imedi /  30 აგვისტო 2019, 19:21 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი: ექსპერტები ლარის კურსზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ლარის კურსთან დაკავშირებით ექსპერტებს თხოვნით მიმართავს თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან და ფულის აგრეგატებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე. ამ საკითხზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააკეთა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებული მონეტარული პოლიტიკის მქონე ყველა სხვა ქვეყანაში, ფულის მიწოდება ხდება ავტომატურად ფულზე მოთხოვნის მიხედვით. ვინაიდან ეკონომიკის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ფულზე მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, ფულის აგრეგატების ზრდაც მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას, და არა ეკონომიკისთვის ფულის ჭარბ მიწოდებას ასახავს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ყველა ცენტრალური ბანკი (მათ შორის სებ-იც), ოპერაციულ მიზნად იყენებს საპროცენტო განაკვეთს. სწორედ საპროცენტო განაკვეთის, და არა ფულადი აგრეგატების, ცვლილება აწვდის ბაზარს ინფორმაციას იმის შესახებ, გამკაცრდა, შერბილდა თუ უცვლელი დარჩა მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება სახელდობრ ფულადი აგრეგატების ცვლილებას, ის მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდასა ან შემცირებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსაზრებები, თითქოს ფულადი აგრეგატების ზრდა იწვევს ინფლაციას და/ან ლარის გაუფასურებას, მცდარია“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.  

სებ-ის განმარტებით, ზემოხსენებული მოსაზრებების ავტორებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ მაღალი კორელაცია ფულის მასასა და გაცვლით კურსს შორის, რაც ასევე არასწორი მიდგომაა:

„ხშირად, მაღალი კორელაცია ორ ცვლადს შორის იმის შედეგია, რომ ორივე ცვლადი დროში იზრდება (როგორც ფულის მასასა და გაცვლით კურსს შეიძლება ჰქონდეს მაღალი კორელაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნებისმიერ ორ დროში მზარდ მწკრივს მაღალი კორელაცია აქვს). მაგალითად, მაღალია კორელაცია გაცვლით კურსსა და საქართველოში სხვადასხვა წყაროებით უცხოური ვალუტის შემოდინებას შორისაც (2015 წლიდან როგორც ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების კორელაცია გაცვლით კურსთან არის დაახლოებით 70%), თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველა სტატისტიკა დროში აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ხოლო თუ მხოლოდ ამ კორელაციაზე დაყრდნობით დავასკვნით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება იწვევს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას, ეს, ცხადია, აზრს მოკლებული იქნება...

გარდა ამისა, სტატისტიკის საწყისს წარმოადგენს ის, რომ კორელაცია არ გულისხმობს მიზეზ-შედეგობრიობას. მაღალი კორელაციის დროს შეიძლება პირველი მწკრივი ახდენდეს გავლენას მეორეზე, ან პირიქით მეორე პირველზე, ან იყოს მესამე მწკრივი, რომელიც ორივეს განსაზღვრავს, ან ამ ორ მწკრივ შორის რაიმე კავშირი საერთოდ არ იყოს. ამიტომ, მიზეზ-შედეგობრიობის სტატისტიკური კავშირის დასადგენად დამატებითი ანალიზისა და კვლევის ჩატარებაა საჭირო“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. 

„აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ინფლაციის თარგეთირების პირობებში ფულის მასა არ არის და ვერ იქნება მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის ინდიკატორი და ფულის მასაზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება ინფლაციის ან გაცვლითი კურსის მომავალი დინამიკის შესახებ მხოლოდ მცდარ შედეგს მოგვცემს.

ექპერტებს გვინდა ვთხოვოთ, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისაგან. ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს დამატებით ვთავაზობთ ქვემოთ მოყვანილი პუბლიკაციების გაცნობას. კერძოდ, არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ ფულად აგრეგატებზე დაყრდნობით მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ან მისი ადეკვატურობის შეფასება სწორი არ არის. მაგალითად, ფულად მასაზე კონცენტრირებული ანალიზის ისტორიისა და მისი კრახისთვის იხ. Bindseil (2004) ან Mishkin, (1999), ხოლო უფრო ფართო საერთაშორისო გამოცდილების ემპირიული ანალიზისთვის იხ. de Grauwe and Polan (2005) ან IMF (2014). ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში ინფლაციის თარგეთირებაზე“, -  ნათქვამია სები-ის განცახდებაში. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება.

კობა გვენეტაძემ ანალოგიური განცხადება 2018 წელსაც გააკეთა. 2019 წლის ივლისში ლარი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა, როდესაც ერთი დოლარის ფასი 3 ლარი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფლაცია 4.6%-ია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1,5-ჯერ აჭარბებს, თუმცა საქსტატს ინფლაციის შესახებ ბოლო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ეროვნულმა ბანკმა 6 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

სებ-ის ამ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა კომენტარები, სადაც მათ ეროვნულ ბანკს მოქმედებისკენ მოუწოდეს. კერძოდ, დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რომლებმაც სებ-ს პრინციპული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ასევე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ჩარევისკენ მოუწოდა.

ახლახან სოციალურ ქსელში დაიწყო აქტიური კამპანია კობა გვენეტაძის გადადგომის მოთხოვნით. ოპონენტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლას მისი „არასწორი სავალუტო პოლიტიკის“ და „დამანგრეველი საბანკო რეგულაციების“ გამო მოითხოვენ. 

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 01:34

მსოფლიო

აშშ-ში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის მისურის შტატში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 00:34

მსოფლიო

ზელენსკი: სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა.

ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2022, 00:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო დავერბოვკებული

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რის ყოფილი თანაგუნდელები?! ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული იყო.

ლაშა ხუციშვილი

28 ივნისი 2022, 00:15

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო სამსახური, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამაგალითოდ ახორციელებს მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ტვირთი, რომელიც შემოდის საქართველოში საზღვაო გზით, პირველ რიგში საზღვაო სააგენტოს მიერ მოწმდება სატრანსპორტო საშუალება და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (გემი და გემთმფლობელი კომპანია). იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მათგანი არ არის სანქცირებული, სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს შემოვიდეს ქართულ საზღვაო ნავსადგურში.

ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2022, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპონენტებზე: უნდათ თვითონ მოიპოვონ პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე, რასაც ვერ დავუშვებთ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მით უმეტეს პარლამენტარს, რომ ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

28 ივნისი 2022, 00:04

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთზე ფსონს არ დავდებდი - უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთზე ფსონს არ დადებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთში წინსვლას განიცდიან.

ირაკლი კობახიძე

27 ივნისი 2022, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არავითარი ფორმით არ ეგება ოლიგარქის ცნება მაშინ, როდესაც იგივე სააკაშვილზე, კეზერაშვილზე, ხაზარაძეზე, ჯაფარიძეზე ეს ცნება პირდაპირ ზედგამოჭრილია

„მარტივად რომ შევხედოთ, რეალობა არის რა - ბიძინა ივანიშვილი შარშან პოლიტიკიდან გავიდა, მას შემდეგ, არცერთი ფაქტი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო ჩართული, არ არსებობს. რაც შეეხება მაგალითად, სააკაშვილს, ის არის დღემდე „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი, დღემდე ხარჯავს ნაძარცვ, სისხლიან ფულს საქართველოში პოლიტიკაში, მედიაში და ა.შ. ეს ერთი. მეორე კეზერაშვილი ისეც ნაძარცვი, სისხლიანი ფულით წავიდა საზღვარგარეთ და დღემდე ხარჯავს ფულს როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკაში. ხაზარაძე და ჯაფარიძე, მათზეც ყველა ის კანონი ვრცელდება, რომელიც უკრაინულ კანონშია მოცემული. ეს არის კონკრეტული თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მედიაზე გავლენა. უკრაინული კანონიც რომ გვერდზე გადავდოთ, ეს კრიტერიუმი პირდაპირ ერგებათ ამ ადამიანებს, ისინი ცალსახად ოლიგარქები არიან. ისინი არიან ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ფლობენ გავლენას პოლიტიკაში, მედიაზე, აქვთ ბევრი ფული, ოლიგარქი მეტი კი არაფერია.

27 ივნისი 2022, 23:44

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ლომის ნიღაბი მორგებული

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეექვსე ტური გაიმართა. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა დღეს ლომს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ბესო კალანდაძეს ჰქონდა მორგებული.

ირაკლი კობახიძე

27 ივნისი 2022, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გალერი ამბობს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო, ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ და უჯიშოებს დარჩეთ ქვეყანა

ირაკლი კობახიძემ გადაცემაში კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ღმერთმა დაიფაროს ევროკავშირი, რომ მათი ციტატებით განისაზღვრებოდეს ევროკავშირის სულისკვეთება“.

დავით არახამია

27 ივნისი 2022, 23:30

პოლიტიკა

დავით არახამია: ვიცი, რომ ჟურნალისტები ამზადებენ სპეციალურ გამოძიებას, რომელიც ფართო საზოგადოებას ყველა მტკიცებულებას აჩვენებენ, მე არ ვარ ჟურნალისტი. არ ვატარებ ჟურნალისტურ გამოძიებებს

ვიცი, რომ ჟურნალისტები ამზადებენ სპეციალურ გამოძიებას, რომელიც ფართო საზოგადოებას ყველა მტკიცებულებას აჩვენებენ. ეს ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და გაანალიზდეს, რადგან მე არ ვარ ჟურნალისტი. მე არ ვატარებ ჟურნალისტურ გამოძიებებს, - ამის შესახებ დავით არახამიამ „ქრონიკას“ აშშ-ში ვიზიტისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ივნისი 2022, 23:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 10 000 ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც შეუძლიათ - ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ტყუილია, თითქოს 20 ივნისს გამართულ აქციაზე „შინ ევროპისკენ“ 160 ათასი ადამიანი გამოვიდა.

ირაკლი კობახიძე

27 ივნისი 2022, 23:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი, „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ ხდება-ხოლმე

ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება-ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

27 ივნისი 2022, 23:02

მსოფლიო

CNN: კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 58 - დაშავდა

კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 58 - დაშავდა.

27 ივნისი 2022, 22:54

მსოფლიო

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი.

27 ივნისი 2022, 21:50

რეგიონი

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ამ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2022, 21:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეფორმების გზას, რაც საქართველოს საბოლოო მიზანთან დაგვაახლოებს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე იმსჯელეს.

გოგა ხაინდრავა

27 ივნისი 2022, 21:38

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ყველა, ვინც არახამიას ცილისწამებებს იზიარებს და ავრცელებს, ჩვენი სამშობლოს მოძულე და გამყიდეველია

ყველა, ვინც ამ საქართველოს მტრის და ბოროტმომქმედის არახამიას ცილისწამებებს იზიარებს და ავრცელებს, ჩვენი სამშობლოს მოძულე და გამყიდეველია, - ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ივნისი 2022, 21:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ოლაფ შოლცი

27 ივნისი 2022, 20:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც უკრაინაში ომამდე იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც უკრაინაში ომამდე იყო.

გიორგი ხელაშვილი

27 ივნისი 2022, 20:54

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა, ვანო ჩხიკვაძე ამას ფაქტობრივად ფეხდაფეხ მიჰყვა

მკვლევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი ღირებულება არის მათი მიუკერძოებლობა - სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვხედავთ და ეს კიდევ ერთი შემთხვევაა- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ვანო ჩხიკვაძეზე საუბრისას განაცხადა.