imedi /  18 აპრილი 2019, 15:39 / სანდო წყარო

ნიკოლოზ გაგუა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში ალტერნატიულ დირექტორად დაინიშნა

ნიკოლოზ გაგუა

ნიკოლოზ გაგუა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში (AIIB) ალტერნატიულ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მანამდე ამ პოზიციას ბანკში კანუელ ალიევა იკავებდა. 

აზერბაიჯანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ბანკი 2015 წელს დაფუძნდა და შტაბბინა პეკინში მდებარეობს. აზერბაიჯანის წილი ბანკში 0,26%-ია (254,1 მილიონი დოლარი).

ახლახან ბანკმა აზერბაიჯანს 600 მილიონი დოლარი გამოუყო ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) პროექტისთვის, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ნაწილია. 

ყველა სიახლე

დაჭრა

28 თებერვალი 2020, 23:36

ძალოვნები

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიღენებული. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ,

მიწისძვრა

28 თებერვალი 2020, 23:32

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 23:15 საათზე, ონთან მოხდა.

28 თებერვალი 2020, 23:16

თემა

როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი? არის თუ არა დაკავშირებული ნაკიან წელთან ქალთა თანასწორუფლებიანობა?

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენს კალენდარს ერთი ზედმეტი დღე ემატება. ასეთ წელს კი ნაკიანი ეწოდება. მე-16 საუკუნეში დანერგილი კალენდრის თანახმად, 1 წელი 365 დღისგან შედგება. თუმცა ამ ციფრს მიღმა, ყოველ წელს ზედმეტი 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი რჩება. ოთხი წლის განმავლობაში კი ეს დრო იკრიბება და ერთ დღე-ღამედ ყალიბდება, რათა ჩვენი და მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის დრო ერთმანეთს დაემთხვეს (როგორც ცნობილია, დედამიწა მზის გარშემო სრული ციკლის შესრულებას 365, 2422 დღეს ანდომებს).

28 თებერვალი 2020, 23:13

საქართველო

ოკუპანტების მიერ ელდარ გუნდიშვილის გატაცების დეტალები გახდა ცნობილი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გათავისუფლების შემდეგ სოფელ აძვის მკვიდრმა ელდარ გუნდიშვილმა „ქრონიკასთან“ მისი გატაცების დეტალებზე ილაპარაკა.

საბაჟო კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 23:07

საქართველო

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ.

28 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეს თბილისში ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ცოტა ხანში საქართველოს მოქალაქეს თბილისში, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირანში მოგზაურობდა. ინფორმაციას ,,ქრონიკას" დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი უდასტურებს.

28 თებერვალი 2020, 22:17

საქართველო

„Freedom Barometer“ ანგარიშის მიხევდით საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer”-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2018 წელს 5 ქულა ჰქონდა რაც 2019 წელს 2.1 გაიზარდა და 7.1 ქულა მიიღო.

ელენე ხოშტარია

28 თებერვალი 2020, 21:58

საქართველო

ელენე ხოშტარია რუსეთში სწავლაზე: მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, როგორ და რას ასწავლიან მტრის ბანაკში

სამწუხაროდ, მომიწია რუსეთში სწავლა, ვინაიდან ევროპაში სწავლის ფული არ მქონდა,- ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რატომ ჩააბარა მან ,,კაგებეს“ მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში.

აჭარის ტელევიზია დაპირისპირება

28 თებერვალი 2020, 21:48

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ახალ რედაქტორს დაუპირისპირდნენ. ვიდეო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ახალ რედაქტორთან, ფირუზ ბოლქვაძესთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ისინი ბოლქვაძეს ტელევიზიის ნიუსრუმში დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, გიორგი კოხრეიძესთან თანამშრომლობით ბოლქვაძე მაუწყებლის დასამარების საქმეში მონაწილეობს.

დაკავება

28 თებერვალი 2020, 21:39

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, სუსმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია ერთი ბიზნესმენიც.

ლაბორატორია

28 თებერვალი 2020, 21:34

მსოფლიო

BBC: ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ირანის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაცხადებული იყო 34 დაღუპულის შესახებ. ასევე ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 388 ადამიანი. ბს.

მოსკოვი

28 თებერვალი 2020, 21:24

მსოფლიო

მოსკოვში კორონავირუსის რისკის გამო 80 ადამიანს აკვირდებიან

მოსკოვის საობსერვაციო ცენტრში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ 80 ადამიანია მოთავსებული კორონავირუსის რისკის გამო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსკოვის ვიცე-მერმა ანასტასია რაკოვამ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირები იზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან.

აჭარის ტელევიზია

28 თებერვალი 2020, 21:23

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება წუთიერი დუმილით დაასრულეს

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ამ წარწერითა და წუთიერი დუმილით აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება დაასრულეს. ამ ფორმით მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება გააპროტესტეს.

რომის პაპი

28 თებერვალი 2020, 21:18

მსოფლიო

რომის პაპი მეორე დღეა ოფიციალურ აუდიენციებში არ მონაწილეობს

„დღეს დილით პონტიფიკოსი მესას გაუძღვა, მიესალმა მესში მონაწილე ყველა პირს, თუმცა გადაწყვიტა დღეს ჩანიშნული აუდიენციები გადაედო“, - განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 21:13

საქართველო

აჭარაში კორონავირუსის საფრთხის გამო ახალგაზრდა კაცზე ეპიდზედამხედველობა დაწესდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალგაზრდა კაცი ბათუმში უკრაინიდან გემით შემოვიდა, თუმცა ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში და ეს გახდა ზედამხედველობის დაწესების მიზეზი.

პოლიცია

28 თებერვალი 2020, 20:57

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მკვიდრი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს. 70 წლის ელდარ გუნდიშვილი ოკუპანტებმა 27 თებერვალს თავისი სახლიდან 800 მეტრში დააკავეს, როდესაც ის ახლომდებარე ტყეში შეშაზე იყო წასული და უკან ბრუნდებოდა.

თეა წულუკიანი

28 თებერვალი 2020, 20:52

საქართველო

თეა წულუკიანი: დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდა სავალდებულოა და ამ თანხას ერიცხება პროცენტები

რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ჩვენს არგუმენტებს მინისტრთა კომიტეტი ყოველ ჯერზე იზიარებს და გამოსცემს საქართველოს არგუმენტების შესაბამის რეზოლუციას, სადაც ახსენებს რუსეთს, რომ არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული და კომპენსაციის გადახდა უპირობოდ სავალდებულოა და ამ თანხას ერიცხება პროცენტები, - ამის შესახებ ე.წ. დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 თებერვალი 2020, 20:51

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი: თანავუგრძნობ თურქ ხალხს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სირიაში, იდლიბის პროვინციაში თურქი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

მთაწმინდის ფერდობი

28 თებერვალი 2020, 20:29

ძალოვნები

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

გიგა ბოკერია

28 თებერვალი 2020, 20:25

საქართველო

გიგა ბოკერია: თუ დარწმუნებულები იყვნენ, რომ 40%-ზე მეტს აიღებდნენ, ეს შარი ქვეყანას რატომ აკიდეს?!

130 პარტიული სია, 20 მაჟორიტარი - ეს უზრუნველყოფს მიკიბ-მოკიბვის გარეშე იმას, რომ 40%-ს ასცდე და უპირატესობა გქონდეს, 110/40-ზე ამას ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებთან ერთად მათთვის ასევე უმთავრესია პოლიტიკური პატიმრების საკითხი.