imedi /  13 მაისი 2019, 10:51 / სანდო წყარო

პეკინში დღეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი იხსნება

ჩინეთი

პეკინის ახალი საერთაშორისო აეროპორტი „დასინი“ დღეს ავიარეისებს სატესტო რეჟიმში იწყებს. პირველები საცდელ ფრენას ჩინეთის სამი წამყვანი ავიაკომპანია, "ეარ ჩაინა" (Air China), "ჩაინა ისთერნ ეარლაინსი" (China Eastern Airlines) და "ჩაინა სოუსერნ ეარლაინსი" (China Southern Airlines) შეასრულებენ. ინფორმაციას New China TV ავრცელებს.

ახალი აეროპორტი „დასინი“ პეკინის სამხრეთ ნაწილში ქალაქის ცენტრიდან 46 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისი მშენებლობის უმთავრესი მიზანი საერთაშორისო აეროპორტ „შოუდის“ განტვირთვა იყო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ საჰაერო სადგურად მიიჩნევა.

ახალი აეროპორტი ოთხი საფრენი ბილიკითაა აღჭურვილი. წელიწადში ის 620 რეისის შესრულებას, 2025 წლისთვის კი 72 მილიონი მგზავრის მომსახურებას და 2 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას შეძლებს.

ყველა სიახლე

ისრაელი

22 სექტემბერი 2019, 21:02

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში პრეზიდენტს ნაკლები პოლიტიკური ფუნქციები აქვს, ამ შემთხვევაში მას მთავარი როლი ეკისრება, ვინაიდან საკითხავია ვინ გახდება პრემიერმინისტრი - ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ გენშტაბის ყოფილი უფროსი ბენი განცი.

22 სექტემბერი 2019, 20:40

თემა

2020 წელს მსოფლიო მორიგ ფინანსურ კრიზისს ელოდება. საქართველო ამისთვის მზად არის?

საერთაშორისო ეკონომისტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისი დაატყდება თავს და ის მასშტაბით 2008 წლის კრიზისს გაუტოლდება. სპეციალისტები კრიზისის მოახლოების ყველაზე ცხად ინდიკატორადამერიკული ობლიგაციების შემოსავალს ასახელებენ.რითი შეიძლება დაიწყოს კრიზისი, რამდენად ხანგრძლივი და ღრმა იქნება ის და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს?

აქციები ეგვიპტეში

22 სექტემბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ეგვიპტეში აქციების მეორე დღეს ათობით ადამიანი დააკავეს

ეგვიპტეში მეორე დღეა პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციების მეორე დღის ღამე შეტაკებასა და დაკავებებში გადაიზარდა. პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. აქციები ასევე გაიმართა კაიროში.

ტომ იორკი

22 სექტემბერი 2019, 20:20

კულტურა

ტომ იორკი მეგობარი ქალის სიკვდილით გამოწვეულ „მძიმე პერიოდზე“ ალაპარაკდა

რეიჩელ ოუენი 2016 წელს, 48 წლისა სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. ის და ტომ იორკი ერთად 23 წელი ცხოვრობდნენ და ორი შვილი, ნოა და აგნესი შეეძინათ. როგორც ტომ იორკმა გადაცემაში თქვა, მისი მთავარი მიზანია ახლა დარწმუნდეს, რომ "ოჯახი ამ ყველაფერს გაუმკლავდა".

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

22 სექტემბერი 2019, 20:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მეგობრის ქორწილში £8900-იანი კაბით გამოჩნდა

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე რომში, მეგან მარკლის საუკეთესო მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ. დიზაინერმა მიშა ნანოუმ ქორწილის სტუმრებს მე-17 საუკუნის ვილაზე უმასპინძლა. სტუმართა შორის იყვნენ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი. მედია წერს, რომ დიზაინერი მეგანს ჰარის გაცნობაში დაეხმარა.

სასტუმროები

22 სექტემბერი 2019, 19:51

ეკონომიკა

აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანში - 230 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში - 488 ლარი ღირდა. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება კი საშუალოდ 75 ლარი იყო.

სირცხვილია

22 სექტემბერი 2019, 19:27

საქართველო

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე „სირცხვილიას“ წევრები არ შეუშვეს

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა, რომელიც სპეციალურმა კომისიამ წარუდგინა საზოგადოებას. საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

22 სექტემბერი 2019, 19:18

ძალოვნები

ფონიჭალაში მე-7 სართულიდან 14 წლის გოგო გადავარდა

მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადააყვანეს. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გურამ თუშიშვილი

22 სექტემბერი 2019, 19:10

სპორტი

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი. თავდაპირველად მან ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო, შემდეგ ეტაპზე კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია.

პიზოლის მყინვარი

22 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში გამდნარი მყინვარის ხსოვნას სამგლოვიარო მარში მიუძღვნეს

შვეიცარიის ალპებში გლობალური დათბობის გამო "დაკარგული" მყინვარ პიზოლის სამგლოვიარო მარში გაიმართა. "მგლოვიარეები", რომლებშიც შედიოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები, მთამსვლელები შავი სამოსით გაემართნენ მყინვარისკენ, რომელიც 2700 მეტრზე მდებარეობს.

ტექნოლოგია

22 სექტემბერი 2019, 18:45

ტექნოლოგიები

დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს

შავი ნახშირბადის ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს, მეცნიერები ორსულებში ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეულ პრობლემაზე მიუთითებენ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის ორგანოში შეიძლება მოხვდეს.

არონ ეიზენბერგი

22 სექტემბერი 2019, 18:45

კულტურა

მსახიობი არონ ეიზენბერგი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი არონ ეიზენბერგი 50 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის ცოლი მალისა ლონგო Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ის არონის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მსახიობს პოპულარობა ფილმში „ვარსკვლავური გზა“ ნაგოს როლმა მოუტანა.

22 სექტემბერი 2019, 18:36

ტექნოლოგიები

გლობალური დათბობის პროცესი ბოლო 5 წელიწადში კიდევ უფრო დაჩქარდა

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2014-2019 წლამდე არსებული ხუთწლიანი პერიოდი რეკორდულად მაღალი სიცხით გამოირჩეოდა. ასევე, ამავე პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული ზღვებში წყლის დონე, CO2-ის ემისიამ კი ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ფეხბურთი

22 სექტემბერი 2019, 18:11

მსოფლიო

FIFA-ს პრეზიდენტი: ირანში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემენ

ჯანი ინფანტინოს თქმით, ის ესაუბრა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც ირანში გამართულ ერთ-ერთ მატჩზე დასწრების მცდელობის გამო, ქალმა თავი დაიწვა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფანტინოს თქმით, ირანის ხელისუფლებამ დაარწმუნა, რომ ქალებს მატჩებზე დაუშვებენ.

ტურისტი

22 სექტემბერი 2019, 17:50

ტაბლოიდი

თურქეთის სასტუმროში ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს

თურქეთში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს. კერძოდ, მათ შეუძლიათ დრო „სტრესის მოსახსნელად“ სპეციალურ ოთახში გაატარონ. ამ ოთახში ნებადართულია ჭურჭლის, ტექნიკის და სხვა საგნების დამტვრევა. სტუმრებს ამისთვის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემათ.

Brexit

22 სექტემბერი 2019, 17:50

მსოფლიო

ესპანეთში მცხოვრებმა Brexit-ით უკმაყოფილო ბრიტანელებმა აქცია გამართეს

ესპანეთის ქალაქ მალაგაში მცხოვრებმა ბრიტანელებმა Brexit-თან დაკავშირებით საპროტესტო მარში გამართეს, რომლითაც გამოხატეს ის გაურკვევლობა, რომელშიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდნენ. ესპანეთში 300 000-მდე ბრიტანელი ცხოვრობს.

სილვესტერ სტალონე

22 სექტემბერი 2019, 17:30

კულტურა

სტალონემ რემბოს როლზე ყოფილი კონკურენტები დაასახელა

ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში რემბოს როლზე „რემბო: პირველი სისხლი“, მისი კონკურენტები იყვნენ. ფილმი 1982 წელს რეჟისორმა ტედ კოტჩეფმა გადაიღო. სტალონე ამბობს, რომ რემბოს როლზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ალ პაჩინო იყო.

ჰონგ-კონგი

22 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს

აქცია, რომელიც სანქცირებული არ იყო, თავიდან მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს და მდინარეში გადააგდეს. სავაჭრო ცენტრში მყოფი შენიღბული დემონსტრანტები შუშების ჩასამტვრევად ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს იყენებდნენ.

22 სექტემბერი 2019, 17:20

საქართველო

თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები.

არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი 2019, 16:59

საქართველო

თალაკვაძე: მთავარია პრეზიდენტმა შეწყალების წესების შეცვლაზე შემხვედრი პოზიცია გამოთქვა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით "ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავად იყო უკმაყოფილო გადაწყვეტილებით, რომელიც მოამზადეს". არჩილ თალაკვაძის თქმით, "რაც მთავარია, პრეზიდენტმა შემხვედრი პოზიცია გამოთქვა შეწყალების წესების შეცვლასთან დაკავშირებით".