imedi /  11 სექტემბერი 2019, 18:58 / სანდო წყარო

ჰონგ-კონგის ბირჟას ლონდონის ბირჟის შესყიდვა სურს

ლონდონის ბირჟა

ლონდონის ბირჟა

ჰონგ-კონგის ბირჟამ ლონდონის ბირჟის შესყიდვის შესახებ ლონდონს ოფიციალურად მიმართა. ჰონგ-კონგი მზად არის 32 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

BBC-ის ცნობით, ამ განცხადების შემდეგ ლონდონის ბირჟის აქციებზე ფასი 15%-ით გაიზარდა, თუმცა ისევ საწყის ნიშნულს დაუბრუნდა.   

ჰონგ-კონგის განცხადებით თუ გარიგება შედგა, ევროპისა და აზიის ორი უმსხვილესი ფინანსური ცენტრის დაკავშირება მოხდება. თუმცა, ინვესტორის წინადადება ძალაში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ლონდონის ბირჟა უარს იტყვის კომპანია „რეფინიტივის“ (Refinitiv) შესყიდვაზე, რომელიც ფინანსური ბაზრებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ არსებული მონაცემთა ბაზების გლობალური მიმწოდებელია.

აღნიშნულ კომპანიას ბრიტანული „ტომსონ როიტერი“ (Thomson Reuters) და ამერიკული მულტინაციონალური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია „ბლაქსტოუნი“ (Blackstone) ფლობენ და ლონდონის ბირჟამ უკვე აღნიშნა, რომ ამ გარიგებაზე უარის თქმას არ გეგმავს.

ლონდონის ბირჟა ადასტურებს, რომ ჰონგ-კონგის ბირჟისგან ნამდვილად მიიღო გარიგების შეთავაზება და  შესაბამისი განცხადების გავრცელებას გეგმავს.

ლონდონის ბირჟის შესყიდვა 2017 წელს გერმანიის უმსხვილესმა ფინანსურმა პლატფორმამ ფრანკფურტის ბირჟამაც სცადა, მაშინ ეს გარიგება ევროკომისიამ დაბლოკა, რადგან ევროპის ბაზარზე მონოპოლისტის შექმნის საფრთხე დაინახა. 

ყველა სიახლე

ბელარუსის პარლამენტი

18 ნოემბერი 2019, 09:48

მსოფლიო

ბელარუსის პარლამენტში ოპოზიციას წარმომადგენელი არ ეყოლება

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მე-7 მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ.

პარლამენტი აქცია

18 ნოემბერი 2019, 09:15

საქართველო

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაატარა

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა, მხარდამჭერებსა და მოქალაქეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს.

კრიშტიანუ რონალდუ

18 ნოემბერი 2019, 08:54

ტაბლოიდი

რონალდუ მწვრთნელის მისამართით გინებაზე: არ მიყვარს, როდესაც მცვლიან

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს. რონალდუმ აღიარა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში თავის საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ იმყოფებოდა.

თეთრი ხალათები

18 ნოემბერი 2019, 08:43

საქართველო

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება. 12:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში, ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოხატავს საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო.

ჰონგ-კონგი კამპუსი

18 ნოემბერი 2019, 08:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის პოლიციამ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი შტურმით აიღო

ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი, რომელშიც 200-ზე მეტი მომიტინგე სტუდენტი იმყოფებოდა. შტურმი 24 საათი გრძელდებოდა, დემონსტრანტებმა ალყის გარღვევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტეფანოს ციციპასი

18 ნოემბერი 2019, 08:20

სპორტი

ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასმა მოიგო

ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს. 21 წლის ბერძენი ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმო, თუმცა შემდეგ მატჩის შემობრუნება შეძლო და 6:7, 6:2, 7:6 გაიმარჯვა.

სამხრეთ კორეა წვრთნები

18 ნოემბერი 2019, 00:57

მსოფლიო

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები გადადეს

წვრთნები, რომლებიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. როგორც სეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება კეთილი ნების ჟესტია, რომლის მიზანიც დიპლომატიისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. ფხენიანში ამ მანევრებს ყოველთვის აკრიტიკებენ.

ვენეცია

18 ნოემბერი 2019, 00:52

მსოფლიო

ვენეცია ბოლო კვირის განმავლობაში მესამედ დაიტბორა

ბოლო კვირაა ვენეცია წყალდიდობას და მის შედეგებს ებრძვის და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა, რაც კი ქალაქში მომხდარა. სპეციალისტების განცხადებით, კვირა დღს, ვენეციაში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია, შედეგად კი ქალაქის 70% დაიტბორა.

აშშ ევროკავშირი

18 ნოემბერი 2019, 00:29

საქართველო

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დიალოგს მხარეებს შორის

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, სამომავლო გზის საპოვნელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

18 ნოემბერი 2019, 00:21

საქართველო

ლომჯარია: როცა ოპოზიციას არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არც ისინი შეგიშვებენ

სახალხო დამცველის თქმით, პარლამენტის შენობის პიკეტირება, "რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს".

ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 00:11

ძალოვნები

წყალტუბოს სოფელ სორმონის ტყეში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ. ვიდეო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ სორმონის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.

გია ვოლსკი

17 ნოემბერი 2019, 23:56

საქართველო

ვოლსკი სიტუაციის გამწვავებას პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იმ საქმეების და პროექტების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუმ“ გააკეთა, მმართველი გუნდის გამარჯვებას არცერთი საარჩევნო სისტემის პირობაში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ „ოცნებამ“ რაღაც კვლევა ჩაატარა, არასერიოზულია.

გიგა ბოკერია

17 ნოემბერი 2019, 23:55

საქართველო

გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან დიალოგის პირობა დაასახელა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ტექნიკური მთავრობა შეიძლება იყოს ის მთავრობა, რომელიც გადადგება და მოვალეობას შეასრულებს ან მთავრობა, რომელიც უბრალოდ არჩევნებს ჩაატარებს.

17 ნოემბერი 2019, 23:30

ძალოვნები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარია

ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 23:27

საქართველო

ინაშვილი: ახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენს ეთერში

„როდესაც უსამართლობა ხდება ქვეყანაში და სახელმწიფოში, აჯანყების უფლებაც აქვს მოქალაქეთა ჯგუფს. მშვიდობიანი, რა თქმა უნდა. მაგრამ კანონის ფარგლებიდან გასვლა თუ იქნება, არსებობენ სამართალდამცველი სტრუქტურები და მათაც კანონის ფარგლებში მოუწევთ ამ ყველაფრის აღკვეთა“, - განაცხადა ინაშვილმა.

სპილო

17 ნოემბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ინდოეთში სპილო სახელად ბინ ლადენი ტყვეობაში ყოფნის მე-6 დღეს მოკვდა

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ადამიანებს დაესხა თავს, რის შემდეგაც სპილო დაიჭირეს და "ორანჯის" ეროვნულ პარკში ჰყავდათ. სწორედ იქ მოკვდა ცხოველი. შტატის ხელისუფლებამ ეროვნულ პარკში სპეციალისტები გაგზავნა, რომლებიც სპილოს სიკვდილის რეალურ მიზეზებს დაადგენენ.

ლაშა ტალახაძე

17 ნოემბერი 2019, 22:55

სპორტი

ლაშა ტალახაძემ თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძე კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. თურქეთში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის გათამაშებაში ტალახაძემ ატაცში 208, აკვრაში-242, ხოლო ორჭიდის ჯამში 450 კილოგრამი დააფიქსირა და საერთო ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:41

საქართველო

პარლამენტის შესასვლელები ტომრებით არის ჩაკეტილი

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს. როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, ეს არ არის "ბარიკადი", არამედ "კალაძის ნაგავია". ოპოზიციის თქმით, სამშენებლო ნარჩები პარლამენტთან იყო.

will.i.am

17 ნოემბერი 2019, 22:39

კულტურა

მუსიკოსი will.i.am-ი ბორტგამცილებელს რასიზმში ადანაშაულებს

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ავსტრალიაში, ბრისბეინი-სიდენის რეისზე მოხდა. მუსიკოსმა ვერ გაიგონა, რომ ეკიპაჟმა მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების გამორთვა სთხოვა და ლეპტოპის გამოყენება გააგრძელა, რამაც ბორტგამცილებლის აგრესია გამოიწვია.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:08

საქართველო

ბაქრაძეს აქციის მონაწილეების რაოდენობაზე ოფიციალურმა ცნობამ, თავისი ხელისუფლება გაახსენა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ შსს-ს მიერ დღევანდელი აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გავრცელებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ როგორც ჩანს სუსში იგივე ადამიანები ითვლიან აქციის მონაწილეებს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის“ დროს ითვლიდა.