imedi /  01 ივლისი 2019, 12:13 / სანდო წყარო

საქართველოში ტურისტების შემოსაყვანად National Geographic-ი პროექტს იწყებს

ტურისტები

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დადებითად აფასებს ამერიკული ტურისტული კომპანიის MIR Corporation-ისა და National Geographic-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანისა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა სწორედ National Geographic-ის ეგიდით შემოვლენ ტურისტები. 

"ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტების ნაკადების შეიძლება მეტი იყოს და პოტენციალი დიდია, სწორედ National Geographic-ის ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

გიორგი გახარია: ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს შეეფერება

„კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე

21 თებერვალი 2020, 14:57

საქართველო

მამუკა ხაზარაძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ იყო

ჩემთვის ვანო მერაბიშვილი გახდება პოლიტპატიმარი იმის მერე, თუ მას საპყრობილეში თავიდან შეაბრუნებენ. მანამდე მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარი იყო, ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:50

საქართველო

გიორგი გახარია: დანაშაულის დაფიქსირებისას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

ყველა იმ შემთხვევისას, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:44

საქართველო

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.

ვლადიმერ პუტინი

21 თებერვალი 2020, 14:44

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა რიგ ქვეყნებს არ აწყობს, რადგან ეს მათ გლობალურ კონკურენტს ქმნის

„რუსეთისა და უკრაინის ძალისხმევის, შესაძლებლობების და კონკურენტული უპირატესობების ნებისმიერი გაერთიანება ნიშნავს კონკურენტის შექმნას ევროპაში და მსოფლიოში. ეს არავის სურს. ამიტომაც ყველაფერს იღონებენ, რათა დაგვაშორონ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 14:42

საქართველო

გიორგი გახარია: ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი

ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის დაწყების ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა. პრემიერის თქმით, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარია არასერიოზულია.

21 თებერვალი 2020, 14:37

საქართველო

გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ-ინსპექტორებსა და დაღუპული პოლიციელის მეუღლეს გასაღებები პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში გადასცეს.

თამარ ბერუჩაშვილი

21 თებერვალი 2020, 14:35

საქართველო

თამარ ბერუჩაშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ოფიციალურ წარმომადგენლად განაგრძობს მუშაობას

„ჩემს საქმიანობას განვაგრძობ ლონდონში, როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის შტაბბინა ლონდონშია. ამ პოზიციას მე ვიკავებდი 4 წლის განმავლობაში, ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პოსტის პარალელურად. ამჯერად საზღვაო დიპლომატია ჩემი საქმიანობის მთავარი თემა იქნება.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

ვახტანგ გომელაური მასსა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირებას უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მასსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის შესახებ გაკეთებულ კომენტარს.

ნათია თურნავა

21 თებერვალი 2020, 14:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნოპარკში სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავა

21 თებერვალი 2020, 14:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სტარტაპების მხარდაჭერის პირველ პროგრამას, რომელიც 100 000-იანი გრანტებით დაფინანსებას გულისხმობდა. მინისტრის თქმით, პროგრამისადმი ინტერესი იყო ძალიან დიდი და საჭირო გახდა მისი შემდგომი გაგრძელება, პროგრამას მთავრობის მხრიდან დაემატა 650 000-იანი გრანტები.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:18

საქართველო

ვახტანგ გომელაური: კიბერშეტევების პრევენციისთვის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ

„რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, საფრთხე უფრო იზრდება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, იქვე ჩაიკეტოს, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როჯერ სტოუნი

21 თებერვალი 2020, 14:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველს სასამართლომ 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ როჯერ სტოუნი დამნაშავედ სცნო ცრუ ჩვენების მიცემაში, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში და კონგრესის მიერ გამოძიების ჩატარების ხელის შეშლაში. ბრალდების ვერსიით, როჯერ სტოუნმა აშშ-ს კონგრესს დაუმალა, რომ 2016 წელს შეეცადა ჯულიან ასანჟისგან კომპრომატი მოეპოვებინა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ.

21 თებერვალი 2020, 14:11

საქართველო

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა, - უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:07

საქართველო

ვახტანგ გომელაურს „დამხობის“ შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადება არასერიოზულად მიაჩნია

ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ერთ წელიწადში დაასრულებს, ვახტანგ გომელაურმა არასერიოზული უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ.

21 თებერვალი 2020, 13:56

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

არჩილ თალაკვაძემ მააიკე ვან კოლდამს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ხანძარი

21 თებერვალი 2020, 13:50

ძალოვნები

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

გლდანი-ნაძალადევის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თემქის დასახლებაში, მემატიანის მემორიალთან, ხეები და ბუჩქები იწვის. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი დაახლოებით, 3-4 ჰექტარზეა გავრცელებული.

სტივენ და მიკაელა სპილბერგი

21 თებერვალი 2020, 13:48

ტაბლოიდი

სტივენ სპილბერგის შვილი პორნომსახიობი გახდა

მისი თქმით, ის არ აპირებს, ვიდეოში პარტნიორთან სექსით დაკავდეს და ამიტომაც სოლო პორნო ვიდეოების ჩაწერა დაიწყო. მიკაელა სპილბერგი იმედოვნებს, რომ ახალი კარიერა მას დაეხმარება მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს.

მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ისინი შიგნიდან გვიტევენ, რუსები - გარედან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ

მისი თქმით, პოლიტპატიმრობის მათი ფორმულა ასეთია: თუ დანაშაული ჩაიდინე 2003-2012 წლებში, იქნება ეს მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ სხვა რამ, ყველა შემთხვევაში პოლიტპატიმარი ხარ და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს.

გედევან ფოფხაძე

21 თებერვალი 2020, 13:25

საქართველო

გედევან ფოფხაძე: გაიწმინდოს პოლიტიკური სპექტრი ვანო მერაბიშვილის და მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან

დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა წლების წინ უნდა დაესრულებინა. ამის შესახებ დეპუტატმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა. ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.