imedi /  18 ივლისი 2019, 12:56 / სანდო წყარო

ანგარიში: აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში წერია.

„აზიის განვითარების პროგნოზის“ (ADO) დამატებაში ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის ზრდის პროგნოზს 5.7%-იან ნიშნულზე, ხოლო 2020 წელს 5.6%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს და ამით უცვლელად ტოვებს აპრილში გაკეთებულ პროგნოზს. ზრდის ეს მაჩვენებლები რამდენადმე ჩამორჩება 2018 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნების ზრდის 5.9%-იან მაჩვენებელს. ახალი ინდუსტრიული ეკონომიკების — ჰონგ-კონგი, ჩინეთი; კორეის რესპუბლიკა; სინგაპური; და ტაიპეი, ჩინეთი, — გამოკლებით, რეგიონული ზრდის პროგნოზი 2019 წლისათვის 6.2%-დან 6.1%-მდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვისაც შენარჩუნდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს (აშშ) შორის სავაჭრო დაძაბულობის გაღრმავება რჩება ამ პროგნოზის შემცირების ყველაზე დიდ რისკფაქტორად, მიუხედავად ივნისის ბოლოს დაზავებისა, რასაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელი უნდა გაეხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო კონფლიქტი გრძელდება, რეგიონში სავარაუდოა მძლავრი, მაგრამ შენელებისადმი მიდრეკილი ზრდის შენარჩუნება,“ - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. „თუმცა, სანამ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა შეთანხმებას არ მიაღწევს, არასტაბილური გარემოს ზემოქმედება რეგიონულ პროგნოზზე გაგრძელდება.“  

აღმოსავლეთ აზიის ზრდის პროგნოზი 2019 წელს 5.6%-მდე კორეის რესპუბლიკაში მოსალოდნელზე დაბალი აქტივობის გამო შემცირდა. უცვლელი რჩება ქვერეგიონის 2020 წლის 5,5%-იანი ზრდის პროგნოზი. ქვერეგიონის უმსხვილესი ეკონომიკის — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზრდაც უცვლელია და 2019 წელს 6.3%, ხოლო 2020 წელს - 6.1%-ს ვარაუდობენ, რადგან პოლიტიკური მხარდაჭერა საშინაო და საგარეო მოთხოვნის ზრდის შენელების კომპენსირებას ახდენს.

სამხრეთ აზიაში ეკონომიკური პროგნოზი მყარია: 2019 წელს ზრდა 6.6% ნიშნულზეა, 2020 წელს — 6.7%-ზე, თუმცა ეს აპრილში გაკეთებულ პროგნოზზე ნაკლებია. ინდოეთის ზრდის პროგნოზი შეიკვეცა 2019 წელს 7.0%-მდე და 2020 წელს 7.2%-მდე, რადგან 2018 წლის ფისკალურმა შედეგმა იმედები ვერ გაამართლა.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისათვის პროგნოზმა მცირედით იკლო 2019 წელს 4.8%-მდე და 2020 წელს 4.9%-მდე, რაც სავაჭრო ჩიხმა და ელექტრონიკის წარმოების ციკლის შენელებამ გამოიწვია. ცენტრალური აზიაში, 2019 წლის ზრდის პროგნოზმა 2019 წლისათვის 4.3%-მდე მოიმატა ყაზახეთის გაუმჯობესებული პროგნოზის ხარჯზე. ცენტრალური აზიის განვითარების 4.2%-იანი პროგნოზი 2020 წლისათვის უცვლელი რჩება. ზრდის პროგნოზი  უცვლელი რჩება წყნარი ოკეანის რეგიონშიც — 2019 წელს 3.5% და 2020 წელს 3.2%, რადგან ქვერეგიონი კვლავაც განაგრძობს ციკლონ გიტასა და ქვერეგიონის უმსხვილეს ეკონომიკაში — პაპუა-ახალ გვინეაში მომხდარი მიწისძვრის შედეგებისგან აღდგენას.

უმსხვილესი ინდუსტრიული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა თავიანთ ზრდის პროგნოზებში უმნიშვნელო შესწორებები შეიტანეს: აშშ-ში 2019 წლისათვის 2.6%-მდე გაიზარდა მაჩვენებელი, ხოლო ევროზონაში 1.3%-მდე იკლო. ზრდის პროგნოზი იაპონიისათვის უცვლელია და წარმოდგენილია 2019 წელს 0.8%-ით, 2020 წელს 0.6%-ით.

აზიის განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის პროგნოზები 2019 და 2020 წლებისათვის მეტობით შესწორდა 2.5%-დან 2.6%-მდე, რაც ასახავს ნავთობის მაღალ ფასებს და სხვადასხვა საშინაო ფაქტორებს, როგორიცაა აფრიკული ღორის ცხელების უწყვეტი ეპიდემია რამდენიმე აზიურ ქვეყანაში, რაც, სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის რეგიონში ღორის ხორცის ფასის ზრდას გამოიწვევს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

07 აგვისტო 2020, 21:58

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა.

კახა კალაძე

07 აგვისტო 2020, 21:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას

ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

07 აგვისტო 2020, 21:52

საზოგადოება

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პირველადი ანგარიში განიხილეს

შეხვედრაზე სტრატეგიის პირველადი ანგარიშის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე, გერმანული და ბერძნული კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა წარმოადგინა. მაია ბითაძის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე არსებობს კონცეპტუალურ დონეზე შექმნილი მოდელი, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ნარჩენების ადგილზე სეპარირებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლა არის ყველაზე სწორი გზა ქალაქში მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ.

07 აგვისტო 2020, 21:52

მსოფლიო

ინტერპოლი ბეირუთში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის

ინტერპოლი ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

07 აგვისტო 2020, 21:47

საზოგადოება

დიდ დიღომში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ჩიქოვანი

07 აგვისტო 2020, 21:40

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას

„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა განიცადა. ეს ტკივილი ზუგდიდში ყველაზე მეტად დავით ჯიქიას, ბადრი ბერანძის, კობა სერგიას და სერგო გოროზიას ოჯახებს მიადგათ. მათ დაკარგეს ახალგაზრდა შვილები, თუმცა ამაყები არიან, რომ გაზარდეს ვაჟკაცები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს“, – ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება.

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 21:29

საზოგადოება

ლუსი ფლინი: საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად საზოგადოების ჯანმრთელობას მიიჩნევს და არ გამიკვირდება თუ სახმელეთო საზღვრები გარკვეული დროით დახურული დარჩება

ვერც ერთმა ქვეყანამ, რომელიც გასულ წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, ვერ მოახერხა კორონავირუსის შეჩერება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აშშ-დან ყოველდღე აქვეყნებს ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს და იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო გასულ წელს ვიზიტორებით უზრუნველყვეს, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.

07 აგვისტო 2020, 21:22

მსოფლიო

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 123 - დაშავდა

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 123 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 21:12

COVID19

პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აგვისტო 2020, 20:40

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: დიდი შრომა არის ჩადებული, რომ გაგვეხარებინა ბავშვები, რომლებიც უღრუბლო საქართველოში ცხოვრებას იმსახურებენ

დიდი შრომა არის ჩადებული, რომ გაგვეხარებინა ბავშვები, 251 ოჯახი, 1 000 ადამიანი, რომლებსაც დამსახურებულად ეკუთვნით, იცხოვრონ შიშის გარეშე და საკუთარი სახლი ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დირსის“ კომპლექსში განაცხადა, სადაც 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლები გადაეცა.

07 აგვისტო 2020, 20:36

პოლიტიკა

აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს

2020 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომადგენლებმა დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა.

 ირაკლი ბერაია

07 აგვისტო 2020, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი ბერაიამ ​რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“. ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა და მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მთავარი მომლაპარაკებელი ლაშა დარსალია, საერთაშორისო ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

გიიორგი გახარია

07 აგვისტო 2020, 20:25

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანად, ყოველდღიური შრომით, სწავლით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით

არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 251 დევნილი ოჯახისთვის დირსის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

07 აგვისტო 2020, 20:19

COVID19

იტალიაში ბოლო 2 თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 28 მაისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

07 აგვისტო 2020, 20:05

კულტურა

განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

07 აგვისტო 2020, 20:01

მსოფლიო

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ინდოეთში, ქალაქ კოჟიკოდეში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

07 აგვისტო 2020, 19:51

მსოფლიო

მგზავრის მიერ სამედიცინო ნიღბის მორგებაზე უარის თქმის გამო, Air Europa-ს თვითმფრინავი იძულებით დაჯდა

ესპანეთში, ავიაკომპანია Air Europa-ს თვითმფრინავი, რომელიც კანარის კუნძულებიდან მადრიდის მიმართულებით მიფრინავდა, მგზავრის მიერ სამედიცინო ნიღბის მორგებაზე უარის გამო ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მალაგაში იძულებით დაჯდა. მომხდარზე ინფორმაციას ესპანური სააგენტო EFE ავრცელებს.

ირაკლი სესიაშვილი

07 აგვისტო 2020, 19:48

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე იყო შეცდომები, რისი წინაპირობაც უგუნური პოლიტიკა იყო

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ოკუპაციას, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

07 აგვისტო 2020, 19:44

მსოფლიო

აშშ-მა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კერი ლამს პოლიტიკური თავისუფლების შელახვისთვის სანქციები დაუწესა.