imedi /  15 ივნისი 2019, 09:53 / სანდო წყარო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ CNN-ზე სარეკლამო კამპანია დაიწყო. ვიდეო

CNN

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეარხზე CNN სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს. საიმიჯო კამპანია CNN-ზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. 

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს არხის გადამღები ჯგუფი ეწვევა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.

საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის.
CNN -ის მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23-წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელშიც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.
საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება. 
კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ CNN Travel-ზე თემატური გვერდი მომზადდება,"- წერია განცხადებაში.

ვებგვერდებზე: CNN.com, CNNInternational.com, CNNBusiness.com, Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები. CNN-ის სოციალურ მედია პლათფორმაზე Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ მომზადებული 2 რეპორტაჟი სათაურით Take Me There.

ყველა სიახლე

ნინო კირთაძე

16 ივლისი 2019, 22:37

კულტურა

ნინო კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი იქნება

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და მას შემდეგ 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია დაფინანსდა, ფონდს ქართული პროექტების დასაფინანსებლად 3 092 322 ევრო აქვს გაცემული. ნინო კირთაძე ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ.

კვენტინ ტარანტინო

16 ივლისი 2019, 22:20

კულტურა

ტარანტინომ ის ფილმები დაასახელა, რომლებმაც „ერთხელ ჰოლივუდში“ შექმნაზე გავლენა მოახდინეს

კვენტინ ტარანტინომ იმ ფილმების სია შეადგინა, რომლებმაც მისი ახალი ნამუშევრის "ერთხელ ჰოლივუდში" შექმნაზე გავლენა მოახდინეს. სიაში 10 ფილმი მოხვდა და ყველა მათგანი 1960-იან წლებშია გადაღებული. ამ ფილმებს "ერთხელ ჰოლივუდში" ამერიკულ პრემიერამდე 80 მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ტელევიზია უჩვენებს.

„სამეფო კარის თამაშები“

16 ივლისი 2019, 22:13

კულტურა

„სამეფო კარის თამაშებმა“ Emmy-ს 32 ნომინაცია მიიღო

HBO-ს ყველაზე ცნობილი სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ Emmy-ს დაჯილდოებაზე 32 ნომინაციაში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. Amazon Studio-ს სერიალმა „საოცარი მისის მეიზელი“ 20 ნომინაცია, HBO-ს გადაღებულმა „ჩერნობილმა“ კი - 19 ნომინაცია მიიღო.

16 ივლისი 2019, 21:53

მსოფლიო

საბერძნეთში მღვდელმსახურები საჯარო მოხელის სტატუსს შეინარჩუნებენ

საბერძნეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა მღვდელმსახურებს საჯარო მოხელის სტატუსებს აღარ ჩამოართმევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საჯარო მოხელეებად ითვლებიან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 ივლისი 2019, 21:50

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტართა ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვა. ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 17 ივლისიდან დატოვებს. ვინ შეცვლის მას გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ თანამდებობაზე ლაიენმა 2013 წელს ტომას დე მაიზიერი შეცვალა.

აქცია

16 ივლისი 2019, 21:35

ძალოვნები

პროკურატურის ვიდეოკადრები, რომელზეც აქციის ღამეს შსს-ს დაკავებული თანამშრომლის ქმედებები ჩანს

გენერალურმა პროკურატურამ ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული თანამშრომლის ქმედებები ჩანს. ვიდეოკადრების მიხედვით, დაკავებული სამართალდამცველი მოქალაქეებს დამიზნებით ესვრის.

მაღალმთიანი დასახლება

16 ივლისი 2019, 21:20

საქართველო

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია დაამტკიცა

სტრატეგიის მიზანია საქართველოს რეგიონების თანასწორი და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,731 დასახლებას და 245,287 მოქალაქე სარგებლობს სტატუსით.

კიმ ჩენ ინი

16 ივლისი 2019, 21:11

მსოფლიო

ექსპერტებმა გაარკვიეს საიდან აქვს კიმ ჩენ ინს ორი Mercedes-Maybach S600

ექსპერტებმა დაადგინეს გზები, თუ როგორ ხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ძვირადღირებული ნივთები და ფუფუნების საგნები. მაგალითად 2018 წლის 14 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის პორტიდან კიმ ჩენ ინისთვის განკუთვნილი ორი ბრონირებული Mercedes-Maybach S600 Guard-ი გემით გაემგზავრა.

დევიდ კემპბელი და ბილი კემპბელი

16 ივლისი 2019, 20:54

ტაბლოიდი

ავსტრალიელი ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი წინა ცხოვრებაში პრინცესა დიანა იყო

ავსტრალიელი ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ პრინცესა დიანამ რეინკარნაცია მის შვილში განიცადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. დევიდ კემპბელის განცხადებით, 4 წლის ბილი თავს პრინცესა დიანას რეინკარნაციად თვლის და მისი ცხოვრების ისეთ დეტალებს ყვება, რომლებიც არ უნდა სცოდნოდა.

კრისტინ ლაგარდი

16 ივლისი 2019, 20:24

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

კრისტინ ლაგარდის განცხადებით სსფ-ს ის 12 სექტემბერს დატოვებს. მისი თქმით, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო ახალი დირექტორის შესარჩევად შესაბამის პროცედურებს დაიწყებს. კრისტინ ლაგარდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობა 2011 წლიდან უკავია.

გენერალური პროკურატურა

16 ივლისი 2019, 20:07

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ჩერნობილი

16 ივლისი 2019, 20:04

მსოფლიო

„ჩერნობილის“ ნახვის შემდეგ სადგურზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთმა ლიკვიდატორმა თავი მოიკლა

ჟუპოვის შვილის თქმით, მამამისი 10 წლის განმავლობაში ელოდებოდა ბინის მიღებას, თუმცა ის სიიდან ამოიღეს, რის გამოც 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. აქვე მედია წერს, რომ ნაგაშიბაი ჟუსუპოვი ერთ-ერთი პირველი სამხედრო იყო, რომელმაც სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

დედა ენა

16 ივლისი 2019, 19:38

საქართველო

მიხეილ ბატიაშვილი: გოგებაშვილის „დედა ენით“ სწავლება სკოლებში სავალდებულო არ იქნება

განათლების მინისტრის განმარტებით, უკვე არსებული "დედა ენის" 6-მდე გრიფირებული სახელმძღვანელო კვლავ რჩება მოხმარებაში და მას დაემატება გოგებაშვილის "დედა ენაც". ბატიაშვილის თქმით, კონკრეტულ სკოლას შეეძლება გოგებაშვილის წიგნი როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოდაც აირჩიოს.

16 ივლისი 2019, 19:36

მსოფლიო

ინდოეთში 4 მილიონ ადამიანს შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოართვან

ივლისის ბოლოს ინდოეთში, ასამის შტატში შესაძლოა რამდენიმე მილიონ ადამიანს ინდოეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. 31 ივლისს ხელისუფლება მოქალაქეთა ეროვნული რეგისტრის საბოლოო ვარიანტს გაასაჯაროებს, რომელშიც, სავარაუდოდ, 4 მილიონამდე ადამიანი ვერ მოხვდება.

გრიგოლ ვაშაძე

16 ივლისი 2019, 19:06

ძალოვნები

გრიგოლ ვაშაძეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 18 ივლისს გამოკითხავენ

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე მიმდინარე წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქრონიკას" განუცხადეს.

მიხეილ გიორგაძე

16 ივლისი 2019, 18:58

საქართველო

გიორგაძის შემცვლელი კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიის მომზადების შემდეგ შეირჩევა

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიხეილ გიორგაძის შემცვლელზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბატიაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის მოადგილედ გიორგი კალანდია განიხილება.

მიხეილ ბატიაშვილი

16 ივლისი 2019, 18:49

ეკონომიკა

დიღმის ტერიტორიაზე ახალი სპორტის სასახლე აშენდება

დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდება. ახალმა სპორტის სასახლემ 2021 წელს თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო საკალაბურთო ღონისძიებას უნდა უმასპინძლოს.

მეწყერი

16 ივლისი 2019, 18:44

საქართველო

მესტიაში იფარი-ადიშის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. მესტიის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, გზა ნაწილობრივ გაიწმინდა და დროებითი სავალი ადგილი მოეწყო. გზას სრულად მეწყრისგან შპს "ლიდერ+" წმენდს.

თამარ მეფის ხიდი

16 ივლისი 2019, 18:38

ეკონომიკა

17 ივლისიდან თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ გზაზე მოძრაობა ორმხრივად იზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 17 ივლისის 11:00 საათიდან, 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 18:28

ეკონომიკა

საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო შეღავათებს დაუწესებს

საოჯახო ტიპის და საშუალო ზომის სასტუმროები, რომელთა მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური სქემა.