imedi /  25 აგვისტო 2019, 08:18 / სანდო წყარო

ბორის ჯონსონმა აშშ-ს ბრიტანული კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა აშშ-ს ბრიტანული კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„აშშ-ში ბრიტანული კომპანიებისთვის სერიოზული შესაძლებლობები არსებობს. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, თუმცა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეგვიწყონ ამაში ხელი, იმიტომ რომ ამჟამად ძალიან ბევრი შეზღუდვა მოქმედებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროკავშირის ქვეყნები აშშ-ის მიმართებით მათი სავაჭრო პოლიტიკის გამო. გასული წლის გაზაფხულზე და ზაფხულში აშშ-მა და ევროკავშირმა გარკვეული ტიპის პროდუქციაზე ორმხრივი ტარიფები დააწესეს.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 22:11

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველა ღონეს ვიხმართ დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

08 აგვისტო 2020, 21:54

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთიდან დაიწყებს

პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11.00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

08 აგვისტო 2020, 21:48

სამართალი

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ახალქალაქში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა კაცი. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით აწარმოებენ.

დავით ზალკალიანი

08 აგვისტო 2020, 21:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ოპონენტებს, რომლებიც გვაბრალებენ, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, არც ერთხელ არ გამოუყენებიათ უშიშროების საბჭოს ფორმატი

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა არაღიარების პოლიტიკა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოეპოვებინა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 21:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს განვითარებასა და მშვიდობაში არის დეოკუპაციის გასაღები და ამას აუცილებლად მივაღწევთ

რა თქმა უნდა რუსეთი ოკუპანტია, ქართველი კაცი და ქალი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. საქართველო ივლის იმ გზაზე, რომელი გზის დასასრულსაც პოზიტიური შედეგის სახით იქნება დეოკუპაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა იყო ღალატი

ყველაზე მთავარი ღალატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეზოლუციის მხარდაჭერა ამ ომიდან ორი თვის შემდეგ. სადაც 7 აგვისტო პირველად იყო ნახსენები, როგორც ომის დაწყების დღე და ომის დამწყებად მოხსენიებული იყო ქართული სამხედრო ძალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

08 აგვისტო 2020, 20:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თითქოს არაფერი ხდება

ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აუცილებლად ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული სამხედროების წინაშე და არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, მუდმივად გვახსოვს ეს ადამიანები და ის მსხვერპლი, რომელიც მათ გაიღეს საკუთარი სამშობლოს წინაშე. ეს არის ფასდაუდებელი და ჩვენ, ქართველ დიპლომატებს მუდმივად გვახსოვს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის დეოკუცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 20:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქართველი ოკუპაციას არასდროს შეეგუება და ნებისმიერ ომში შევა, რომ მას ეროვნული თავმოყვარეობა არ შეელახოს

ამ გზით ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენს აფხაზ და ოს დებს უნდა ვუთხრათ, რომ განვითარება და მშვიდობა არის ერთადერთი გზა მათთან ურთიერთობისა და დარწმუნებული ვარ, ჩემი, თქვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და შვილები იცხოვრებენ გაერთიანებულ საქართველოში, სადაც დეოკუპაციის პრობლემა აღარ იქნება და ერთიანი საქართველო იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და წევრი. ეს არის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიგი წერეთელი

08 აგვისტო 2020, 20:08

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება

„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო საზღვრების გავლებას, თან ცდილობს ამ ქმედებების გამართლებას და ლეგიტიმაციას. ეს არასდროს მოხდება. აგვისტოს ომის მე12 წლისთავზე საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება“, - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი.

სოფო კილაძე

08 აგვისტო 2020, 19:54

საზოგადოება

სოფო კილაძე: ყველა ბავშვის უფლებაა აღიზარდოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ მშობლებთან, რადგან არსად ისეთი ბედნიერი არ არის ბავშვი, როგორც თავის ოჯახში

ყველა ბავშვის უფლებაა აღიზარდოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ მშობლებთან, რადგან არსად ისეთი ბედნიერი არ არის ბავშვი, როგორც თავის ოჯახში. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახს და გააძლიეროს ის, თუ რაიმე პრობლემა არსებობს. ეს არის ბავშვის უფლებათა კოდექსის მიდგომა- ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე Facebook-ზე წერს.

08 აგვისტო 2020, 19:41

სამართალი

სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ პირს შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

08 აგვისტო 2020, 19:02

სპორტი

ლონდონის „არსენალის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად პიერ-ემერიკ ობამეიანგი დასახელდა

გულშემატკივარს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 31 წლის გაბონელმა ფორვარდმა ხმათა 74 პროცენტი დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ბერნდ ლენოსა და ბუკაიო საკას სოლიდური უპირატესობით აჯობა.

08 აგვისტო 2020, 19:01

საზოგადოება

პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

მეუფე ესაიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ნიქოზის ეკლესიაში წესისამებრ ამ დღეს სრულდება და მნიშვნელოვანია, რომ მადლობა შევწიროთ იმ ახალგაზრდებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დაცვას.

გიორგი ვოლსკი

08 აგვისტო 2020, 18:57

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დესტრუქციის გზას მიჰყვება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

„ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დესტრუქციის გზას მიჰყვება, სწორედაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან რუსეთის მთავარი ინტერესი არის კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაცია. რუსეთმა პირველი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს“.

08 აგვისტო 2020, 18:53

რეგიონი

სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღსადგენად უკვე 591 ათასზე მეტი ნერგია დარგული

დღეის მონაცემებით, სოფელ დაბაში, 251.6 ჰექტარ ფართობზე დარგულია 591 360 ნერგი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ხანძარმა ბორჯომის ხეობის უნიკალური ეკოსისტემა გაანადგურა. სრულად განადგურდა, დაახლოებით, 250 ჰექტარი ფართობი (სოფელი დაბის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ზაზა გაბუნია

08 აგვისტო 2020, 18:52

საზოგადოება

ზაზა გაბუნია: გმირებმა საკუთარი არსებობა და სახელ-გვარები ქვეყნის სახელს და არსებობას შეუერთეს - დღეს მათ ყველას საქართველო ჰქვია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, 8 აგვისტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სიცოცხლე სამშობლოს სიცოცხლის წილ გააჩუქეს, საკუთარი არსებობა და სახელ-გვარები ქვეყნის სახელს და არსებობას შეუერთეს - დღეს მათ ყველას საქართველო ჰქვია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ლიონელ მესი

08 აგვისტო 2020, 18:49

COVID19

ლიონელ მესიმ კორონავირუსისგან თავდაცვის ორიგინალურ მეთოდს მიაგნო

ლიონელ მესიმ კორონავირუსისგან თავდაცვის ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. ამის შესახებ isport წერს. ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ სახლისთვის შეიძინა ისეთი ქსოვილების შემცველი ლეიბები, რომელიც ნებისმიერ ვირუსს ოთხ საათში კლავს.

08 აგვისტო 2020, 18:40

მსოფლიო

შტუტგარდში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა

გერმანიის ქალაქ შტუტგარდში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეები მარიას მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს. ისინი ლოზუნგით „მშვიდობა“ სკანდირებდნენ.

08 აგვისტო 2020, 18:40

კულტურა

დღეს ფილმს „შინდისი“ მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

„8 აგვისტოს, „კავეა დრაივინ ლისზე" „შინდისის" ნახვას მაყურებელი საკუთარი ავტომობილიდან სტანდარტული - 29 და 39 ლარის ნაცვლად, სპეციალურ ფასად 10 და 15 ლარად შეძლებს. „შინდისი“ - ეს არის ამბავი შინდისის გმირებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თავგანწირვისა და გმირობის ისტორია, რომელიც უნდა ნახო“.

08 აგვისტო 2020, 18:24

მსოფლიო

ვენესუელაში ყოფილ ამერიკელ სამხედროებს 20-20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ვენესუელის სასამართლომ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორ ყოფილ ამერიკელ სამხედროს, რომელთაც ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაგდება ჰქონდათ მიზნად. „აშშ-ის სპეციალური დანიშნულების არმიის ორი ყოფილი წევრი, 34 წლის ლუკ დენმენი და 41 წლის აირან ბერი 4 მაისის ოპერაციაში მონაწილეობას აღიარებენ“ - აცხადებს პროკურორი.