imedi /  07 ივნისი 2019, 11:49 / სანდო წყარო

„პარაგრაფი“ ევროპაში საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე წარადგინეს

სასტუმრო „პარაგრაფი“

სასტუმრო „პარაგრაფი“

Marriott International-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულში წარადგინა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართება. Marriott International-ი საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს.

„მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ამით ნამდვილად ვამაყობთ. როგორც ცნობილია, ევროპაში 300-მდე „ფრენჩაიზ“ სასტუმროა და ამ ნომინაციაში საუკეთესო სამეულში მოხვედრა იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება სასტუმროს, მისი სტუმრების, „მარიოტისა“ და „ავტოგრაფის“ ბრენდისადმი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი მომსახურებისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებაა“, - განაცხადა მარიოტის ევროპის ფრენჩაიზინგის ვიცე პრეზიდენტმა მორტენ სკუმსრუდმა.

შეგახსენებთ, რომ გახსნის დღიდან რეკორდულ პერიოდში - დაახლოებით ერთ წელიწადში, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, Autograph Collection-ის ბრენდის ევროპის სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ მაღალი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს ლონდონში, მილანში, ბარსელონაში, რომში და სხვა ევროპულ ქალაქებში მოქმედ სასტუმროებს. შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის Marriott International-ის „ფრენჩაიზის“ ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია არა მხოლოდ Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს, მართოს „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელში არსებული სხვა ბრენდებიც მთელი საქართველოს მასშტაბით.

„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვეტსირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ პირველი სასტუმროა, რომელიც Marriott-ის ქსელის Autograph Collection-ის ბრენდის სტატუსით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2020 წლის ბოლომდე კი თბილისში, თავისუფლების მოედანზე (ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე) და თაბორის ქედზე კიდევ ორი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რომლებიც Marriott-ის ქსელის Autograph Collection-ის და Luxury Collection-ის ბრენდების სტატუსით დაიწყებენ ოპერირებას.

2022 წლისთვის, სოლოლაკის მაღლობზე, ამავე ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო და მასშტაბური საკონფერენციო ცენტრი გაიხსნება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანია საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 12 პროექტს აერთიანებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი მეშვეობით საქართველოში ჯამურად 6 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

სასტუმრო „პარაგრაფი“
სასტუმრო „პარაგრაფი“

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: საქართველო და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ადგილებია

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.

ჯორჯ მარტინი

25 ივნისი 2019, 21:28

კულტურა

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა. მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 21:14

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას განუმარტეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა გაჩნდა.

კლოდ კერნი

25 ივნისი 2019, 20:54

საქართველო

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

შეკვეთილი

25 ივნისი 2019, 20:53

საქართველო

შეკვეთილში აქციის ოთხმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო

შეკვეთილში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, ოთხმა ადამიანმა კი შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ოპოზიციის შეფასებით მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს, იმიტომ რომ "საქართველოს მოქალაქეს პარლამენტში შესვლა შეუძლია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები შეერთებული შტატების სენატში და წარმომადგენლების პალატაში შევდივართ პირადობის მოწმობის გარეშე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პროკურატურა

25 ივნისი 2019, 20:27

ძალოვნები

გენპროკურატურა სასამართლოს აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას დაკავებული პირებიდან უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 20:26

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები უკვე მეექვსე დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.