imedi /  30 ივლისი 2019, 08:33 / სანდო წყარო

მექსიკაში კონფისკაციის შედეგად ამოღებული ძვირფასეულობა აუქციონზე გაიყიდა

მექსიკა აუქციონი

მექსიკაში უნიკალური აუქციონი მოეწყო, სადაც ადგილობრივი კრიმინალური ბანდებისგან კონფისკაციის გზით ამოღებული ძვირფასეულობა გაყიდეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ვაჭრობას სიმბოლური სახელი „რობინ ჰუდი“ ერქვა, აუქციონის იდეის ავტორი კი მექსიკი პრეზიდენტი იყო. აუქციონისგამ მიღებული თანხა მისი და ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ღარიბი მოსახლეობის დახმარების ფონდში ჩაირიცხა.

მანამდე მთავრობამ აუქციონზე კორუმპირებული პოლიტიკოსების და ბანდიტური დაჯგუფების წევრების ძვირადღირებული ავტომობილები გაყიდა.

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 ნოემბერი 2019, 23:40

მსოფლიო

ნეთანიაჰუს ბრალდებების გამო ისრაელში წელს შესაძლოა მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

ნეთანიჰუს შეუძლია ნებაყოფლობით ისევე თქვას უარი საპარლამენტო იმუნიტეტზე, როგორც ეს მანამდე ქნესეთის იმ წევრებმა გააკეთეს, რომლებსაც სხვადასხვა ბრალდებები წაუყენეს, მაგრამ შეუძლია ეს არც გააკეთოს. მაშინ უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტს, მოუხსნიან თუ არა მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტს.

ვიკინგები მონეტები

22 ნოემბერი 2019, 23:35

მსოფლიო

ბრიტანეთში 4 კაცი ვიკინგების განძის მითვისებისთვის გაასამართლეს

4 წლის წინ ორმა მოყვარულმა არქეოლობმა ჰერეფორდშირის საგრაფოს ერთ-ერთ მინდორზე ჩამარხული ანგლო-საქსონური პერიოდის 300 მონეტა აღმოაჩინეს. მათ მთავრობას აღმოჩენის შესახებ არაფერი უთხრეს და განძი გადამყიდველებს მიჰყიდეს.

ერთა ლიგა

22 ნოემბერი 2019, 23:23

სპორტი

ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში ფინალი საქართველოში გაიმართება

22 ნოემბერს ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრა გაიმართაწილისყრის შედეგად გაირკვა, რომ 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ბელარუსიის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ შეხვედრას 31 მარტს, საკუთარ მოედანზე გამართავს.

კრიშტიანუ რონალდუ

22 ნოემბერი 2019, 23:07

სპორტი

მაურიციო სარიმ რონალდუ „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ამის შესახებ იტალიური კლუბის Twitter-ის გვერდზე წერია. იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბის განაცხადის მიღმა მხოლოდ ორჯერ აღმოჩნდა.

მოჰამად ჯავად აზარი-ჯარომი

22 ნოემბერი 2019, 23:03

მსოფლიო

ვაშინგტონმა ირანის ინფორმაციის მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრმა უშუალო მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში მასშტაბური ინტერნეტ-ცენზურის დაწესებაში, ამიტომ ვაშინგტონმა მისი აშშ-ში არსებული აქტივები გაყინა, თავის მოქალაქეებს კი მინისტრთან გარიგებების გაფორმება აუკრძალა.

ჟან-კლოდ ვანდამი

22 ნოემბერი 2019, 22:31

ტაბლოიდი

აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ჟან-კლოდ ვანდამს ძეგლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ცნობილ მსახიობ ჟან-კლოდ ვან დამს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის ავტორი შაკირ ემინბეილია, მისი იდეა კი მოქანდაკე აზად ალიევმა განახორციელა. მსახიობის ოფიციალურ გვერდზე ქანდაკების ფოტო გამოქვეყნდა, ვანდამმა მის შექმნელებს მადლობა გადაუხდა.

ჩაგოსის არქიპელაგი

22 ნოემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ჩაგოსის კუნძულების დაბრუნებაზე უარის თქმის გამო ბრიტანეთს კოლონიალიზმში ადანაშაულებენ

ჩაგოსი უკანასკნელი ტერიტორიაა აფრიკაში, რომელსაც ბრიტანეთი აკონტროლებს. ბრიტანელები არქიპელაგს 1814 წლიდან მართავენ. მავრიკიში ამტკიცებენ, რომ 1968 წელს არქიპელაგზე უარის თქმა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ მოუწიათ.

ჯეფრი ეპშტეინი

22 ნოემბერი 2019, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის გენპროკურორი ჯეფრი ეპშტეინის სიკვდილს შეცდომების სერიას აბრალებს

ამის შესხებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა. „მესმის იმ ადამიანების, ვინც ყველაზე ცუდი სცენარი წარმოიდგინა, რადგნ ეს შეცდომების იდეალური შტორმი იყო“, - განაცხადა ბარმა. მილიარდერმა თავი 10 აგვისტოს მოიკლა.

დაკავებულები

22 ნოემბერი 2019, 21:59

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული 3 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს. მანამდე სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვიკინგები

22 ნოემბერი 2019, 21:47

კულტურა

ნორვეგიაში ვიკინგების კიდევ ერთი ხომალდი იპოვეს

„ამ აღმოჩენას შესაძლოა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდეს“, - განაცხადა ნორვეგიის კლიმატისა და ეკოლოგიის მინისტრმა ულა ულვესტუენმა. არქეოლოგების თქმით, ჯერ ადრეა გემის ზუსტ ასაკზე საუბარი, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ის 1000 წელს მეტი ხნისაა.

NGC 6240

22 ნოემბერი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ერთ გალაქტიკაში სამი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

გალაქტიკა NGC 6240 მზიდან 300 მილიონი მზის სინათლის მანძილზე მდებარეობს. სავარაუდოდ ის ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ამის გამო სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ასეთი შერწყმის გამო გალაქტიკაში ორი ხვრელი იქნებოდა, მაგრამ დაკვირვების შედეგად მესამეც აღმოაჩინეს.

ერაყი

22 ნოემბერი 2019, 21:06

მსოფლიო

ერაყში მორიგ შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა

ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 320-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია.

Amnesty International

22 ნოემბერი 2019, 20:56

საქართველო

Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა, მის გატაცებას თვითნებური უწოდა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეჟიმმა მას კომპენსაცია უნდა დაუნიშნოს. Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს.

მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2019, 20:40

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

რომის პაპი ფრანცისკე

22 ნოემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

რომის პაპის აზრით ტექნოლოგიები და გლობალიზაცია ახალგაზრდებს უნიკალურობას ართმევს

82 წლის ფრანცისკემ ასეთი განცხადება ტაილანდში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ახალგაზრდებს წინაპრების მიერ შემონახული კულტურული ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ადგილობრივ ღირებულებებზე უარს საერთო, გლობალური მოდელის გამო უარს ამბობენ, რასაც სოციალური ქსელების განვითარება უწყობს ხელს.

სოხუმი სროლა

22 ნოემბერი 2019, 20:14

ძალოვნები

სოხუმში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სოხუმში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 3 კი დაშავდა. შემთხვევა რესტორან „სან-რემოსთან“ მოხდა. ცეცხლი უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გახსნეს. მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

სილვიო ბერლუსკონი

22 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა

ინციდენტი ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში მოხდა. 83 წლის პოლიტიკოსმა ტრავმა მაშინ მიიღო, როცა მასთან ფოტოს გადაღების მსურველების სიმრავლის გამო ჭყლეტა დაიწყო. კონგრესის დასრულების შემდეგ ბერლუსკონი იტალიაში დაბრუნდა და შემოწმება მილანის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

22 ნოემბერი 2019, 19:53

ტექნოლოგიები

ინჟინრებმა გამოიგონეს უსადენო კანი, რომელსაც შეხების შეგრძნების გადაცემა შეუძლია

მოხუცი ქალი ვიდეოკავშირის საშუალებით სხვა ქალაქში მყოფ შვილიშვილს ელაპარაკება. რაღაც მომენტში ბავშვი ბებიას გამოსახულებას ხელით ეფერება და ბებიაც რეალურ შეხებას გრძნობს; კაცი მხარის რობოტიზებული პროტეზით რიგრიგობით იღებს ჭიქას, მარკერს და სმარტფონს და მის სახეზე გაკვირვებული ღიმილი ჩნდება.

ტოდ ფილიპსი და ხოაკინ ფენიქსი

22 ნოემბერი 2019, 19:39

კულტურა

ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უარყო

ფილმის სპეციალურ ჩვენებაზე ფილიპსმა განაცხადა, რომ სტუდია Warner-ის ხელმძღვანელ ტობი ემერიხს არ შეხვედრია, შესაძლო სიქველზე საუბრები კი ამ ეტაპზე მხოლოდ საუბრებად რჩება. ინფორმაცია გაგრძელების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „ჯოკერის“ შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

22 ნოემბერი 2019, 19:32

ძალოვნები

სუს-ი პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. უწყება ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება.