imedi /  05 მაისი 2019, 23:46 / სანდო წყარო

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა რატომ არის აუცილებელი მცირე ჰესების მშენებლობა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობის შესახებ გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში.

როგორც მინისტრმა განაცხადა, 2018 წელს საქართველომ 13.5 მილიარდი კილოვატი საათი ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც მილიარდ ნახევარი იმპორტირებული ელექტრო ენერგიაა (10-12 პროცენტი).

"ამას თუ დავამატებთ იმპორტული გაზიდან გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას, რომელიც თბოსადგურებით გამომუშავდება, ეს არის კიდევ 2 მილიარდამდე კვ.საათი (კიდევ 15%), გამოდის რომ 25%-მდე უკვე ვართ გარე წყაროებზე დამოკიდებული.

2016 წელს იმპორტი იყო სულ 4-5%, ახლა ავედით 12%-მდე. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა იზრდება და ეს სწორია, იმიტომ რომ ეკონომიკა იზრდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და თქვა, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება 19-20 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, ენერგეტიკამ ეკონომიკური ზრდის ტემპს უნდა აუწყოს ფეხი, ამის ფონზე, კი მინისტრის თქმით, "მცირე ჰესები, რომლებიც უწყინარია და რისკებზე საუბარი არ შეიძლება იყოს, ეს პროექტები პრობლემური გახდა".

"რეფორმის მიხედვით ჩვენი ამოცანაა გარდავიქმნათ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად. რეფორმა გულისხმობს ენერგოეფექტურობასაც. ჩვენ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ გავზარდოთ ჩვენი გენერაცია, არამედ ვმართოთ ჩვენი მოთხოვნაც. გადაჭარბებული მოლოდინია ის, რომ როგორც კი შემოვა ენერგოეფექტურობის პრინციპები და მოთხოვნები, ეს გადაწყვეტს მზარდი მოხმარების საკითხს და არ დაგვჭირდება ჰესები. ეს ასე არ არის. ევროპულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ მაინც მიუხედავად ამისა, მზარდია ელექტროენერგიის მოხმარება.

მეორე ასპექტია - დამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაც არის. ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემის 36 ქვეყნიდან, 28 თვლის - იმისთვის რომ მიღწეული იყოს მათი ე.წ. გენერაციის ადეკვატურობა (ადეკვატური იყოს მათი საკუთარი რესურსი მათი მოთხოვნისა) ამისთვის მათ საკუთარი სიმძლავრეები 100 და მეტი პროცენტით უნდა უზრუნველყონ - საჭიროება თუ დადგა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი ადგილობრივი გენერაციის წყაროებით 100-ივე პროცენტით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საკუთარი მომხმარებლის უზრუნველყოფა და იმის იქით კიდევ დარჩეთ რეზერვი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ 100%-ით შევძლოთ ჩვენი მოხმარების უზრუნველყოფა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ყველა სიახლე

ქიბარ ხალვაში

21 აგვისტო 2019, 08:31

საქართველო

ხალვაში „რუსთავი2-ზე“: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო

„რუსთავი2-ში“ განვითარებულ მოვლენებს არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „რუსთავი 2“-ის მფლობელი წერს, რომ ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში სამსახურის დატოვება სიურპრიზი არ იყო. 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს.

21 აგვისტო 2019, 08:11

ტექნოლოგიები

HMD Global-ი განახლებულ Nokia 2720-ს გამოუშვებს

ორიგინალი Nokia 2720-ს 1.3 მეგაპიქსელი კამერით და მხოლოდ 9 მეგაბაიტი მეხსიერებით არის აღჭურვილი. ახალი ტელეფონის ფასი 100 ევრო იქნება. გასული წლის განმავლობაში HMD Global-მა Nokia 8110, Nokia 6-ის, 7 Plus-ის და 1-ის განახლებული ვერსიები წარადგინა.

დონალდ ტრამპი

21 აგვისტო 2019, 07:59

მსოფლიო

ტრამპმა დანიაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგაგემილი ვიზიტი გააუქმა, იტყობინება BBC. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დანიის პრემიერმინისტრის განცხადებით ახსნა, როდესაც მეტე ფრედერიქსენმა გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდული უწოდა.

ვარდისფერი ლეოპარდი

21 აგვისტო 2019, 00:27

ტექნოლოგიები

სამხრეთ აფრიკაში ფარულმა კამერამ იშვიათი ვარდისფერი ლეოპარდი გადაიღო

ფოტოები ნაკრძალის მფლობელს, 45 წლის ალან უოტსონს და მის 41 წლის მეუღლეს ლინსი უოტსონს ეკუთვნის. კადრებზე აღბეჭდილი ველური ლეოპარდი მკვდარ ჟირაფს ჭამს. ლეოპარდის ტყავის ასეთი იშვიათი ფერი ერითრიზმით (გადაჭარბებული წითელი პიგმენტაცია) არის გამოწვეული.

პოლ მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 00:15

ტაბლოიდი

პოლ მაკარტნი მედიატორს ლიანდაგებზე გასწორებული მონეტებით ამზადებს

პაპარაცებმა პოლ მაკარტნი მატარებლის ლიანდაგებზე მონეტების დაწყობისას დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარად ლეგენდარული მუსიკოსი გიტარისთვის მედიატორებს ამზადებს. მედიატორების დამზადების ასეთი მეთოდისთვის არაერთ დამწყებ მუსიკოსს მიუმართავს, თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ მეთოდზე უარს არც პოლ მაკარტნი ამბობს.

ჯონ სალივანი

21 აგვისტო 2019, 00:03

მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა პომპეოს მოადგილე დაინიშნოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოადგილის ჯონ სალივანის დანიშვნა სურს. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს. სალივანის კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში ის ელჩად სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 23:41

მსოფლიო

ტრამპი „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნების მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე განუცხადა.

ეგვიპტე სამხედრო

20 აგვისტო 2019, 23:09

მსოფლიო

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რადიკალები თავს ქალაქ ელ-არიშის მახლობლად ერთ-ერთ ტყეს აფარებდნენ, სადაც საიდუმლო ბაზა ჰქონდათ მოწყობილი.

ნიკა გვარამია

20 აგვისტო 2019, 22:40

საქართველო

გვარამია: 2013 წელს შუბლაძე ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა

ნინო შუბლაძე 2013 წელს „რუსთავი 2“-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ვანახე ვიდეო, სადაც ის მთავრობის წარმომადგენელს „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინგადაცემის „სირცხვილია“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ასტროლოგი

20 აგვისტო 2019, 22:03

მსოფლიო

რუმინეთის ტელეარხებზე პოლიტოლოგები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს

რუმინეთში პროფესიონალური მედიასაშუალებების მიმართ ნდობის დაცემის ფონზე ტელესივრცეში პოლიტიკური ექსპერტები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს. Politico-ს ინფორმაციით, ტელეგადაცემებს, სადაც ასტროლოგები არჩევნების შედეგებზე პროგნოზებს აკეთებენ, ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვთ.

დენიელ კრეიგი

20 აგვისტო 2019, 21:39

კულტურა

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 2 აპრილს გაიმართება. მისი რეჟისორი კერი ფუკუნაგა იქნება. კრეიგის გარდა ფილმში კრისტოფ ვალცი, რამი მალექი, ლეა სეიდუ, ანა დე არმასი და რეიფ ფაინსი მონაწილეობენ.

დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი

20 აგვისტო 2019, 21:13

საქართველო

9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს

9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. „მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა "კურიერის" წამყვანი დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

20 აგვისტო 2019, 20:38

ძალოვნები

ხაზარაძე: ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია

„ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნესპროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ - წერს ხაზარაძე.

ნინო შუბლაძე

20 აგვისტო 2019, 20:35

საქართველო

ნინო შუბლაძე „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა

Imedinews-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

ქეთევან ციხელაშვილი

20 აგვისტო 2019, 20:31

საქართველო

ციხელაშვილი სოფელ აიბღაზე: ოკუპანტებისთვის ადგილობრივების ინტერესს მნიშვნელობა არ აქვს

ეს რეგისტრაცია რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა, - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მთიანი სოფლის, აიბღას რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელექტროსიგარეტი

20 აგვისტო 2019, 20:23

ტექნოლოგიები

აშშ-ში ელექტროსიგარეტსა და ფილტვის მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და აშშ-ის სახელმწიფო ჯანდაცვის ოფიციალური პირები ელექტროსიგარეტსა და ფილტვების მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ. სულ ცოტა 15 შტატში ფილტვის მძიმე დაავადებათა 120 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერგნეთი

20 აგვისტო 2019, 19:45

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ. ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ.

20 აგვისტო 2019, 19:23

საქართველო

ევროკავშირი გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ოკუპაცია

20 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით

17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

იგი პოპი

20 აგვისტო 2019, 19:06

ტაბლოიდი

იგი პოპის თუთიყუში პატრონის ახალ სიმღერაზე აცეკვდა. ვიდეო

რამდენიმე დღის წინ როკერმა იგი პოპმა ახალ სიმღერაზე James Bond-ზე კლიპი გამოუშვა. კლიპის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები მუსიკოსს ვიდეოს კიდევ ერთი ვერსიის გადაღება სთხოვეს, ამჯერად მისი თუთიყუშის მონაწილეობით.