Imedi /  02 ივლისი 2019, 13:36 / სანდო წყარო

„პარაგრაფი“ ევროპაში საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა

სასტუმრო „პარაგრაფი“

სასტუმრო „პარაგრაფი“

Marriott International-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, რომელსაც "პარაგრაფის" გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკი ესწრებოდა.

„ერთი წლის თავზე ამ ნომინაციაში გამარჯვება ძალიან დიდი წარმატებაა. სასტუმრო „პარაგრაფმა“ მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა  და მოიპოვა მნიშვნელოვანი და პრესტიჟული  ჯილდო - 2018 წლის საუკეთესო სასტუმროს სახელი“, რაც ქართული სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდის დამსახურებაა, - განაცხადა ფარვიზ იურჩიკმა.

Marriott International-ი საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს. „მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ამით ნამდვილად ვამაყობთ. როგორც ცნობილია, ევროპაში 300-მდე „ფრენჩაიზ“ სასტუმროა და ამ ნომინაციაში გამარჯვება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება სასტუმროს, მისი სტუმრების, „მარიოტისა“ და „ავტოგრაფის“ ბრენდისადმი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელია“, - განაცხადა მარიოტის ევროპის ფრენჩაიზინგის ვიცე პრეზიდენტმა მორტენ სკუმსრუდმა. 

გახსნის დღიდან რეკორდულ პერიოდში - დაახლოებით ერთ წელიწადში - შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ „Marriott International“-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, „Autograph Collection“-ის ბრენდის ევროპის სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ მაღალი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს ლონდონში, მილანში, ბარსელონაში, რომში და სხვა ევროპულ ქალაქებში მოქმედ სასტუმროებს.  

შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის „Marriott International“-ის „ფრენჩაიზის“ ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია არა მხოლოდ  „Autograph Collection“-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს, მართოს „მარიოტის“  საერთაშორისო ქსელში არსებული სხვა ბრენდებიც მთელი საქართველოს მასშტაბით.

„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მეტრზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.  პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“  პირველი სასტუმროა, რომელიც „Marriott“-ის ქსელის „Autograph Collection“-ის ბრენდის სტატუსით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2020 წლის ბოლომდე კი თბილისში, თავისუფლების მოედანზე (ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე) და თაბორის ქედზე კიდევ ორი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რომლებიც Marriott-ის ქსელის Autograph Collection-ისდა Luxury Collection-ის ბრენდების სტატუსით დაიწყებენ ოპერირებას.

2022 წლისთვის, სოლოლაკის მაღლობზე, ამავე ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო და მასშტაბური საკონფერენციო ცენტრი გაიხსნება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა რომლის მთავარი მიზანია საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 12 პროექტს აერთიანებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი მეშვეობით საქართველოში ჯამურად 6 000-მდე დროებითი და პერმანენტული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 13:54

სამართალი

ომბუდსმენის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.

14 აგვისტო 2020, 13:53

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 065 შემთხვევა გამოვლინდა, 114 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 912 823 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 15 498 ადამიანი, 722 964-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

14 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

თორნიკე რიჟვაძე

14 აგვისტო 2020, 13:47

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ?

ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“, - განაცხადა რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ენდობა.

მიხეილ რამიშვილი

14 აგვისტო 2020, 13:31

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: საქმით ჩანს, რომ გამოძიება მუშაობს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე და არა - მკვლელობის

„კითხვა იქნება მრავალი. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. არსებული გარემო აბსოლუტურად მიუღებელია. მე აქ ბრალდებულის ინტერესებს არ ვიცავ, მე ვიცავ დაზარალებული ინტერესებს და ეს გარემო და ფონი, ფსიქოლოგიურად, ცოტა, მიუღებელია. ვერსიებზე მუშაობენ, მაგრამ საქმით საპირისპირო მტკიცდება. ისინი სამივე ვერსიაზე მუშაობენ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც მხარისთვის, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის მხარისთვის, საქმით, მუშაობენ თვითმკვლელობაზე და არა -მკვლელობაზე“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 აგვისტო 2020, 13:30

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს.

14 აგვისტო 2020, 13:29

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 1723 შემთხვევაში დადასტურდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. საერთო ჯამში, უკრაინაში COVID-19-ით 87 872 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2011-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 46 797 პაციენტი.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

14 აგვისტო 2020, 13:22

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსებს აღარასოდეს მოუნდებათ ამ ხელისუფლებასთან თანაცხოვრება

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, იმ უბნესი, სადაც კომისიამ ხმები სწორად დათვალა, მან ამომრჩეველთა ხმების 60-70% მიიღო.

14 აგვისტო 2020, 13:11

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირება გრძელდება. ეპიდემიოლოგები დილიდან დაავადებული პაციენტების ახლო კონტაქტებს იკვლევენ, თუმცა აქ COVID-19-ზე გამოკვლევა სურვილის მიხედვით, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ.

თამარ გაბუნია

14 აგვისტო 2020, 13:10

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალის სოლიდური ნაწილი საცხოვრებელ პირობებში დაინფიცირდა

„არის შემთხვევები, როდესაც პერსონალი რამდენიმე ადგილზე მუშაობს. სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს, თუმცა სამედიცინო პერსონალის დეფიციტიდან გამომდინარე, ამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა ყოველთვის ასე სწრაფად ვერ მოხერხდება, მაგრამ არის ალტერნატიული გზები, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ვამუშავებთ. ესაა ორკვირიანი მონაცვლეობა, მორიგეობა და პერსონალის ტესტირება. დღეს ტესტირება ყველაზე კარგი დაცვაა იმისთვის, რომ პერსონალი შემოწმებული და დაცული იყოს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ორსული

14 აგვისტო 2020, 13:09

რეგიონი

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ორსულებში ტყვიის შემცველობაზე კვლევას დაიწყებს

ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირება, დღეს არსებულ მდგომარეობა და სახელწიფოს სტატეგია, - ამ საკითხებზე ბათუმში კონფერენცია ტარდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, აჭარის მთავრობის წევრები და გაეროს ბავშვთან ფონდის წარმომადგენლები ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენაზე, ასევე სწრაფ რეაგირებაზე მსჯელობენ.

14 აგვისტო 2020, 13:06

სამართალი

თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა

„აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია“ - აცხადებენ კომპანიაში.

14 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ათავისუფლებენ

გათავისუფლებულების ნაწილი წამებისა და გადავსებული საკნების შესახებ საუბრობს. ზოგიერთს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში 6700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში არჩევენების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

14 აგვისტო 2020, 12:58

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ქანდის, ქვემო წეროვნის და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 12:55

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება.

ჯასინდა არდერნი

14 აგვისტო 2020, 12:42

COVID19

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ქალაქ ოკლენდში კორონავირუსის გამო დაწესებული მე-3 დონისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაწესებული მე-2 დონის შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდება.

14 აგვისტო 2020, 12:37

რეგიონი

მეთხილე ფერმერები წელს 50-დან 55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა.

14 აგვისტო 2020, 12:30

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

14 აგვისტო 2020, 12:24

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

14 აგვისტო 2020, 12:17

COVID19

პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა.