Imedi /  08 მაისი 2019, 19:18 / სანდო წყარო

რა ცვლილებები იგეგმება Siemens-ში

Siemens-ის ხელმძღვანელმა ჯო კეზერმა კონცერნის რექსტრუქტურიზაციის გეგმები წარადგინა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს

როგორც ცნობილი გახდა, 2020 წლის სექტემბერში გერმანული კომპანია 2 ნაწილად გაიყოფა, ორივე მათგანის სახელწოდებაში კი Siemens-ი იქნება ნახსენები.

კონცერნის საქმიანობის მთავარი მიმართულება იქნება სამრწეველო საწარმოების გაციფრულება, აგრეთვე ინტელექტუალური ქსელების შექმნა შენობებისთვის, ქალაქებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

ექსპერტების შეფასებით, რესტრუქტურიზაციის პირველ ეტაპზე 104 000 სამუშაო ადგილი გაქუმდება, თუმცა შემდეგ 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გარდა ამისა, ამ ცვლილებებით კონცერნის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ 1 მილიარდ ევროს დაზოგავს.

ყველა სიახლე

მექსიკა ნარკოკარტელები

05 აპრილი 2020, 09:44

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელებს შორის ორმხრივ სროლას 19 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩიჰუაჰუას შტატის ქალაქ მადერაში ერთმანეთს ორი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ორმხრივი სროლის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა და 1 დაიჭრა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა.

ჟაირ ბოლსონარუ

05 აპრილი 2020, 09:24

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1222-ით გაიზარდა და 10 278-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კორონავირუსით დღემდე 432 ადამიანი გარდაიცვალა, მათი 81% 60 წელს გადაცილებულია, 79% კი რისკის ჯგუფებში შედიოდა.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 09:14

COVID19

დონალდ ტრამპი: უახლოეს კვირაში ძალიან ბევრი გარდაცვლილი გვეყოლება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირაში აშშ-ში კორონავირუსს ძალიან ბევრი მსხვერპლი მოყვება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „დიდი ალბათობით, ეს და მომდევნო კვირა ყველაზე რთული იქნება. გვეყოლება ძალიან ბევრი გარდაცვლილი. ამის თქმის საფუძველს ვირუსის მთავარ კერებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთებული პროგნოზები მაძლევს“, - განაცხადა ტრამპმა.

კერი სიმონდსი ბორის ჯონსონი

05 აპრილი 2020, 09:07

COVID19

ბორის ჯონსონის ორსული საცოლე აცხადებს, რომ კორონავირუსი გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლე კერი სიმონდსი აცხადებს, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ სიმონდსი Twitter-ზე წერს. მისი განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

ლატოია ქანთრელი

05 აპრილი 2020, 08:54

COVID19

ახალ ორლეანში კორონავირუსის გამო პროზექტურებში ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ

ლუიზიანის შტატში, ქალაქ ახალ ორლეანის პროზექტურები გაივსო და ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ლატოია ქანთრელმა განაცხადა. „პროზექტურები გაივსო და ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ. ამის გამო ფედერალურ მთავრობას დამატებით რეფრიჟერატორები ვთხოვეთ, რათა ყველა გარდაცვლილისთვის გამოვნახოთ ადგილი“, - განაცხადა მერმა.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 08:34

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მინისტრმა მაიკლ გოუვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსს 708 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 4313-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 903 შეადგინა.

არჩილ ჯაფარიძე

05 აპრილი 2020, 08:18

COVID19

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის სოფლებში კარდაკარ შემოვლა მიმდინარეობს

პრემიერ მინისტრის დავალების შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტების სოფლებში, სოფლის ექიმების, მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების ოჯახებში კარდაკარ შემოვლა მიმდინარეობს.

დეზინფექცია

05 აპრილი 2020, 08:11

COVID19

თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. დღეს სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა: მიქატაძე-ტიულევენის ქუჩაზე, დ. შენგელიას, სამამულო ომის გმირების ქუჩებზე, ასევე, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივანის ქუჩაზე, ფ. მოსულიშვილის, ვასაძისა და კანდელაკის ქუჩებზე.

ტუნისი რობოტი

05 აპრილი 2020, 00:53

COVID19

ტუნისში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შესრულებას რობოტები აკონტროლებენ

თუ რობოტი ცარიელ ქუჩაზე ადამიანს შენიშნავს, ის მას უახლოვდება და კითხულობს რატომ გამოვიდნენ სახლიდან. ადამიანმა რობოტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარუდგინოს, რათა აპარატის ოპერატორმა ის შეამოწმოს.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 00:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაზე რთული სცენარისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ, ამიტომაც ვართ საუკეთესო სცენარში

მთავრობა მაქსიმალურად ემზადება ყველაზე რთული სცენარისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს განაცხადა. „არ ვიტყოდი უარესი, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული სცენარისთვის ვემზადებით. ამ სცენარისთვის მზადება დავიწყეთ პირველი დღიდან და ეს იყო იანვარი. დღესდღეობით სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი.

კატა

05 აპრილი 2020, 00:30

COVID19

უხანში კატამ, რომლის პატრონებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, სახლში მარტომ 40 დღე გაატარა და იმშობიარა

ბრიტანული ჯიშის კატის, ლე ლეს ოჯახის შვიდივე წევრს დიაგნოზი 25 იანვრამდე დაუსვეს. მაშინ ცხოველი ორსულობის ბოლო დღეებზე იყო, თუმცა ოჯახის უფროსს მასზე ზრუნვა არავისთვის უთხოვია, რადგან შიშობდა, რომ ბინაში შესვლის შედეგად ადამიანებიც დაინფიცირდებოდნენ.

ენდრიუ კუომო

05 აპრილი 2020, 00:23

COVID19

ნიუ-იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ლონგ აილენდსა და ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 00:10

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი დაასახელა

მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას.

04 აპრილი 2020, 23:57

COVID19

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი-ბათუმის რეისი რამდენიმე წუთის წინ დაეშვება, ბორტზე 180 მგზავრი იმყოფება. აეროპორტში მგზავრებს სპეციალური აღჭვილობით მედიკოსები დახვდნენ. ადგილზე შემოწმების შემდეგ კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. თუ რომელიმე პირს მაღალი ტემპერატურა დაუფიქირდა, კლინიკაში გამოიკვლევენ.

დუეინ ჯონსონი

04 აპრილი 2020, 23:49

COVID19

დუეინ ჯონსონმა ხელების სწორი დაბანის შესახებ იმღერა. ვიდეო

კადრებზე ჩანს, როგორ უმღერის მხოლოდ პირსახოცში გამოწყობილი ჯონსონი თავის პატარა ქალიშვილს ტიას სიმღერას მულტფილმიდან „მოანა“, რომელშიც მან ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა. მისი თქმით, ტია სიმღერის შესრულებას მას ყოველ საღამოს სთხოვს.

ნიკოლოზ გამყრელიძე

04 აპრილი 2020, 23:25

COVID19

ნიკოლოზ გამყრელიძე: წამლის მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი

„გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არც ერთ ჩვენს მომხმარებელს, წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება", - ასე აფასებს „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძე მედიკამეტებისა და ზოგადად სამედიცინო დანიშნულების საგნების მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას.

თენგიზ ცერცვაძე

04 აპრილი 2020, 23:05

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მანქანაში, უკან ჩასხდომა არაუმეტეს ორი კაცისა, არის შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ მაინც სოციალური დისტანცირება

როდესაც რაღაც შეზღუდვა გამოდის, იქ შენ ვერ გაწერ, რომ მანქანაში, უკან შეიძლება სამი კაცი დაჯდეს, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან და მაინც ერთად ცხოვრობენ, - ასე ახსნა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ის ახალი შეზღუდვა, რომელმაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა. სწორედ ამ საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ პატრულმა რა იცის, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ უცხო ადამიანები, როდესაც მანქანაში სამ ადამიანს ხედავს.

04 აპრილი 2020, 23:00

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

04 აპრილი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: როგორც ექიმი მივიჩნევ, ძველი სტილით ზიარება და სააღდგომო ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს

შეიცავს თუ არა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებს ერთი კოვზით ზიარების წესი და სააღდგომო ლიტურგიის ძველი სტილით ჩატარება, ამ საკითხებზე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ილაპარაკა.

დავით ზალკალიანი

04 აპრილი 2020, 22:43

COVID19

საქართველოს მოქალაქეები ავსტრიის დახმარებით ნიგერიიდან გამოიყვანეს

დღეს საქართველოს 5 მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიას მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის.