imedi /  22 აპრილი 2019, 19:14 / სანდო წყარო

ნავთობის ფასმა ბოლო ექვს თვეში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

ნავთობი

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. CNBC-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ აშშ ირანული ნავთობის შესყიდვაზე სრული აკრძალვის დაწესებას გეგმავს, ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დღეს 3%-ზე მეტით გაიზარდა, ერთი ბარელის ღირებულებამ 74,31 დოლარი შეადგინა. ეს 2018 წლის 1 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა 2018 წლის 31 ოქტომბრის მაქსიმუმი განაახლა და ბარელზე 65,52 დოლარს მიაღწია, რაც 2,4%-იან ზრდას ნიშნავს.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ ირანული ნავთობის შესყიდვაზე დაწესებულ სანქციებს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს. მანამდე გამონაკლისის სახით ირანული ნავთობით სარგებლობა ჩინეთს, საბერძნეთს, ინდოეთს, იტალიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ტაივანსა და თურქეთს შეეძლოთ.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 09:00

COVID19

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება

ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომლებზეც ორი დღით ადრე დაიწყება ბილეთების გაყიდვა. უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონიდან და ვარშავიდანაც შესრულდება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ავიარეისებს ასრულებს ჯორჯიან ეარ-ვეისი. სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოში უკვე დაბრუნდა 5-ათასამდე მოქალაქე. ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

10 აპრილი 2020, 08:51

COVID19

79 მოზარდი ამერიკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

სპეცრეისი შტატების მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდება. ცნობილია, რომ ამავე რეისით საქართველოში ჩამოიყვანენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსაც, სულ 35 ბავშვს. პრემიერი დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

10 აპრილი 2020, 08:46

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს თურქეთიდან დღეს ჩამოიყვანენ

სტამბოლში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დღეს დააბრუნებენ. მას კორონავირუსი სტამბოლში დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

10 აპრილი 2020, 08:42

COVID19

ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

53 წლის კაცი თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. კაცის ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. პაციენტი, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერია.

10 აპრილი 2020, 08:38

COVID19

კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 18 ადამიანის პასუხს ელოდებიან

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა. ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი დღეს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მათი ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრების იზოლირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ზოგიერთ მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან შვიდს პნევმონია აქვს

51 გამოჯანმრთელებული, 218 ინფიცირებული, 410 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, ოთხი ათას 829 კარანტინის რეჟიმში და 3 გარდაცვლილი - ასეთია ამ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება საქართველოში.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება“, - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია. ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. ცნობისთვის, ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება. ამ დროისათვის ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ. ანალიზები აღებულია და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ჭიათურა

10 აპრილი 2020, 08:16

COVID19

ზესტაფონის და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზესტაფონსა და ჭიათურაში ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

ჯორჯ ქლუნი

10 აპრილი 2020, 08:05

COVID19

ჯორჯ და ამალ ქლუნებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონ დოლარზე მეტი გაიღეს

500-ათას დოლარს საქველმოქმედო ფონდი Motion Picture and Television და ამერიკელ მსახიობთა პროფკავშირები მიიღებს. დარჩენილი თანხა კი წყვილი ფონდ Los Angeles Mayors-ში გადარიცხავს, რომელიც მედიკოსებს, უსახლკაროებსა და ხანდაზმულებს ეხმარება.

10 აპრილი 2020, 07:55

COVID19

ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავება გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება. დაიწყო ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია.

10 აპრილი 2020, 01:07

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

10 აპრილი 2020, 01:00

COVID19

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ვიდეო

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ამის ამსახველ ვიდეოს skynews ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 00:58

COVID19

ზესტაფონისა და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის დასუფთავების სამსახურებმა ერთობლივად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განახორციელეს. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

კნუტები აკვარიუმი

10 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში კნუტებმაც გაისეირნეს. ვიდეო 🐈🐈🐈

აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად მას ადგილობრივი თავშესაფრის ბინადარი კნუტები ესტუმრნენ. ნემომ, დორიმ, გუპიმ, მარლინნა და ბაბლზმა ოკეანეს ბინადრები გაიცნეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მედუზებმა მიიპყრეს. კნუტება მათთან თამაშიც სცადეს, მაგრამ აკვარიუმის შუშამ ამის საშუალება არ მისცათ. ამის მიუხედავად, თავშესაფრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ კნუტებმა დრო მშვენივრად გაატარეს.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:52

COVID19

კახა კალაძე: კორონავირუსთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებთ

დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის კორონავირსთან ბრძოლა, სადაც როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობები, პარტია ყველა გადართულია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავამარცხოთ და მოვიგოთ ეს ბრძოლა. როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება და დასტაბილურდება რა თქმა უნდა დავიწყებთ მზადებას არჩევნების მიმართულებითაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:51

COVID19

კახა კალაძე: თუ დამატებითი ღონისძიებების გატარება აუცილებელი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია. საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ღია ეთერში“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ​ეპიდემიოლოგებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ითვალისწინებს და თუ დადგება დღის წესრიგში ზომების გამკაცრება, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება.

10 აპრილი 2020, 00:45

COVID19

თერჯოლაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 39 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს. საუბარია შუახნის ქალზე, რომელიც თერჯოლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეს თერჯოლაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა. მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი.

ირაკლი კობახიძე

10 აპრილი 2020, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „შიშობს", „ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობამ არჩევნებზე სამნიშნა რიცხვი არ შეადგინოს

ირაკლი კობახიძეს ცოტათი „აშინებს" ტენდენცია, „ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობამ სამნიშნა რიცხვი არ შეადგინოს, თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია ამ რიცხვს ერთი გამოაკლდეს და 99 ადგილი ივარაუდოს. კითხვას, როგორია მმართველი გუნდის პროგნოზი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორია პარტიის რეიტინგი, კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" უპასუხა.

10 აპრილი 2020, 00:38

COVID19

ევროკავშირი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:34

COVID19

კახა კალაძე: არ მინდა საზოგადოება პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე

მე არ ვპანიკობ და არც საზოგადოება მინდა პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე და ის 100 მილიონი, რომელიც ფონდში ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა, დაგვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და იმ ოჯახებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ- ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.