imedi /  06 ივლისი 2019, 10:57 / სანდო წყარო

საოკუპაციო ხაზთან ფერმერებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

შიდა ქართლი

შიდა ქართლი

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.

დაზიანების შესახებ შემოსულია 700-ზე მეტი შეტყობინება. ზარალები სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მკვიდრს, ალექსანდრე ვალიშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა სამი ნაკვეთი და გაუნადგურდა მოსავლის 98%, 100% და 95%.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის გუბერნიის და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსანდრე ვალიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა.

კომპანია „ალდაგი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 13,609.60 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 0.79 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 372.22 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. 

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12,466 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 6,904 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,884,023 ლარი შეადგინა.

დაზღვეულია 12,212 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 110,738,197 ლარია. 

ყველა სიახლე

პროპორციული არჩევნები ბაქრაძე

14 ნოემბერი 2019, 15:47

საქართველო

ევროპული საქართველო მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველო" მხარდამჭერებს 19:00 საათისთვის პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს აქცია არა პოლიტიკური, არამედ პარტიების დასაცავად იქნება.

კვლევა

14 ნოემბერი 2019, 15:36

ტექნოლოგიები

კლიმატის ცვლილები ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დათბობის გამო, მატულობს შიმშილის, ინფექციური დაავადებების, წყალდიდობების და გაუსაძლისი სიცხის რისკი. ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვებს კი სხვადასხვა სახის დაავადება ემუქრებათ, მათ შორის ისეთიც, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე სამუდამო კვალს დატოვებს.

სიმპსონები

14 ნოემბერი 2019, 15:29

კულტურა

Disney+-მა „სიმპსონებიდან“ ის სერია ამოიღო რომელშიც მაიკლ ჯექსონი მონაწილეობს

ამ სერიით, 1991 წელს "სიმპსონების" მესამე სეზონი დაიწყო. მოწვეული სტუმრის სტატუსით, ეპიზოდში მაიკლ ჯექსონი მონაწილეობდა, ის ლეონ კომპოვსკის ახმოვანებდა, რომელსაც ჰომერ სიმპსონი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შეხვდა.

Motorola

14 ნოემბერი 2019, 15:27

ტექნოლოგიები

Motorola-მ დასაკეცი ტელეფონის ახალი ვერსია წარადგინა

ახალი Razr-ი ისეთივე თხელია, როგორც 2004 წლის ორიგინალი ვერსია. მთავარი ეკრანი დიაგონალურად 6,2 დიუმიანია. დახურვის შემთხვევაში Razr-ის დამატებითი მინიდისპლეი 2,7 დიუმიანია. მასზე შესაძლებელია შეტყობინების წაკითხვა, მათზე პასუხის გაცემა, მუსიკის მოსმენა და სელფის გადაღებაც კი.

საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 15:13

საქართველო

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სამანქანო გზა გადაკეტეს

როგორც სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა თქვა, მოძრაობა ყველა პარტიას სამოქალაქო ჯგუფს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. "ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ყველა უნდა გამოვიდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ", - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ბადრი პატარკაციშვილი

14 ნოემბერი 2019, 14:48

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მცენარეული აბები

14 ნოემბერი 2019, 14:38

ტექნოლოგიები

ონკოლოგები: მცენარეული აბები ონკოპაციენტებისთვის საზიანოა

ლისაბონში გამართულ მკერდის კიბოს საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი მცენარეული პრეპარატის ინგრედიენტმა შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობის კურსს ხელი შეუშალოს. გამოცემის ცნობით, ნივრის, ჯანჯაფილის და გინგკოს შემცველი აბები მკერდის კიბოს პაციენტებში ჭრილობების შეხორცებას და აღდგენის პროცესს აფერხებს.

მამუკა მდინარაძე

14 ნოემბერი 2019, 14:37

საქართველო

მამუკა მდინარაძე რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად გამორიცხავს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია. მამუკა მდინარაძის თქმით, "ერთი გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა არ უნდა ავრიოთ". რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

პიკეტირება პარლამენტი

14 ნოემბერი 2019, 14:29

ძალოვნები

საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. ამის შესახებ შსს-ს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

სალომე სამადაშვილი

14 ნოემბერი 2019, 14:19

საქართველო

სამადაშვილი: დღეს იწყება საერთო ეროვნული მოძრაობა ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად

სამადაშვილის თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციებს გამართავენ, რათა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროპორციული სისტემის პროექტის დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდნა გააპროტესტონ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღესვე სხდომას გამართავს.

14 ნოემბერი 2019, 14:12

საქართველო

აქციის მონაწილეებს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ბლოკირებული აქვთ

მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეებს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ბლოკირებული აქვთ. აქტივისტების თქმით, ისინი იქამდე გამართავენ აქციებს, ვიდრე არ ექნებათ გარანტია, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ერთ-ერთი აქტივისტის გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

დავით ბაქრაძე

14 ნოემბერი 2019, 14:09

საქართველო

ევროპული საქართველო არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიის ნაბიჯები მკვეთრი იქნება, ასევე პარტია არ გამორიცხავს არჩევნების ბოიკოტირებასაც. ბაქრაძის შეფასებით, ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა.

მიხეილ სააკაშვილი

14 ნოემბერი 2019, 13:53

საქართველო

სააკაშვილი: 23 ნოემბერი მოდის და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს

„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი, მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

14 ნოემბერი 2019, 13:48

საქართველო

ვინ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ფოტო და ვიდეო

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3- წინააღმდეგი. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო, 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

14 ნოემბერი 2019, 13:46

საქართველო

თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრიოძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირმა ინაშვილი

14 ნოემბერი 2019, 13:41

საქართველო

ირმა ინაშვილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

„ყველას ვგულისხმობ. მე მიხილავთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ ყველა გაინაწილებს საკუთარ მოედანს. ყველამ უნდა გამოიჩინოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ ის სამარცხვინო ფაქტი, რაც დღეს მოხდა, ყველამ გააპროტესტოს საკუთარ მოედანზე“.

არჩილ თალაკვაძე

14 ნოემბერი 2019, 13:41

საქართველო

თალაკვაძემ თქვა რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები

„2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგები არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თალკვაძემ.

14 ნოემბერი 2019, 13:30

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია

ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრების მიმართულებით ფურცლები ისროლა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა.

აქცია

14 ნოემბერი 2019, 13:27

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ

შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, სამინისტრო დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ამავე დროს თითოეულ კანონდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 13:15

საქართველო

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.