imedi /  10 მაისი 2019, 14:22 / სანდო წყარო

ეკონომიკის სამინისტროში ინვესტიციებზე პასუხისმგებელი მოადგილის შტატი იქმნება

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილეებს დაამტკიცებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართული პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"შემოგვაქვს ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მოადგილის შტატი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობაზე, მათ შორის არა მხოლოდ ინვესტიციებამდე პერიოდში, არამედ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ პერიოდშიც. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რომ მიგვეღო ეს შედეგი. ეს მოადგილე იქნება პასუხისმგებელი ასევე კოორდინაციაზე სხვა უწყებებთან, ვინაიდან ინვესტორებს სხვა უწყებებთანაც უწევთ მუშაობა. ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და ეს იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. 

ყველა სიახლე

ალი შამხანი

06 აპრილი 2020, 15:28

COVID19

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ვიცე-ადმირალი ალი შამხანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. ალი შამხანის თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ-ის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების დაბლოკვა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ტოლფასია.

სალომე ზურაბიშვილი

06 აპრილი 2020, 15:27

COVID19

სალომე ზურაბიშვილი ბორის ჯონსონს: საქართველო თქვენ გვერდითაა

საქართველოს პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის კორონავირუსით დაინფიცირებულ პრემიერ-მინისტრს მიმართა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. „საქართველო თქვენ გვერდითაა თქვენს პირად ბრძოლაში კორონავირუსის წინააღმდეგ და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მაგრად იდექით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 15:22

COVID19

მამუკა მაჩაიძე: პიკის გადავლა არის ბუნებრივი, მაგრამ როგორი ფორმა ექნება პიკის მრუდს, დამოკიდებული თითოეული ადამიანის ქცევაზე

ყველაზე მთავარი სიახლე არის, ის, რომ მსოფლიოში დადებითი ტენდენციები გამოჩნდა, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა დოქტორმა მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ქართველმა ექიმმა კორონავირუსთან დაკავშირებით, ამერიკაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ჩერნობილი ხანძარი

06 აპრილი 2020, 15:21

მსოფლიო

ჩერნობილთან ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ჩერნობილთან ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეხანძრეებმა ამ დროისთვის ქრობის პროცესში 174 ტონა წყალი გამოიყენეს. ხანძარს 124 მეხანძრე და 28 ერთეული ტექნიკა ებრძვის. ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერის დამუშავება მიმდინარეობს, საერთო ფართობი კი 25 ჰექტარია.

სასწრაფო დახმარება

06 აპრილი 2020, 15:07

COVID19

ქუთაისში მყოფი ინფიცირებული 62 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 62 წლის ქალი, რომელსაც ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა, მისი ძმა კი სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს. 62 წლის ქალის დაინფიცირების პირველწყაროს და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

ლევან გოფოძე

06 აპრილი 2020, 15:05

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 36 პაციენტს აკვირდებიან, 15 ადამიანს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამჟამად ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტია, მათგან COVID-ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან გოფოძის თქმით, გუშინ ტესტირება 15 ადამიანს ჩაუტარდა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, დღეს კი ანალიზები დაახლოებით 16 პაციენტს აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

06 აპრილი 2020, 15:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. 7 აპრილს ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს. 8-9 აპრილს, ღამის საათებში,შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.

დავით ზალკალიანი

06 აპრილი 2020, 14:50

COVID19

დავით ზალკალიანმა უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ავიარეისების განრიგი დაასახელა

ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე რეისი ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ ასევე შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეების, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, დაგეგმილ რეისებს კიდევ დაემატა ორი ახალი მიმართულება.

გიგა ბოკერია

06 აპრილი 2020, 14:48

COVID19

„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს

კორონავირუსის ეპიდემიისა და საერთაშორისო ფრენების შეჩერების გამო, საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ეს მათი უფლებაა და ამაზე საქართველოს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან.

ინდოეთი რკინიგზა

06 აპრილი 2020, 14:42

COVID19

ინდოეთში მატარებლები ჰოსპიტლებად გადაკეთდა

167-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ინდოეთის რკინიგზამ მუშაობა შეაჩერა, მატარებლები კი ჰოსპიტლებად გადაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მატარებლებში 125 ჰოსპიტალი მოეწყო, სადაც საიზოლაციო სივრცეებად 20 000 ვაგონი გადაკეთდა. თითოეულ ვაგონში 16 პაციენტისთვის განკუთვნილი ე.წ. ბოქსები, მედდების ოთახი, ექიმის კაბინეტი და ერთი სასაწყობე ოთახი მოეწყო.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2020, 14:28

COVID19

დონალდ ტრამპი ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებაზე: ექიმი არ ვარ, მაგრამ საღი აზრი მაქვს - დასაკარგი რა გვაქვს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ ისაუბრა ჰიდროქსიქლოროქინზე, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციურ პრეპარატზე. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას აღნიშნული პრეპარატის 29 მილიონი აბი მარაგებში აქვს და მისი გამოყენება შესაძლოა იმათაც განიხილონ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ.

06 აპრილი 2020, 14:22

COVID19

7 აპრილიდან კორონავირუსის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება

7 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტმა, შინზო აბემ განაცხადა. რეჟიმი 1 თვეს გაგრძელდება. მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, ბიზნესს კი მუშაობის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა.

06 აპრილი 2020, 14:16

COVID19

კახეთში ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

კახეთში ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. დილიდან თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან არიან მობილიზებულები. ანალოგიური პუნქტები განთავსდა ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, სამხედროები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამოწმებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას. სოფელ ხაშმისა და გომბორის სოფელ სასადილოს გზა ცენტრალური მონაკვეთია, რომელიც კახეთს დედაქალაქთან აკავშირებს.

სასწრაფო დახმარება

06 აპრილი 2020, 14:12

COVID19

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც რუსთავში ინფიცირებული პირი კლინიკაში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 14:04

COVID19

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 637 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 13 055-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 135 032 შემთხვევაა გამოვლენილი.

ნინო წილოსანი

06 აპრილი 2020, 13:57

COVID19

ნინო წილოსანი: საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უცხოურ პრესაში მოხსენიებული და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის

"ქართული ოცნების" გუნდის, მთავრობის და ამ სამუშაოებში ჩართული ყველა სტრუქტურის კოორდინაცია და მუშაობა ადვილად დასანახია თუ რამდენად ეფექტურია. ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც სათანადოდ აფასებენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ მინისტრის გაცხადებული პოზიციაა რომ „covid-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ უმნიშვნელოვანესი ამოცანა და უპირველესი მიზანია როგორც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა ამასთანავე, საჭირო ბალანსის დაცვა ეკონომიკის და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის სასარგებლოდაც.

პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 13:49

COVID19

პაატა იმნაძე პლაზმით მკურნალობაზე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაშიც გამოვიყენოთ

პლაზმით მკურნალობაზე მუშაობს ჩვენი კლინიკური მართვის ჯგუფი, ბატონ ტენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით პლაზმით მკურნალობაზე მუშაობის პროცესში ჩართული არიან მეცნიერები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენ ქვეყანაშიც იყოს გამოყენებული.

ერაყი

06 აპრილი 2020, 13:49

მსოფლიო

ერაყში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყის ქალაქ ბასრაში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ნავთობკომპანიის საწარმოების მიმართულებით გაშვებულ 3 რაკეტას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძე: უცხოელ კოლეგებს ყველაფრს ვუზიარებთ, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით - წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან

„ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და „წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“ , - განაცხადა პაატა იმნაძე.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აპრილი 2020, 13:36

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება

საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, საავადმყოფოს დირექტორმა და მედპერსონალმა მყისიერად გამოიყენეს სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული გაიდლაინები, რამაც მედპერსონალსა და მოსახლეობაში ვირუსის გავრცელება აგვაცილა თავიდან.