imedi /  13 ივნისი 2019, 21:05 / სანდო წყარო

ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკის კომერციის დეპარტამენტთან მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმის გაფორმება

მემორანდუმის გაფორმება

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამერიკის კომერციის დეპარტამენტს შორის ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მამუკა ბახტაძისა და ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ გაფორმებული დოკუმენტი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა და ამერიკის კომერციის მდივანმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ამერიკული კომპანიების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაბალი გადასახადები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და არაერთი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და ბიზნესს ევროპისა და აზიის ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებზე უმოკლესი მარშრუტით წვდომის საშუალებას აძლევს.

შეხვედრისას მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ამერიკის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება და ის რეგიონულ დატვირთვას მიიღებს. პრემიერის შეფასებით, ეს არის შეთანხმება იმ პრინციპებზე, რომლებიც შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოში ხელშესახებ, ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურმა ამერიკაში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.

„ამ დეკლარაციაში აღნიშნულია უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ სწორედ საქართველოს აქვს ის პოტენციალი, გახდეს რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრი. ეს მემორანდუმი არის სწორედ ამის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც ამერიკელი მეგობრებისგან ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას მივიღებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ მიიღო მყარი გარანტიები, რომ გაგრძელდება ყველა მხარდაჭერის პროგრამა, რაც დღემდე ეკონომიკური მიმართულებით ხორციელდებოდა.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე არის ისიც, რომ აშშ საქართველოს რეგიონში პოტენციურ ჰაბად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, დაიწყო საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი. ეს იქნება რეგიონალური დატვირთვის ოფისი“, - განაცხადა თურნავამ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

21 ივნისი 2019, 03:50

საქართველო

შს მინისტრი რუსთაველის გამზირზე გავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე გავიდა. "მაესტროს" ინფორმაციით, მინისტრმა სპეცდანიშნულების რაზმებს მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს დაუპირისპირდა.

ღუდუშაურის კლინიკა

21 ივნისი 2019, 03:48

საქართველო

ღუდუშაურის კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 8 ადამიანი რჩება

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მარინა გელანტიას ინფორმაციით, სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკაში 11 პაციენტი ერთი ქალი და ათი მამაკაცი შევიდა. მათგან 3 უკვე გაეწერა.

21 ივნისი 2019, 03:36

ძალოვნები

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მორიგი დაპირისპირებაა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს ისევ დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს.

21 ივნისი 2019, 03:21

საქართველო

ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 28 ადამიანი რჩება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული 35 ადამიანიდან ინგოყვას კლინიკაში 28 რჩება. ბოლო მონაცემებით 7 პაციენტი კლინიკიდან გაეწერა, ხოლო 3 ადამიანს ოპერაცია უკეთდება.

საპროტესტო აქცია

21 ივნისი 2019, 03:19

საქართველო

დრონით გადაღებული კადრები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ისევ რჩება, სპეცრაზმი კი კვლავ იყენებს ცრემლდენ გაზს მათ შესაჩერებლად და დასაშლელად. საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დღევანდელ აქციაზე ბოლო მონაცემებით 38 სამართალდამცველი და 14 დემონსტრანტი დაშავდა.

21 ივნისი 2019, 02:51

საქართველო

რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია

რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ამასთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია.

აქცია

21 ივნისი 2019, 02:39

საქართველო

ნაციონალები სამოქმედო გეგმაზე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად იმსჯელებენ

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილია არნახული დანაშაული. როგორც რომან გოცირიძემ თქვა, ოპოზიციას იმედი ჰქონდა ამ კრიზისის პოლიტიკური გზით განმუხტვის. რომან გოცირიძის თქმით, ისინი ერთ-ერთი პარტიის ოფისში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას გაწერენ.

გიორგი ვაშაძე

21 ივნისი 2019, 02:23

საქართველო

რუსთაველზე აქციის დროს დაშავებულმა გიორგი ვაშაძეს მიმართა

რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლდმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ადგილზე გიორგი ვაშაძე მივიდა. ის "იმედის" ეთერში განცხადებას აკეთებდა, როდესაც აქციაზე დაშავებული მოქალაქე მიუახლოვდა და პრეტენზიებით მიმართა.

21 ივნისი 2019, 02:22

საქართველო

ქარტია დაშავებულ ჟურნალისტებზე: პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა

"ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა,"- წერია განცხადებაში.

გიორგი ბარამიძე

21 ივნისი 2019, 02:21

საქართველო

ბარამიძე: პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, ხალხმა ეს სპონტანურად გააკეთა

„პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

21 ივნისი 2019, 02:10

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა

საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

საქართველოს საპატრიარქო

21 ივნისი 2019, 02:00

საქართველო

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

ესტონეთის საელჩო საქართველოში: ყველა მხარეს ვურჩევთ შეინარჩუნონ სიმშვიდე

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“-ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინგოროყვას კლინიკა

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

აქციაზე დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება

"დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

21 ივნისი 2019, 01:49

ძალოვნები

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:44

საქართველო

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დაშლილია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზეა. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა დაშალეს ჯებირები და სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან.

ლევან ვასაძე

21 ივნისი 2019, 01:38

ძალოვნები

ლევან ვასაძის გამოკითხვა დასრულდა

ლევან ვასაძის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლამდე სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ ფალავანდიშვილი გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი კი რამდენიმე დღით გადაიდო.

21 ივნისი 2019, 01:31

საქართველო

პარლამენტის შენობის წინ ისევ რეზინის ტყვიებს და ცრემლმდენ გაზს იყენებენ

პარლამენტის შენობის წინ უკვე მესამედ ისვრის სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით უპირისპირდებიან.

ულრიკ ტიდესტრომი

21 ივნისი 2019, 01:25

საქართველო

საქართველოში შვედეთის ელჩი: ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოვუწოდებთ

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელიც ბევრმა ადამიანმა დღეს იგრძნო. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავებულობა და ყოველთვის იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“,"- წერს ელჩი.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში

21 ივნისი 2019, 01:11

საქართველო

გირჩი: პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელი იყო დაეცვა საკუთარი სკამი ოკუპანტისგან

"რისკს ზრდის ის ფაქტიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არსებობენ ივანიშვილის რევოლუციით დამხობის მსურველები და გარეთაც გვყავს კონკრეტული მტერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია იყოს უმართავი,"- წერია განცხადებაში.