imedi /  01 აგვისტო 2019, 13:41 / სანდო წყარო

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ივლისის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის" თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შემცირებულია. ანგარიშის თანახმად, 2019 წლის პირველი კვარტალის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) წლიური ზრდა 4.9% იყო, ხოლო მეორე კვარტალში ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5% შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ბოლო პერიოდში გამოკვეთილი რისკებისა, 2019 წლის პირველ ნახევარში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად გაზრდილი საგარეო მოთხოვნით იყო განპირობებული. "თუმცა, ფისკალური ხარჯების გააქტიურებისა და სესხების ზომიერი ზრდის მიუხედავად, სუსტი იყო მოხმარების ზრდა და ინვესტიციები. ამდენად, წინა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის შემცირების რისკები კვლავ სახეზეა", - წერია ივლისის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში".

ანგარიშის მიხედვით, გამოკვეთილი საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019-2020 წლების რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა. აქვე ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა კვარტალში დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური დეფიციტის ზომა მეტ რისკს შეიცავდა, მიმდინარე პერიოდში აღნიშნული რისკები საგარეო სექტორმა ჩაანაცვლა.

"საბაზო პროგნოზი ითვალისწინებს იმ დაშვებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეზღუდვა, ტურიზმის სექტორის გავლით, ერთობლივ მოთხოვნას დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარს მოაკლებს. აღნიშნულის მიუხედავად, პროგნოზის მიხედვით, მშპ-ს ზრდაში წმინდა ექსპორტი კვლავ დადებით, თუმცა უფრო მოკრძალებულ, წვლილს შეიტანს. წმინდა ექსპორტის დადებითი წვლილის შენარჩუნების მიზეზია 2019 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის მკვეთრი გაუმჯობესება. გარდა ამისა, ზომიერი საკრედიტო ზრდისა და ბიუჯეტის ხარჯების ფონზე, პროგნოზის მანძილზე, პოზიტიური წვლილი ექნება ასევე მოხმარებასა და ინვესტიციებს. განახლებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა პოტენციური დონიდან (რომელიც მიმდინარე შეფასებით 1%-ის ფარგლებშია), მოკლევადიან პერიოდში მცირედით გაღრმავდება. თუმცა მოსალოდნელია, რომ გამოშვების გაპი 1 მომდევნო წლიდან კვლავ დაიწყებს აღმოფხვრას და 2021 წლისთვის დაიხურება", - წერია საქართველოს ეროვნული ივლისის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა.  2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

ყველა სიახლე

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 01:02

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ, მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მანამდე პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს.

17 ნოემბერი 2019, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია პირველად ჩატარდა

აშშ-ში, დეტროიტში ჰენრი ფორდის სახელობის კლინიკაში პირველად პაციენტს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია არ იყო დაგეგმილი. ექიმები რისკზე წავიდნენ და 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ვეიპერების დაავადება აღმოაჩნდა ფილტვები გადაუნერგეს.

ირანი

17 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ირანში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ქალაქ სირჯანის ცენტრში დაპირისპიებას ემსხვერპლა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ადგილზე შეტაკება მოხდა, როდესაც პროტესტის მონაწილეები საწვავის საწყობს დაესხნენ თავს. მეორე მომიტინგე ქალაქ ბეჰბაჰანში დაიღუპა. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ყვითელი ჟილეტები

17 ნოემბერი 2019, 00:15

მსოფლიო

პარიზში ყვითელი ჟილეტების აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზში, ყვითელი ჟილეტების აქციაზე, რომლითაც ანტისამთავრობო აქციების ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები ძალადობრივ დაპირისპირებაში ჩაერთნენ. პოლიციამ 124 ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანა, 78 კი პატიმრობაშია.

თეირანი

16 ნოემბერი 2019, 23:55

მსოფლიო

თეირანში ამინდის გაუარესების გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

ირანის დედაქალაქ თეირანში ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დროებით დაიხურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. სკოლებში სწავლა არც ხვალ განახლდება. კვირა ირანში სამუშაო დღეა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ხვალ თეირანში დიდთოვლობა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ალექსანდრე გრიცენკო 

16 ნოემბერი 2019, 23:13

მსოფლიო

კიევში სამართალდამცველებმა „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა გიტლიანსკაიამ უკრაინულ მედიასთან დაადასტურა, რომ „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი ალექსანდრე გრიცენკო დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი თქმით, გრიცენკოს დაკავების მიზეზი დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ფულის დატაცება და გათეთრება გახდა.

შოპინგი

16 ნოემბერი 2019, 22:50

ტექნოლოგიები

გერმანელი ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ. რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ონლაინშესყოდვებზე, რაც მათი ფსიქიკის აშლილობაზე მიანიშნებს.

ბარაკ ობამა

16 ნოემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას ფიქრობს რეალურად ამომრჩეველი. ობამას შეფასებით, მათ უმრავლესობას სისტემის ჩამოშლა არ სურს. ობამას კონკრეტული კანდიდატის სახელი არ უთქვამს და არც კონკრეტული პოლიტიკური წინადადება გაუკრიტიკებია.

აქცია საქართველოს პარლამენტთან

16 ნოემბერი 2019, 21:55

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე დიდი კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

16 ნოემბერი 2019, 21:25

თემა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე საჯარო მოსმენები დაიწყო. რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა?

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დონალდ ტრამპისიმპიჩმენტის შესახებ ღია მოსმენები დაიწყო. პროცედურა ჯერ კიდევ 24 სექტემბერს ამოქმედდა. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში მოწმეებსდახურულ რეჟიმში კითხავდნენ. ფორმატის შეცვლა გამოიწვია დემოკრატების სურვილმა, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიეპყროთიმპიჩმენტის პროცედურისადმი, რომლის მხარდაჭერაც საზოგადოებაში დასტაბილურდა და არ იზრდება. მანამდე მიღებული თითქმის ყველა ჩვენების სტენოგრამა პრესაში გამოქვეყნდა.

პაატა დავითაია

16 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პაატა დავითაია: ოპოზიცია ერთიანია პროპორციული არჩევნების პრინციპზე

„მიმდინარეობს გერმანულ მოდელზე საუბარი. პოლიტიკური აქციაზე რჩება მთავარი მოთხოვნა: ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ოპოზიცია ერთიანია პროპორციული არჩევნების პრინციპზე“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ჰერბერტ ჰაინერი

16 ნოემბერი 2019, 20:26

სპორტი

„ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს

მიუნხენის საფეხბურთო კლუბს, „ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ჰიონესი „რეკორდმაისტერს“ ორჯერ, 2009-2014 და 2016-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. სამი წლის წინ, გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს, თუმცა ვადაზე ადრე გამოუშვეს და ძველ თანამდებობაზე კიდევ სამი წელი მუშაობდა.

ბათუმი, აქცია მთავრობის სახლთან

16 ნოემბერი 2019, 20:19

საქართველო

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დღესაც გაიმართა. შეკრებილებმა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვეს. მათ ქუჩებში მსვლელობაც მოაწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მოუწოდებს მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება და აჭარაში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დაუჭირონ მხარი.

გიგა მაქარაშვილი

16 ნოემბერი 2019, 19:57

საქართველო

პარლამენტთან საპროტესო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. შეკრებილი საზოგადოების წინ სიტყვით სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გამოვიდა. „ჩვენი პოზიცია არის ურყევი და გეგმა რომელიც დავსახეთ უპრეცედენტო პარტიების კოალიციასთან ბოლომდე მივიყვანთ“, -განაცხადა მაქარაშვილმა.

16 ნოემბერი 2019, 19:44

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციები აკრძალეს

პარიზის პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციების ჩატარება აკრძალა. ქალაქის პრეფექტურის განცხადებით ამის მიზეზია სასტიკი შეტაკებებეი სამართალდამცველებთან. ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ პრეფექტმა Twitter-ზე გაავრცელა.

ლეონიდ ბრეჟნევი

16 ნოემბერი 2019, 19:25

ტაბლოიდი

ლეონიდ ბრეჟნევის მართვის მოწმობა აუქციონზე გაყიდეს

მოსკოვის „ლიტფონდის“ აუქციონზე ლეონიდ ბრეჟნევის მართვის მოწმობა გაყიდეს. ლოტის საწყისი ფასი 1 500 000 რუბლი (დაახლოებით 23 ათასი აშშ დოლარი) იყო, თუმცა უცნობმა კოლექციონერმა მასში 50 000 რუბლით მეტი გადაიხადა. ბრეჟნევი ავტომობილების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.

საპროტესტო აქცია

16 ნოემბერი 2019, 19:08

მსოფლიო

პრაღაში აქციაზე პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით 200 ათასი ადამიანი გამოვიდა

ჩეხეთში, პრაღის პარკში პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციაზე სამართალდამცველების ინფორმაციით, 200 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორებმა ბაბიშს ულტიმატუმით მიმართეს: ან უარი თქვას ბიზნესზე ან თანამდებობა დატოვოს.

ამინა ბულახი

16 ნოემბერი 2019, 18:30

სპორტი

უკრაინელი მოკრივე გოგო მატარებელმა გაიტანა

18 წლის გოგო კიევში ტარასოვკის რაიონში მატარებელმა გაიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოკრივე ამინა ბულახი სახლში მიდიოდა. მას ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის ხმა ვერ გაიგო. უკრაინის ჩემპიონობის გარდა ბულახი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორიც იყო.

გრიგოლ ვაშაძე

16 ნოემბერი 2019, 18:30

საქართველო

„ნაციონალები“ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას არ ემხრობიან

ოპოზიცია 17 ნოემბრის აქციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისევ „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება. გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ მოთხოვნები ისედაც ცნობილია და ახლა მხოლოდ ტექნიკურ საკითხზე უნდა შეჯერდნენ. 15 ნოემბერს, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიღება იქნება.

საფრანგეთის პოლიცია

16 ნოემბერი 2019, 18:02

მსოფლიო

პარიზში პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციის სულ ცოტა 33 მონაწილე დააკავა. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო.