imedi /  13 აგვისტო 2019, 21:43 / სანდო წყარო

ახალ ზელანდიაში ხელფასის კრიტპოვალუტით გაცემა დაუშვეს

ბიტკოინი

ახალ ზელანდიაში კომპანიებს უფლება მიეცათ თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება კრიპტოვალუტის სახით გადაუხადონ. შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია და ის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ამასთან, არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც დამსაქმებლებმა უნდა დაიცვან თუ სურთ, რომ თანამშრომლებს ხელფასები კრიპტოვალუტით გადაუხადონ. კერძოდ, გადახდები უნდა განხორციელდეს რეგულარული, ფიქსირებული თანხების სახით.

ასევე, არჩეული ციფრული ვალუტის კონვერტაცია უნდა იყოს შესაძლებელი და ასევე სულ ცოტა ერთ რომელიმე ვალუტასთან უნდა იყოს ბმაში, რომელიც კანონიერად არის მიმოქცევაში. 

კრიტპოვალუტით ხელფასის გადახდის შემთხვევაში კომპანიებს არ ეცვლებათ საშემოსავლო გადასახადის დადგენილი ზომა. 

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2019, 14:10

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კომიტეტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება.

ნანა ლორთქიფანიძე

20 სექტემბერი 2019, 14:03

საქართველო

ნანა ლორთქიფანიძე: აჟიოტაჟის შემდეგ ოთხმეზურის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობის თქმით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“.

20 სექტემბერი 2019, 13:57

ეკონომიკა

კახეთში წელს ერთი დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

კახეთში მიმდინარე რთველის დროს, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

ირმა ნადირაშვილი

20 სექტემბერი 2019, 13:53

ძალოვნები

პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე ირმა ნადირაშვილს გამოკითხავენ

„ევროპული საქართველოს“ წევრს ირმა ნადირაშვილს პროკურატურაში გამოკითხავენ. საქმე ეხებას მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

20 სექტემბერი 2019, 13:42

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო.

მიკი რურკი

20 სექტემბერი 2019, 13:40

ტაბლოიდი

მიკი რურკმა სამუდამო განსასვენებლად უკრაინა აირჩია

მსახიობის თქმით, უკრაინელმა მეგობარმა დიმიტრი კორნეიჩუკმა ის სოფელი აჩვენა, სადაც მისი ბაბუაა დაკრძალული. რურკი სურვილს გამოთქვამს, სიკვდილის შემდეგ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ხმელნიცკის ოლქში, სოფელ ზაგორციში დაკრძალონ.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 13:33

საქართველო

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს მისი უწყების საქმიანობის ანგარიშს აცნობს. დეპუტატებს საშუალება ექნებათ ქეთევან ციხელაშვილს კითხვები დაუსვან.

საქართველოს პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 13:29

საქართველო

პარლამენტმა „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი აღმოჩნდა.საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა.

პროკურატურა

20 სექტემბერი 2019, 13:08

ძალოვნები

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“.

ტოჩინოშინი

20 სექტემბერი 2019, 13:02

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი რიუდენს დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

ალეკ და ჰილარია ბოლდუინები

20 სექტემბერი 2019, 13:01

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინი მამა მეექვსედ გახდება

მსახიობი ალეკ ბოლდუინი მამა მეექვსედ გახდება. ამის შესახებ მისი მეუღლე ჰილარია Instagram-ზე წერს.„როდესაც ამდენი ბავშვები გყავს, ფეხმძიმობის 6 წუთი ისე გამოიყურება, როგორც 6 თვე,“- წერს ჰილარია ბოლდუინი. ალეკი და ჰილარია 4 საერთო შვილს ზრდიან.

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

გახარია: თუ საჭირო გახდა, ვიქნები პირველი პრემიერი, რომელიც პროკურატურაში ჩვენებას მისცემს

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისევე, როგორც პრემიერმინისტრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა, ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას. გახარიამ ჟურნალისტების შეკითვებს უპასუხა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი

20 სექტემბერი 2019, 12:51

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერთან საუბრისას კოლეგას იმდენად შემაშფოთებელი პირობა მისცა, რომ დაზვერვის თანამშრომელმა პრეზიდენტის წინააღმდეგ უწყებაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

20 სექტემბერი 2019, 12:48

საქართველო

ცნობილია, როგორ გაიცემა გრანტი 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატით ჩატარებასთან დაკავშირებით "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მომავალი წლიდან გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა.

ირაკლი ლექვინაძე

20 სექტემბერი 2019, 12:25

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი ასახელებს 5 პრობლემას, რომელიც საქართველოში ბიზნესს აწუხებს

ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ბიზნესდავების განხილვის დრო და სასამართლოების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება, გარდა ამისა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბიუროკრატია შუა რგოლებში, რეგულაციები, პოლიტიკური რისკები და ლარის კურსი.

ალექსანდრე გაბიშევი იაკუტელი შამანი

20 სექტემბერი 2019, 12:11

ტაბლოიდი

პუტინის „განსადევნად“ მიმავალი შამანი ფსიქიატრიულში მოათავსეს

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ ფეხით მიდიოდა, იაკუტიის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს. 19 სექტემბერს გაბიშევი ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს.

გოგა ჩხეიძე

20 სექტემბერი 2019, 12:00

სპორტი

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა. ტაილანდში მიმდინარე მესამე საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე 67 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან „ბე“ ჯგუფში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 307 კილოგრამით კი მეოთხე შედეგი აჩვენა.

იუსტიციის სამინისტრო

20 სექტემბერი 2019, 11:52

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო მე-11არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს

ამის შესახებ თეა წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული დაწესებულება წარმატებულია, მაგრამ სისტემა სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს.

20 სექტემბერი 2019, 11:43

საქართველო

„სირცხვილიას“ წევრები პარლამენტის შესასვლელთან ოკუპაციას აპროტესტებენ

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ. აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე ბორდერიზაციის ამსახველი ფოტოები აქვთ მიტანილი.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი

20 სექტემბერი 2019, 11:38

საქართველო

წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობა შეაჯამა

წულუკიანის თქმით, ესკორტის თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 270 ლარით გაიზარდა, ზოგ პოზიციაზე კი გაორმაგდა. შემცირდა ესკორტის თანამშრომლების დეფიციტი. თუ შარშან ნაკლებობა 270 პოზიციაზე იყო, ახლა არის 108. ეს ვაკანსიები ღია კონკურსის წესით შეივსება. წულუკიანმა ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.