imedi /  03 სექტემბერი 2019, 08:40 / სანდო წყარო

ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ბათუმის აეროპორტი

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ლიეტუვას დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა.

მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორი შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95% ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას.

ფრენებს ავიაკომპანია GetJet Airlines-ი ასრულებს და ის სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განხორციელდება. 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის ჩარტერები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება. ის, ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.

ყველა სიახლე

უეფა

25 თებერვალი 2020, 19:50

სპორტი

კორონავირუსის გავრცელების გამო უეფამ შესაძლოა ევროტურნირები შეაჩეროს

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვაკვირდებით სიტუაციას. ფეხბურთი ქვეყნის კანონმდებლობას უნდა ეწყობოდეს. ვცდილობთ არ შევაჩეროთ ტურნირები, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდება, მოგვიწევს ტურნირების შეჩერება“, - აცხადებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 19:35

მსოფლიო

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა. ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები კატალონიაში და შვეიცარიაში გამოვლინდა. კატალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა და კორონავირუსთან დაკავშირებით პროტოკოლი აამოქმედა.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2020, 19:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჰარვი ვაინშტეინი მიშელ ობამას და ჰილარი კლინტონს უყვარდათ

„რაც შეეხება ვაინშტეინს, ის დემოკრატებს მოსწონდათ. მიშელ ობამას უყვარდა ის. ჰილარი კლინტონს უყვარდა ის. ვაინშტეინი დიდ ფულს აძლევდა დემოკრატებს. ჩემი კითხვაა: დააბრუნებენ დემოკრატები ამ ფულს უკან?“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

25 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდები მორიგ აქციას მართავენ

ახალგაზრდების ჯგუფი მორიგ აქციას მართავს ევროპული საქართველოს ოფისთან. აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია - ისინი ელენე ხოშტარიასგან და ირმა ნადირაშვილისგან დეპუტატების მანდატების დატოვებას ითხოვენ.

25 თებერვალი 2020, 18:49

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ატილა მესტერჰაზი

25 თებერვალი 2020, 18:47

საქართველო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატოს წევრი და საქართველოს მხარს უჭერს ამ გზაზე, კერძოდ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო დიალოგისა და აქტიური თანამშრომლობის მეშვეობით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკო მჭედლიშვილი

25 თებერვალი 2020, 18:27

ეკონომიკა

ნიკო მჭედლიშვილი: როცა ჩინეთს რაღაც ემუქრება ეს მსოფლიო ეკონომიკაზე გლობალურად აისახება

ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. შესაბამისად თუ ჩინეთის ეკონომიკას პრობლემა აქვს, ეს ნიშნავს რომ ნავთობზე მოთხოვნა მცირდება და შესაბამისად ფასიც ეცემა. როცა ჩინეთს რაღაც ემუქრება ეს აისახება გლობალური მასშტაბით მსოფლიო ეკონომიკაზე - ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკაში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:18

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

„ჩვენ რუსეთში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა. ჩვენ მტკიცედ და პრინციპულად ვამბობთ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო გახდება ნატოს წევრი. მხოლოდ ერთი მიმართულებით გვაქვს ბილეთი აღებული. ეს რუსეთმა ძალიან კარგად იცის. რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2020, 18:16

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ მეშახტეების წინაშე დავალიანება არ დაიფარება, მთავრობის წევრები ხელფასს ვერ აიღებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობის წევრებს, მეშახტეების წინაშე არსებული დავალიანებისთვის საჭირო ზომები მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტის წევრები უახლოესი ორი თვის ხელფასს ვერ აიღებენ.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:08

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი ნატოში ინტეგრაციაზე: თითოეული აგურის დადებას მივყავართ იქამდე, რომ კედლებზე სახურავიც უნდა აშენდეს

თითოეული აგურის დადებას მივყავართ იქამდე, რომ კედლებზე სახურავიც უნდა აშენდეს. თურქეთის განცხადებები, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის თანადგომა საბოლოო ჯამში ახდენს კონსოლიდაციას საერთო მიზნის გარშემო, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:01

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საიმედოები ვართ, ვამტკიცებთ და ვმოქმედებთ პარტნიორებთან ერთად, გვაქვს მაღალი დონის სტანდარტი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ ვისაუბროთ, რომ ნატოს კარი ახლოს არის და ღია არის. არა, ჩვენ გვინდა, რომ ამ კარში შევიდეთ და ეს განაცხადი, ვფიქრობ, არის ძალიან სწორი“, - აღნიშნა დეპუტატმა.

25 თებერვალი 2020, 17:58

საქართველო

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.

25 თებერვალი 2020, 17:50

საქართველო

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრიო ავრცელებს.

25 თებერვალი 2020, 17:38

საქართველო

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლარის კურსი

25 თებერვალი 2020, 17:27

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7946 ლარი ეღირება, ევრო – 3.0291 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6266 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 თებერვალს შევა ძალაში.

25 თებერვალი 2020, 17:11

მსოფლიო

უხანის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უცხოელ სტუდენტებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს

უხანის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უცხოელ სტუდენტებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს. ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

ხორვატია

25 თებერვალი 2020, 17:10

მსოფლიო

ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, წერს CNN. გამოცემა ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. პაციენტი ხორვატიის მოქალაქეა, რომელიც ვირუსის მსუბუქი ნიშნებით ზაგრებში მდებარე კლინიკაში მოათავსეს. პაციენტი კარანტინში იმყოფება. ის იტალიიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.

25 თებერვალი 2020, 17:00

საქართველო

საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა.

25 თებერვალი 2020, 17:00

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ვფიქრობთ, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგულთა რიცხვი სიაში არსებულთა რაოდენობას საგრძნობლად აღემატება

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

ლატარია

25 თებერვალი 2020, 16:56

ტაბლოიდი

ცოლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ამერიკელი მილიონერი გახდა

ვირჯინიის შტატში მცხოვრებმა კაცმა ცოლისგან ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ჯეკპოტი მოიგო. დენიელ შუმანის თქმით, მან ლატარიაში ბედი პირველად სცადა. საბოლოოდ, ცოლის საჩუქარმა მას მილიონი დოლარი მოუტანა.