველი გამოსვლა პოლიტიკაში დაბრუნების დღე აღინიშნა იმით, რომ ოდა მიუძღვნა ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც გამოჩენილ პოლიტიკოსს და საქართველოს მომავალს. ძალიან საინტერესო იყო ყველას ამის ერთად ხილვა“, - დასძინა სუბარმა.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:45

საქართველო

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

18 თებერვალი 2020, 19:41

საქართველო

პეტრას აუსტრევიჩიუსი: ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპის საერთო ბაზარი და სხვა ძალიან ბევრი რამ უნდა გაიხსნას

სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ევროპის საერთო ბაზრით, მწვანე შეთანხმებით ციფრული კავშირით და ენერგოკავშირით უნდა სარგებლობდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

18 თებერვალი 2020, 19:36

საქართველო

პეტრას აუსტრევიჩიუსი: საქართველომ მეტი დახმარება უნდა მიიღოს, ვინაიდან ევროკავშირს ძლიერი პარტნიორები სჭირდება

ასოცირებულმა ქვეყნებმა უფრო მეტი დახმარება უნდა მიიღონ, ვინაიდან ევროკავშირს ძლიერი პარტნიორები სჭირდება. ტრანსფორმაცია მუშაობს და ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ამ ეტაპზე გაჩერება ისტორიული შეცდომა იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 19:19

საქართველო

დავით ზალკალიანმა უკრაინულ პოზიციებზე პრორუსი სეპარატისტების იერიშის გამო შეშფოთება გამოთქვა

„შეშფოთებული ვარ დასახლებულ პუნქტ ზოლოტესთან უკრაინულ პოზიციებზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმით. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და პროგრესს აფერხებს“, - წერს ზალკალიანი Twitter-ზე.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:11

საქართველო

სოზარ სუბარი: შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, ძალიან პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

მისი თქმით, შოთაძე თავის დროზე იმიტომ გადადგა, რომ იყო საზოგადოების პროტესტი და გაჩნდა ეჭვები, რამდენად სწორად წარიმართა გამოძიება. შოთაძის განცხადებით, კითხვის ნიშნები სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა და მაშინ შოთაძის გადაწყვეტილება საკმაოდ ვაჟკაცური ნაბიჯი იყო.

18 თებერვალი 2020, 19:01

ვიდეო

38 წელი თბილისის ავტობუსის საჭესთან

წყალბურთი

18 თებერვალი 2020, 18:52

სპორტი

კორონავირუსის გამო წყალბურთში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ცვლილელებია

წყალბურთში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში სერიოზული ცვლილელები მოხდა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო აზიის ჩემპიონატი გაუქმდა, რის გამოც ტურნირის მასპინძელი ყაზახეთი ოლიმპიურ თამაშებზე პირდაპირ დაუშვეს, ჩინეთისა და ირანის გუნდები კი შესარჩევ ტურნირში გამოსვლაზე უარს ამბობენ.

თბილისის ბიუჯეტი

18 თებერვალი 2020, 18:47

ეკონომიკა

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის 217 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 31 ხმით 1 წინააღმდეგ დაამტკიცეს. დედაქალაქის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

18 თებერვალი 2020, 18:47

ტექნოლოგიები

მუსიკოსი თავის ტვინის ოპერაციის მიმდინარეობისას ვიოლინოზე უკრავს. ვიდეო

53 წლის მევიოლინე დაგმარ ტერნერი უკრავდა თავისი ტვინის ოპერაციის მიმდინარეობის დროს, იმისთვის, რომ ქირურგებს მისი ტვინის ის ნაწილი არ დაეზიანებინათ, რომელიც მუსიკაზე აგებს პასუხს, - ინფორმაციას ამის შესახებ twitter გვერდზე The Independent ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

18 თებერვალი 2020, 18:39

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 17 მარტს დაიწყება

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ეს არის ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ. ნეთანიაჰუ თავს უდანაშაულოდ თვლის.

აჭარის ტელევიზია

18 თებერვალი 2020, 18:35

საქართველო

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო საშტატო ცვლილებებს სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ცვლილებები ხვალ უნდა დაამტკიცოს. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. დასწრებას საინფორმაციო სამსახურის გუნდი გეგმავს. გაიფიცებიან თუ არა ჟურნალისტები ბორდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ტელევიზიის თანამშრომელთან ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. მათივე თქმით, საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ისინი პასუხიმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2020, 18:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონსენსუსი არ არის ის, რასაც ულტიმატუმად „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს

მისი თქმით, თუ კონსენსუსი არის ის, რასაც ულტიმატუმად „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს, ეს სხვა რამეა. „ჩვენ დიალოგისთვის ყველასთან მზად ვართ, ყველაში იგულისხმება ყველა და ვფიქრობ, რომ არის რესურსი იმისა, შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 18:28

საქართველო

გია ვოლსკი: სიმბოლურია, რომ ეს ადამიანები კვლავ რუსული ჰიმნით დაიარებიან პარლამენტში

"საბჭოთა და რუსული ჰიმნი ერთი და იგივე მელოდიაა და ხატოვნად რომ ვთქვათ, თავისივე მელოდიით შემოვიდნენ" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ირაკლი შოთაძის პროკურორად არჩევის შემდეგ განუცხადა.

ალი ხამენეი

18 თებერვალი 2020, 18:19

მსოფლიო

ალი ხამენეი: „ტიტანიკის“ დიდებულებამ არ დაიცვა ის ჩაძირვისგან, არც ამერიკის დიდება დაიცავს მას ჩაძირვისგან

როგორც „ტიტანიკის“ დიდებულებამ არ დაიცვა ის ჩაძირვისგან, ასევე ამერიკის დიდება არ დაიცავს მას ჩაძირვისგან, - ამის შესახებ Twitter-ზე ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ დაწერა. ირანის უზენაესი ლიდერი გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციასაც შეეხო.