imedi /  11 სექტემბერი 2019, 20:53 / სანდო წყარო

საქართველომ აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ავიამიმოსვლა აშშ

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, ჩიკაგოში მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს იწყებს. პირველი შეხვედრა „დელტა ეარლაინსის“ ხელმძღვანელობასთან არის დანიშნული, შემდეგი „იუნაიტედ ეარლაინსია“. 

,,შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ჩვენი დელეგაცია ამ ვიზიტისთვის რამდენიმე თვეა ემზადება. მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაანონსა. დღეს, ჩიკაგოში ვხვდებით ამერიკის უმსხვილეს ავიაგადამზიდავს, UNITED AIRLINES , რომელიც STAR ALLIANCE ერთ-ერთი დამფუძნებელია. შემდეგ კი უკვე ატლანტაში მეორე ამერიკულ გიგანტთან - DElTA AIRLINES-სთან გავმართავთ მოლაპარაკებებს. DElTA AIRLINES ავიაფლოტის სიდიდით, მგზავრთა გადაყვანის კუთხითა და მიმართულებების რაოდენობის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

UNITED AIRLINES შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც American Airlines-ის მსგავსად, 1926 წელს დაარსდა. UNITED AIRLINES მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია იყო, რომელმაც სხვადასხვა სერვისები, მათ შორის, ბორტგამცილებლის თანამდებობა თავის საჰაერო ხომალდებზე პირველმა დანერგა.

საქართველოს აეროპორტების გაერთანების დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც უაკანასკნელ წლებში საავიაციო ბაზარი უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდა 24 % -ია. 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

ყველა სიახლე

ნავთობის ფასი

23 სექტემბერი 2019, 17:03

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობის ფასი ბრენტის ტიპის ნედლ ნავთობზე ბარელზე $64 ჩამოსცდა. „შავ ოქროზე“ ფასის შემცირება ბაზარზე საუდის არაბეთის ნავთობის მიწოდების აღდგენამ განაპირობა. ანალიტიკოსების შეფასებით ფასის შემცირება უფრო სწრაფად მოხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ზიგმუნდ იენი

23 სექტემბერი 2019, 16:59

მსოფლიო

პირველი გერმანელი ასტრონავტი ზიგმუნდ იენი გარდაიცვალა

პირველი გერმანელი ასტრონავტი ზიგმუნდ იენი გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო. ზიგმუნდ იენი 1937 წელს საქსონიის ფედერალურ მხარეში დაიბადა და ქვეყნის პირველი ასტრონავტი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. იენი გერმანის აეროკოსმოსური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობდა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმი

23 სექტემბერი 2019, 16:52

კულტურა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში უძველესი პერიოდის ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ

საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 24 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში ქართველ კოლეგებთნ ერთად, ქეთი შიკი და ნიკოლას ტოტი სხვადასხვა პერიოდის ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ და ქვის დამუშავების ტექნოლოგიის სრულ პროცესს იქ დამსწრე საზოგადოებას აჩვენებენ.

მედიკამენტი

23 სექტემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

საფრანგეთში გასახდომი წამლის გამო ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლო დაიწყო

პრეპარატის მწარმოებელ კომპანია Servier-ს მომხმარებლების წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ მოტყუებაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის ფიგურანტ კომპანიას ხალხის მოტყუებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. თავად კომპანია ბრალებას უარყოფს.

დაკავება

23 სექტემბერი 2019, 16:46

მსოფლიო

კატალონიის რეფერენდუმის წლისთავზე თავდასხმების დაგეგმვისთვის ცხრა ადამიანი დააკავეს

ესპანეთში დააკავეს ცხრა ადამიანი, რომლებსაც კატალონიის რეფერენდუმის მეორე წლისთავზე ძალადობრივი აქტების დაგეგმვაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები „ტექნიკური საპასუხო ჯგუფის“ წევრები არიან, რომელიც თავის მხრივ „რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტების“ გასამხედროებულ ჯგუფს წარმოადგენს.

უელსი-საქართველო

23 სექტემბერი 2019, 16:15

სპორტი

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის პირველ მატჩში დამარცხდნენ

მატჩის დასაწყისში ბორჯღალოსნების მეტოქემ 3 ლელო დადო. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს. პირველი ტაიმის მიწურულს უელსელებმა მეოთხე ლელოც დადეს და ბონუს ქულა გაინაღდეს. მატჩის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 0:29 დათმეს.

კახაბერ გვანცელაძე

23 სექტემბერი 2019, 16:12

საქართველო

როგორი სანიტარული მდგომარეობაა ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო. სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადად გაეცნო. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.

დაჯილდოება

23 სექტემბერი 2019, 16:03

ტაბლოიდი

Emmy-ის ჯილდოზე ჯეისონ ბეიტმანის რეაქცია მემედ იქცა

სავარაუდოდ თავად ბეიტმანი ასეთ წარმატებას არ მოელოდა - ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ჯილდო "სამეფო კარის თამაშების" შემქმნელებს გადაეცემოდათ. ამიტომ როდესაც წამყვანმა გამარჯვებულად ბეიტმანი გამოაცხადა, მან უბრალოდ წარბები ასწია, გარშემო გაიხედა და ძალიან თავშეკავებული "WOW" თქვა.

დემი მური

23 სექტემბერი 2019, 15:58

კულტურა

კატჩერის მხრიდან ღალატის შემდეგ დემი მურმა ნარკოტიკული ზედოზირება გადაიტანა

რამდენიმე დღის წინ გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნ Inside Out-ში ამერიკელი მსახიობი დემი მური ყვება,რომ მეუღლის ეშტონ კატჩერის მხრიდან ღალატიდან ორი თვის შემდეგ მან ნარკოტიკული ზედოზირება გადაიტანა. ამის შესახებ გამოცემა RadarOnline წერს.

რაულ ხაჯიმბა

23 სექტემბერი 2019, 15:51

საქართველო

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება, - ეს სააგენტო „რია ნოვოსტის“ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ ხაჯიმბა გამოაცხადა.

ნიქ ქეივი

23 სექტემბერი 2019, 15:33

კულტურა

ნიქ ქეივი ახალ ალბომს გამოუშვებს

ავსტრალიელი მუსიკოსი ნიქ ქეივი ახალ ალბომს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია მუსიკოსის ლეიბლმა - „Nick Cave and the Bad Seeds“-მა დაადასტურა. ცნობილია, რომ ალბომის სახელწოდებაა - „მოჩვენება“ (Ghosteen) და ის ნიქ ქეივის თაყვანისმცემლებისთვის შემდეგი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ალბომის მეორე ნაწილი „მშობლებია“.

მასწავლებელი

23 სექტემბერი 2019, 15:31

საქართველო

მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა. კონკურსი ისტორიაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლების საგნებში ჩატარდება. თითოეულში ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.

ავღანეთი ჯარი

23 სექტემბერი 2019, 15:31

მსოფლიო

ავღანეთში ქორწილის დროს დაბომბვას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა ავღანეთში, როცა სახელმწიფო ჯარმა დაბომბა სახლი, სადაც ქორწილს აღნიშნავდნენ. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. შემთხვევა პროვინცია ჰელმანდში მოხდა. ჯარის სამიზნე „თალიბანის“ ობიექტი იყო, სადაც მოძრაობა თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებდა.

სალომე დემურია

23 სექტემბერი 2019, 15:20

კულტურა

სალომე დემურია ყაზახეთის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ფილმში დემურიამ 37 წლის ექიმი ირინეს როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, ირინე ციხიდან გამოდის და ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. სურათის გადაღება იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობდა.

გარეული ცხოველები

23 სექტემბერი 2019, 15:17

ტაბლოიდი

გარეული ცხოველების ყველაზე სასაცილო და უხერხული ფოტოები გამოქვეყნდა

Comedy Wildlife Photography Awards-ის სასაცილო ფოტოებს შორის მოხვდნენ ლომის ბოკვერები, პატარა მაიმუნები, ჩიტები, მწერები და ველური ბუნების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უხერხულ, ზოგში კი სასაცილო მომენტებში არიან გადაღებულები.

ვენერა

23 სექტემბერი 2019, 15:16

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მილიარდი წლის წინ ვენერაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობდა

NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 1 მილიარდი წლის წინ ვენერაზე შესაძლოა სტაბილური კლიმატი, თხევადი წყალი და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობები ყოფილიყო. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.

სალომე გოგინაშვილი

23 სექტემბერი 2019, 14:51

საქართველო

საბერძნეთში გაუჩინარებულ ქართველ გოგოს ეძებენ

სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველ გო­გო­ს სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გუ­ლის დე­დამ ნონა კუპ­რაშ­ვილ­მა სოციალუ ქსელში გა­ავ­რცე­ლა. მშობლების ინფორმაციით, სალომე ბოლოს ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა. როგორც ცნობილი გახდა, საქმეს ათენის პოლიცია იძიებს და საქართველოს საკონსულოც საქმის კურსშია.

მოკლული ქალი

23 სექტემბერი 2019, 14:41

ძალოვნები

თელავში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი ჯერ უცნობია. ამ თემაზე არ საუბრობენ არც მოკლულის ნათესავები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება რა მუხლით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტო

23 სექტემბერი 2019, 14:38

მსოფლიო

რუსეთმა CIA-ს ინფორმატორი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნაში გამოაცხადა კრემლის ყოფილი თანამშრომელი ოლეგ სმოლენკოვი, რომელიც სავარაუდოდ CIA-ს ინფორმატორი იყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, უწყებამ სმოელნკოვი ჩერნოგორიაში შვებულების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნო.

ქართველი მოფარიკავეები

23 სექტემბერი 2019, 14:33

სპორტი

ქართველმა მოფარიკავეებმა საერთაშორისო ტურნირებზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა მოფარიკავეებმა უზბეკეთსა და ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა 3 სპორტსმენით იასპარეზა და სამივე მათგანმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაშკენტში უმაღლესი სინჯის მედალს მაია გუჩმაზოვა დაეუფლა.