imedi /  18 აპრილი 2019, 19:48 / სანდო წყარო

თურნავა: მისასალმებელია პანკისში ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

"დღეს ჩვენ შევხვდით პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის აღინიშნა, რომ  ჰესების მშენებლობის დაგვიანებით ჩვენ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული გარე წყაროებზე, ხოლო ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, უფრო მოწყვლადი ხდება. ასევე განვიხილეთ ხადორი 3 - ის მცირე ჰესის პროექტი და ვისაუბრეთ იმ სიკეთეზე, რომელსაც აღნიშნული ობიექტის განხორციელება ხეობას მოუტანს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა დუისში ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხეობის ახალგაზრდების, ქალთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს პანკისის ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის სახელმწიფო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციას მიაწოდეს.

მინისტრის მოადგილემ მოიწონა ინიციატივა, გაფორმდეს სამმხრივი შეთანხმება ხელისუფლების, ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსა და ინვესტორს შორის. „ჩვენ  ვიქნებით იმის გარანტორი, რომ ყველა ვალდებულება, რომელსაც ინვესტორი აიღებს, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასაქმება, თუ ადგილობრივი ფონდის შექმნა, აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. 

ყველა სიახლე

მიგრანტები

20 მაისი 2019, 09:34

მსოფლიო

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში მიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საბუთების არმქონე მიგრანტები საფრანგეთის პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპსა და Air France-ის ხელმძღვანელთან ითხოვდნენ შეხვედრას. თავშესაფრის მაძიებლებმა საფრანგეთიდან დეპორტაცია გააპროტესტეს.

სკარლეტ იოჰანსონი

20 მაისი 2019, 09:16

ტაბლოიდი

სკარლეტ იოჰანსონი თხოვდება

მისი რჩეული Saturday Night Live-ის სცენარისტი 36 წლის კოლინ იოსტია. წყვილი უკვე 2 წელია ხვდება. თუმცა, ერთმანეთს 2006 წლიდან იცნობენ. კოლინისთვის პირველი ქორწინება იქნება, 34 წლის მსახიობისთვის კი მესამე. სკარლეტს 6 წლის ქალიშვილი ჰყავს.

ტეილორ სვიფტი და The Jonas Brothers

20 მაისი 2019, 09:04

კულტურა

Voice-ის ფინალზე ტეილორ სვიფტი, The Jonas Brothers და BTS-ი იმღერებენ

ამერიკის შეერთებული შტატები მუსიკალური შოუს Voice-ის ფინალის მოლოდინშია. როგორც გაირკვა, ფინალურ შოუზე ტეილორ სვიფტი, The Jonas Brothers და BTS-ი იმღერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შოუს ორგანიზატორები ავრცელებენ.

ლაშა ტალახაძე

20 მაისი 2019, 08:56

სპორტი

ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია ქობულეთში დღეს გაიმართება

ქობულეთში ასევე დაჯილდოვდება 2018 წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი ესპანელი ლიდია ვალენტინი. წლის საუკეთესოკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

კრისტინ ლაგარდი

20 მაისი 2019, 08:43

ეკონომიკა

კრისტინ ლაგარდი სამუშაო შეხვედრებს თბილისში დღეს გამართავს

ვიზიტის ფარგლებში ლაგარდი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.

ცესკო

20 მაისი 2019, 08:28

საქართველო

ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ხულოში მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ლიდერობს ხმათა 70,91 პროცენტით (9 909 ხმა). „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ ხმათა 23,74 პროცენტი მიიღო (3 318).

ზაურ დარგალი

20 მაისი 2019, 08:20

საქართველო

მარნეულში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ ზაურ დარგალს ხმათა 78.6% აქვს

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევი, რომელსაც 11.49% პროცენტი აქვს, ხოლო მესამეზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი 7.54%-ით.

გიორგი შენგელია

20 მაისი 2019, 08:10

საქართველო

ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

ამავე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს. სხვა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს. 107 უბნიდან მონაცემები დათვლილია ყველა მათგანში.

20 მაისი 2019, 08:04

საქართველო

დღეს თბილისში შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს

სამუშაოები იმ ბაღებში ჩატარდება, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული. ეს ბაღებია: 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები. სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღებში 21 მაისიდან აღდგება. სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სწავლის პროცესი არ შეფერხდება.

თამარ ჟვანია

20 მაისი 2019, 01:55

საქართველო

ცესკომ 19 მაისის არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 2019 წლის 19 მაისის არჩევნების შედეგების ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესზე ილაპარაკა. თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 173 361-მა ამომრჩეველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2019, 01:32

მსოფლიო

ტრამპი ირანს აშშ-სთან ომს არ ურჩევს

მაისის დასაწყისში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ნფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

20 მაისი 2019, 01:26

საქართველო

ცესკო: მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ზუგდიდი

20 მაისი 2019, 01:21

საქართველო

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ნიკა მელია

20 მაისი 2019, 01:19

საქართველო

მელია სააკაშვილის მოწოდებაზე: არ შეიძლება, ემოციურ ფონზე გაკეთდეს განცხადებები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ზესტაფონში მეორე ტურს ვარაუდობს. ზუგდიდში კი, მელიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ პროცენტები დაწეროს. პოლიტიკოსის შეფასებით, „თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდა გეგა შენგელიას“.

არჩევნები

20 მაისი 2019, 01:09

საქართველო

აბასთუმანში წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

აბასთუმანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გენადი ბოლქვაძემ გაიმარჯვა. გენადი ბოლქვაძეს ნდობა 584 ადგილობრივმა გამოუცხადა, რაც არჩევნებში მონაწილე პირთა 93%-ია. 38 ხმა კი დანარჩენ 8კანდიდატზე გადანაწილდა.

ვახტანგ ბერიძე

20 მაისი 2019, 00:58

საქართველო

ხულოში 54-ივე უბნის მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა. მან ხმების 70,9 პროცენტი აიღო, კერძოდ 9 909 ხმა. კენჭისყრაში სულ 14 163 ამომრჩეველი მონაწილეობდა, აქედან 187 ხმა ბათილია.

ელენე ქებაძე

20 მაისი 2019, 00:58

სპორტი

ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

მთლიანობაში საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

მიხეილ ბენიძე

20 მაისი 2019, 00:46

საქართველო

სამართლიანი არჩევნები: კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ლადო კახაძე

20 მაისი 2019, 00:42

საქართველო

ლადო კახაძე: დარწმუნებული ვარ რომ მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა იქნება

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა დაფიქსირდება. კახაძე დაბალ აქტივობას იმით ხსნის, რომ „ალბათ, ადამიანებმა იფიქრეს, რომ ისედაც შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა“.

მიხეილ სააკაშვილი

20 მაისი 2019, 00:40

საქართველო

სააკაშვილი: მე და სანდრა არ დავიღლებით, ხვალიდან ქმედება იწყება

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით მორიგი Facebook-ლაივი გამართა, სადაც თქვა, რომ სანდრა რულოვსი და თვითონ არ დაიღლებიან და ხვალიდან იწყება ქმედება.