imedi /  26 ივლისი 2019, 10:55 / სანდო წყარო

IFC ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ „თიბისი ჯგუფში“ თანამდებობების დატოვებას მიესალმება

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. IFC მიესალმება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ "თიბისი ჯგუფში" თანამდებობების დატოვებას.

"საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ინფორმირებულია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების და თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ.

ჩვენ მივესალმებით თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მთელი ყურადღება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს დაუთმონ. „თიბისი ბანკს“ წამყვანი როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში და ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან.

IFC იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წელს „თიბისი ბანკის“ აქციონერი გახდა და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ „თიბისი ბანკის“ ჯგუფის მხარდაჭერას. საბანკო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია განვაგრძოთ ფინანსური სექტორის განვითარების და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა", - წერია განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

9 ივლისს კი გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:27

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან შექმნან ცრუ ინფორმაციები

ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმაც, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 12:26

კულტურა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ფილმის პროდიუსერმა ნანა ჯანელიძემ განაცხადა, „კინო საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხრიდან ადამიანების დიდი და განსხვავებული ჯგუფები ჩართოს ერთმანეთთან დიალოგში“.

27 ოქტომბერი 2020, 12:22

რეგიონი

სოფლის მეურნეობის მინისტრი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში ფერმერებს შეხვდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, შპს „ბლუბერის“ კუთვნილ ლურჯი მოცვის პლანტაციაში გურიის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 12:22

რეგიონი

ნათია თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ

ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლების გაზიფიკაციაზე. ამ რაიონებში, ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. „ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მინდა ავღნიშნო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებს ჩვენ გარდა ამისა, დავეხმარეთ არა მარტო გაზის შეყვანით არამედ, გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის საკუთარ ოჯახებში მიღება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

27 ოქტომბერი 2020, 12:17

COVID19

ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში COVID19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა.

პაულო დიბალა

27 ოქტომბერი 2020, 12:16

სპორტი

მედია: პაულო დიბალამ „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა

ინგლისური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „არისტოკრატები“ მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ ტურინელებს 80-დან 100 მილიონ ევრომდე ფარგლებში თანხა გადაუხადონ და მას ისეთი ხელფასი დაუნიშნონ, რომ არგენტინელი ფორვარდი კმაყოფილი დარჩეს.

27 ოქტომბერი 2020, 12:07

პოლიტიკა

Middle East Institute: არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსკოვის მხრიდან ზეწოლის საპასუხოდ დასავლელმა პარტნიორებმაც მოსინჯონ გზები, რათა დაეხმარონ როგორც საქართველოს, ისე საკუთარ თავსაც

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის მავნებლური საქმიანობის შესწავლის მხრივ, საქართველო უნდა განიხილებოდეს, როგორც პარტნიორი, სადაც ბევრად მეტი მხარდაჭერისთვის პერსპექტივის გარდა, აქ არსებობს უცხოელი მკვლევრების მეტი ჩართულობის შესაძლებლობებიც.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 11:59

რეგიონი

ნათია თურნავა: ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, განსაკუთრებით კი სამეგრელოში

ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლამდე სამეგრელოში საკმაოდ დაბალი იყო გაზიფიცირების დონე.

ლევან გორგაძე

27 ოქტომბერი 2020, 11:53

სპორტი

ლევან გორგაძე მაკუუჩი დივიზიონში რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა

ნოემბრის ბაშოს დაწყების წინ, იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და გაირკვა მომავალი თვის სუპერტურნირზე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 11:49

რეგიონი

ნათია თურნავა: 2013 წლიდან, ჩვენ შევცვალეთ აქცენტები და ძირითადად, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ

თუ 2012 წლამდე აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ თბილისზე და მხოლოდ თბილისი იყო დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით. 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენ შევცვალეთ აქცენტები და ძირითადად, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, წალენჯიხის რაიონი მალე სრულად გაზიფიცირდება. „ლოგიკურია, რომ წალენჯიხიდან, მაქვს პატივი წარმოვუდგინო საზოგადოებას, როგორ მიმდინარეობს ჩვენი მასშტაბური გაზიფიცირების პროგრამა. დღეს წალენჯიხა, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ შევპირდით, რომ აქ გაივლიდა მილი და იქნებოდა გაზი. დღეს მათ უკვე შეუძლიათ მიმართონ გაზგამნაწილებელ კომპანიებს და ისარგებლონ ამ სიკეთით. უახლოეს თვეებში გეგმის თანახმად კიდევ 13 თემის 49 სოფლის გაზიფიცირება და პრაქტიკულად სრულად იქნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გაზის ინფრასტრუქტურით. ასეთივე ტემპით ვახორციელებთ გაზიფიცირებას მთელ საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

27 ოქტომბერი 2020, 11:49

პოლიტიკა

ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა

ფორუმის მიზანს წარმოადგენს საქართველო-გერმანიას შორის არსებული ტრადიციულად კარგი ურთიერთობების განმტკიცება და გაფართოება, გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.

ბერდია სიჭინავა

27 ოქტომბერი 2020, 11:45

COVID19

ბერდია სიჭინავა: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, დღეის მდგომარეობითაც პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ

ბერდია სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 11:44

ეკონომიკა

გიორგი გახარია: 2024 წლისთვის საქართველოს 2 მილიონ 800 მოქალაქეს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება

დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანის, გაზიფიცირების შემდგომ არის სასმელი და საირიგაციო წყალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხაში ქვეყნის გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

დავით სერგეენკო

27 ოქტომბერი 2020, 11:42

პოლიტიკა

დავით სერგეენკო ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს. დავით სერგეენკო ამჯერად ვაშლიჯვრის ამომრჩეველს შეხვდა. საუბარი შეეხებოდა მის გეგმებს, თუ რას აპირებს არჩევნებში გამრჯვების შემთხვევაში.

27 ოქტომბერი 2020, 11:36

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 712 თბილისში, 545 კი აჭარაში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 11:35

საზოგადოება

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს იაქტიურონ და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება

ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

27 ოქტომბერი 2020, 11:26

რეგიონი

მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სერგიეთის და ბობოთის გაზიფიცირება, საერთო ჯამში აშენდება 26 403 გრძივი მეტრის გაზსადენი და გაზიფიცირდება კიდევ 434 აბონენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 11:23

ეკონომიკა

გიორგი გახარია: 2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს

მთავრობა ვალდებულია, ყოველდღიურად მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების პრაქტიკული პირობები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმისდა მიუხედავად თუ სად ვცხოვრობთ - თბილისში, ბათუმში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა თუ თელავში, ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მნიშვნელობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს წალენჯიხაში საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაზე.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 11:22

რეგიონი

გიორგი გახარია: საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში

გიორგი გახარიას თქმით, ეს საკმარისი არ არის და ამიტომაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021-დან 2024 წლამდე გააგრძელოს გაზიფიცირების სამთავრობა პროგრამა, რომლის შედეგი იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 11:21

რეგიონი

ნათია თურნავა: მინდა წალენჯიხას ეს ისტორიული დღე მივულოცო, რადგან ისტორიაში პირველად, აქ ბუნებრივი აირი შემოვიყვანეთ

„ჩვენ ეს შედეგი დაპირებისამებრ განვახორციელეთ. ლოგიკურია, რომ სწორედ აქედან, წალენჯიხიდან მაქვს პატივი, რომ მოკლე ანგარიში მოვახსენო საქართველოს მოსახლოებას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა. დღეს წალენჯიხა, რომელსაც რამდნიმე თვის წინ შევპირდით, რომ აქ გაივლიდა მილი და იქნებოდა გაზი, დღეს უკვე შეუძლიათ მიმართონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს და ამ სიკეთით ისარგებლონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.