imedi /  01 მაისი 2017, 23:56 / სანდო წყარო

სამომხმარებლო კალათის 1/3 იმპორტირებული პროდუქციაა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას მოიცავს. 

ანგარიშში წერია, რომ 2016 წლის განმავლობაში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლის დასაწყისთან შედარებით ძირითადად მყარდებოდა; შედეგად, იმპორტირებული საქონელი წლის განმავლობაში საშუალოდ იაფდებოდა. თუმცა, დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი წვლილი საერთო ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც წინა
თვეში ეს მაჩვენებელი -0.7 პროცენტულ პუნქტს უტოლდებოდა. ამ ცვლილებაში საწვავზე ფასების მატების წვლილი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის დეკემბერში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, რამაც ასევე გარკვეული გავლენა იქონია ინფლაციის მატებაზე. "ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია წლის დასაწყისიდან დეკემბრამდე მცირდებოდა, რაც შეიძლება ზემოხსენებულ საბაზო ეფექტს და სუსტ შიდა მოთხოვნას დავუკავშიროთ," - წერია ანგარიშში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პარლამენტს 2016 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა უნდა წარედგინოს პარლამენტს, მოიცავს ინფორმაციას ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შედეგების შესახებ, ასევე ეკონომიკურ ანგარიშს, "ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ "საფინანსო ანგარიშგებას".

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 19:59

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან ერთად გახსნა.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 19:54

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტოკიოდან ვიდეოს ავრცელებს რომელშიც ოქროს მოპოვების შემდეგ ლაშა ტალახაძე კომენტარს აკეთებს.

04 აგვისტო 2021, 19:46

საზოგადოება

ცესკო მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც კანონმდებლობით დადგენილი არაერთი პროცედურისა და ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა კი, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 19:43

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი 83%-ს შეადგენდა.

04 აგვისტო 2021, 19:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში, ჟულიენ კრამპს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი, დაგეგმილი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.

დავით ზალკალიანი

04 აგვისტო 2021, 19:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგასა და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას" ვაქცინის 86,400 დოზისთვის

ბელგიის სამეფომ საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86,400 დოზა საჩუქრად გადმოსცა, - აღნიშნულს სოციალურ ქსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვლადიმერ პუტინი

04 აგვისტო 2021, 19:14

პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

04 აგვისტო 2021, 18:58

COVID19

EMA: ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს

ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

04 აგვისტო 2021, 18:58

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, მთავრობისა და უმრავლესობის წევრებმა წინანდალში შეხვედრა გამართეს

წინანდალში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის - პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:39

COVID19

ჯანმოს დირექტორი: არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს.

04 აგვისტო 2021, 18:33

თავდაცვა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა. ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.

04 აგვისტო 2021, 18:16

სპორტი

უკრაინელმა დეპუტატმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 👔🤼‍♂

87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე უკრაინელმა მოჭიდავემ, ჟან ბელენიუკმა, რომელიც 2019 წელს უკრაინის რადაში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:14

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 18:10

სპორტი

აშშ-ის საელჩო ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

„ლაშა ტალახაძემ დღეს ძალოსნობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ ლაშას ამ გასაოცარ მიღწევებს და საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდე მედალს“, - წერია საელჩოს გვერდზე.

არჩილ თალაკვაძე

04 აგვისტო 2021, 18:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს

პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, რვიდან ოთხმა პარტიამ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას.

ნათია თურნავა

04 აგვისტო 2021, 17:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპონდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის.

04 აგვისტო 2021, 17:53

სპორტი

12 წლის იაპონელმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 წლის იაპონელმა კოკონა ჰირაკიმ ოლიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:43

COVID19

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის საამაყო

სამედიცინო პერსონალის როლი მაინც კრიტიკულია, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ სოფლის ექიმები დაგვეხმარებიან სოფლის მოსახლეობის მოცვაშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მაღალი აქტივობით გამოირჩევიან სახელმწიფო სტრუქტურები.

04 აგვისტო 2021, 17:39

COVID19

EMA: ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან

ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტისგან. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:38

COVID19

თამარ გაბუნია: თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა

თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა და მეორე კიდევ, ეს არის ისევ და ისევ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი, ოქროს წესი ამ პანდემიისგან თავის დასაცავად მაინც არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება.