imedi /  02 მაისი 2019, 14:40 / სანდო წყარო

თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა

მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს. სასტუმროს გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი, დედაქალაქის მერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.

პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორმა 48 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

სასტუმროს არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 მ2 ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის 2 საპრეზიდენტო, 5 საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანია.

სასტუმროს ჰოლს გაანათებს სპეციალური დაკვეთით Wyndham Grand Tbilisi-სათვის დამზადებული 22-მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“.  სასტუმრო კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 ათასამდე სასტუმროს აერთიანებს.  

Wyndham Hotels & Resorts-სი სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა. 

სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივით აშენდა. შემდეგ მშენებლობის პროცესი კომპანია „სიტი ემ“-მა გადაიბარა და მოიძია ბრენდი „ვინდამ გრანდი“.  

კომპანიის „სიტი ემ“-ის  მიზანია საქართველოში ინვესტირება განაგრძოს. კერძოდ კაპიტალის დაბანდებას მძიმე მრეწველობაში გეგმავს. ჯამში, კომპანიის ინვესტიცია ქვეყანაში 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.

ყველა სიახლე

ლი პენი

23 ივლისი 2019, 17:03

მსოფლიო

ჩინეთის ყოფილი პრემიერი, „პეკინელი ყასაბი“ ლი პენი გარდაიცვალა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი პრემიერმინისტრი ლი პენი, რომელიც „პეკინელი ყასაბის“ სახელით არის ცნობილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალი

23 ივლისი 2019, 16:55

მსოფლიო

ამერიკელი პოლიციელები კონგრესმენი ქალისთვის სროლის მოწოდების გამო სამსახურიდან გაუშვეს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე კონგრესმენ ალექსანდრია ოკასიო-კორტესისთვის სროლის მოწოდების გამო ლუიზიანაში (აშშ) ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გრეტნას პოლიციის ხელმძღვანელმა არტურ ლოუსონმა განაცხადა, რომ პოლიციელების ქმედება არაპროფესიულია და კონგრესმენმენ ქალზე ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებაა.

ნიკოლას უზოკა

23 ივლისი 2019, 16:42

კულტურა

22 წლის ლონდონელმა 10000-სიტყვიანი დისერტაცია რეპ-ალბომის სახით დაწერა

სწავლასა და ლექსების წერასთან ერთად ნიკოლასი მუსიკასაც წერდა და დისერტაციის დაწყების მომენტამდე რამდენიმე სიმღერაც ჰქონდა ჩაწერილი. დისერტაციის თემაზე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის გაშლას - „ქალებთან ურთიერთობის მეტაფორის საშუალებით ღმერთისადმი დამოკიდებულების განმარტება“- სიმღერაში უფრო კარგად შეძლებს.

აქსანა გატაულინა

23 ივლისი 2019, 16:27

ტაბლოიდი

რუსმა ჭოკით მხტომელმა საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა

რუსმა ჭოკით მხტომელმა აქსანა გატაულინამ შვედეთში გამართულ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ საპატიო წრე დროშის ნაცვლად პლედით გაირბინა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სპორტსმენს რუსეთის დროშის გამოყენება არ შეეძლო, ვინაიდან ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდა.

23 ივლისი 2019, 16:23

კულტურა

ათწლეულის საუკეთესო ფილმები დასახელდა

სიის ლიდერი ბარი ჯენკინსის ფილმი „მთვარის შუქი“ გახდა, რომელმაც ოსკარის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე ადგილს ჯონათან გლეიზერის „კანის ქვეშ“ იკავებს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. რეიტინგში მესამე ადგილზეა ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმი „დადასტურებული ასლი“.

კატები

23 ივლისი 2019, 16:20

ტაბლოიდი

იაპონელი 20 წელია კატებს ვიდეოებს უღებს, მაგრამ ვერცერთი მათგანი პოპულარული ვერ გახდა 😿

52 წლის იაპონელი კაძუტაკა ნიიამა ყოველ დღე ზრუნავს ქუჩის კატებზე: მათ აჭმევს, წყალს ასმევს და ართობს. ასევე ნიიამა უკვე 8 წელია კატებს ვიდეოებს უღებს და Youtube-ზე ტვირთავს, მას ამ დროისთვის თითქმის 20 ათას ვიდეომდე აქვს განთავსებული - თითქმის დღეში ერთი ვიდეო. მის არხზე ყურადღება The Outline-ის ჟურნალისტმა ჯო ვიქსმა გაამახვილა.

23 ივლისი 2019, 15:59

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდა

როგორც გაირკვა, ხანძრისას 10 წლის ბიჭი თანატოლებს კარვებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. შედეგად მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა.

23 ივლისი 2019, 15:58

საქართველო

რას ურჩევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი წნევიანებს ძლიერი სიცხის დროს

ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა „იმედის“ დილის რუბრიკაში „60+“ ამჯერად არტერიულ ჰიპერტენზიაზე ისაუბრა, რომელიც ხანდაზმულთა 80 პროცენტს აწუხებს. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით მთელი წლის განმავლობაში ვლინდება.

ვანო ზარდიაშვილი

23 ივლისი 2019, 15:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა

ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და მას ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ამის შესახებ ზარდიაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა და ბესელია "ე.წ ვირთხად" მოიხსენია. დეპუტატის თქმით, "რუსთავი 2"-მა იცოდა უმრავლესობაში მიმდინარე შიდა პროცესები.

პაატა სალია

23 ივლისი 2019, 15:44

საქართველო

სალია ყველას სთხოვს, „რუსთავი 2“-ის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ

სალიას განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო კომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის დირექტორი ყველას სთხოვს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არხის ინტერესებს.

ნიკოლოზ ბასილაშილი

23 ივლისი 2019, 15:29

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მარტივად დაძლია. ტურნირის მოქმედი ქართველი ჩემპიონი ბოლივიელ უგო დელიენის დაუპირისპირდა. ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია.

Queen

23 ივლისი 2019, 15:23

კულტურა

Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ბრიტანული როკჯგუფის Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. ეს სიმღერა ჯგუფის სოლისტმა ფრედი მერკურმა 1975 წელს დაწერა. თავდაპირველად ის სინგლის სახლით გამოვიდა, შემდეგ კი მასზე ვიდეორგოლი გადაიღეს. გამოსვლიდან პირველ კვირას ის ბრიტანული ჰიტაღლუმის ლიდერი გახდა.

23 ივლისი 2019, 15:17

კულტურა

Marvel-ის ფილმებში სმენადაქვეითებული, აზიელი დ გეი სუპერგმირები გამოჩნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, Marvel Studio-ს ახალ ფილმებში მეტი მრავალფეროვნება იქნება. როგორც ცნობილია, მაყურებლები სხვადასხვა ფილმში სმენადაქვეითებულ სუპერგმირს, პირველ აზიელ სუპერგმირსა და ღიად გეი სუპერგმირს იხილავენ. ცნობილია ისიც, რომ Marvel-ის ფილმებში ქალებიც უფრო მეტად გამოჩნდებიან.

ეკა ბესელია

23 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

ბესელია: რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი არ იყო პირველწყარო

ახალი არაფერი მომისმენია. ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ შსს-ს ბრიფინგის შეფასებისას.

ბორის ჯონსონი

23 ივლისი 2019, 15:10

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ლაშა ჭელიძე ზურაბ ხორგუაშვილი, გიორგი ნემსაძე

23 ივლისი 2019, 14:52

სპორტი

გორის „დილას“ გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

გუნდის სპორტულმა დირექტორმა "დილის" უკვე ყოფილ უფროს მწვრთნელს გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც გუნდთან ბოლო 8 თვე იყო, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მწვრთნელს კი წარმატებები უსურვა. ნემსაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავარია გუნდი სარისკო ზონიდან გამოვიდეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2019, 14:45

საქართველო

ლომჯარიას აზრით, „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის მიერ აღსრულების მოთხოვნა კანონდარღვევა არ არის

კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ რუსთავი2-ის ახალმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ შეფასებასთან დაკავშირებით.

მამუკა ჭელიძე

23 ივლისი 2019, 14:11

ძალოვნები

პასუხისგებაში მისცეს კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველმა ატვირთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქალაქო სასამართლო

23 ივლისი 2019, 13:49

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გუშინ 9 ნაფიცმა მსაჯულმა 3-ის წინააღმდეგ ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ყუფარაძე ნაფიცებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს. გამოძიება მას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა.

არჩილ თალაკვაძე

23 ივლისი 2019, 13:31

საქართველო

თალაკვაძე: ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან.