imedi /  11 ოქტომბერი 2019, 19:42 / სანდო წყარო

სები ახალი სათავო ოფისის მშენებლობაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

ახალი სათავო ოფისის მშენებლობისთვის მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბოლოდროინდელი საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები, რომელთა ჩამონათვალს დაემატა ისეთი სფეროების რეგულირება, როგორებიცაა არასაბანკო სფერო, საკრედიტო ბიურო, საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა; ასევე, მიმდინარეობს ევროდირექტივებთან დაახლოების პროცესი.

„ზემოაღნიშნული საჭიროებს შესაბამის საკადრო რესურსს და დამატებით საოფისე ფართს. არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და, მით უფრო, ვერც სამომავლო მოთხოვნებს. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც, თავის მხრივ, სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციისთვის, 2012 წელს ამჟამინდელ სათავო შენობაში (სანაპიროს ქუჩა 2; 6 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართით) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, ახალი ოფისის (ფართი 17 ათას კვადრატულ მეტრამდე) მშენებლობის ხარჯის დიდწილად დაფარვა სწორედ არსებული შენობის რეალიზაციიდან მიღებული თანხებით იგეგმება. 

ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აშენდეს ცალკე შენობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას.   

მიწის ნაკვეთი ახალი სათავო ოფისისთვის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და კანონმდებლობის სრული დაცულობით შეირჩა. ნაკვეთის მოძიების მიზნით, საწყის ეტაპზე, ეროვნულმა ბანკმა მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას. აღნიშნული უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის თავისუფალი ფართის თაობაზე უარის მიღების შემდეგ, მოძიებულ და განხილულ იქნა სხვა ალტერნატივები. ეროვნულმა ბანკმა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია შპს "სითი ცენტრთან".  ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ეროვნული ბანკი მიწის საფასურს არ გადაუხდის გამყიდველს მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების მიღებამდე. ნასყიდობის ხელშეკრულება მაქსიმალურად იცავს ეროვნული ბანკის ინტერესებს, ვინაიდან რისკების თავიდან აცილების მიზნით მშენებლობისათვის აუცილებელი ნებართვების მიუღებლობის შემთხვევაში ქონება უკან დაუბრუნდება გამყიდველს მისივე ხარჯით, ხოლო ეროვნულ ბანკს არანაირი სანქცია არ დაეკისრება. რაც შეეხება თავად ოფისის მშენებლობას, დეტალური ინფორმაცია პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულების ჩათვლით, მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული სატენდერო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკი არასაბიუჯეტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც აქვს საკუთარი შემოსავლები და ასევე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 1, პუნქტი 1).

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა ეროვნულმა ბანკმა, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკასო ცენტრის მშენებლობით დაიწყო. თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი 2012 წლის ივნისში გაიხსნა და ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით, დაცვისა და უსაფრთხოების ავტომატიზებული სისტემებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

50 მილიონ ლარიანი ახალი ოფისის გამო ეროვნულ ბანკი პრემიერმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი ოფისის აშენება გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებით შეიძლება.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობაზე სავარაუდოდ 50 მილიონ ლარს დახარჯავს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, A კლასის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო ფართი დაახლოებით 17 000 მ2-ია.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 23:24

COVID19

ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 იანვარი 2021, 23:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა

​​​​​​​კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 23:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც მზად ვართ, პარლამენტში ოპოზიციასთან ვიმუშაოთ

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს – აშშ-ის და ევროკავშიორის ელჩებს. თავისთავად ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს შორის ინდივიდუალური კონსულტაციები ეხმარება პოზიციების დაახლოებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:56

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის

ის, რასაც საქართველომ 21 იანვარს მიაღწია, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ კითხვას, რა შეიცვალა გიგა ოთხოზორიასა და საქართველოს სხვა ოჯახის წევრებისთვის, ასევე წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:42

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია

სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, ის რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

22 იანვარი 2021, 22:40

COVID19

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანისა და ქუთაისის დაწესებულებებში 7 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ. ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

რაული

22 იანვარი 2021, 22:32

სპორტი

AS: ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ რაული გაწვრთნის

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მის ადგილს რაული დაიკავებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

ბილ გეითსი

22 იანვარი 2021, 22:09

COVID19

ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

22 იანვარი 2021, 22:06

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით. შეხვედრის მთავარი თემები იყო ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

კორონავირუსი

22 იანვარი 2021, 22:03

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 451 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 112-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

22 იანვარი 2021, 21:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება თებერვალში შეიძლება დაიწყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება თებერვალში შეიძლება დაიწყოს.

22 იანვარი 2021, 21:49

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში თხევადი აირით დახმარების პროგრამა იწყება

თელავის მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების პროგრამა იწყება. ახალი პროექტის მიხედვით, დახმარება ყოველთვიურად ტალონების სახით გაიცემა. ოჯახი მიმწოდებელი კომპანიისგან ყოველთვე, ერთჯერადად, 8 კგ. ოდენობის თხევად აირს უფასოდ მიიღებს.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 21:44

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითეული გადაწყვეტილება არის რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე , ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ მილოვი

22 იანვარი 2021, 21:40

პოლიტიკა

ვლადიმერ მილოვი: ალექსეი ნავალნი რუსულ აგრესიას 2008 წელსაც გმობდა და დღესაც გმობს

მეც და ალექსეი ნავალნიც, ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ იმ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა, ვლადიმერ მილოვმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

22 იანვარი 2021, 21:35

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 400 ადამიანი გარდაიცვალა.

22 იანვარი 2021, 21:34

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ველით, რომ რუსული მხარე სრულად შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენით ნაკისრ ვალდებულებებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ აგვისტოს ომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რაც საქართველოში პოლონეთის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

22 იანვარი 2021, 21:32

ეკონომიკა

პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 15 ლარამდე ზრდის

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 10-დან 15 ლარამდე ზრდის. სუბსიდირება ჯამურად 20 ათას ტონა ფქვილზე მოხდება. შედეგად მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება. ცვლილება პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პროგრამა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ბორის ჯონსონი

22 იანვარი 2021, 21:26

COVID19

ბორის ჯონსონი: კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს.

22 იანვარი 2021, 21:10

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირებისას, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტა, თუ რატომ შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე. მისი თქმით 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ზამთრის კურორტებზე ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან სტუმრად ნაკლებად იარონ. „ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ზამთრის კურორტებზე რა ვითარებაა. ძალიან ცოტა ქვეყანაა ისეთი, სადაც ზამთრის კურორტები ოპერირებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 21:09

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სახმელეთო საზღვართან შედარებით, საჰაერო მიმოსვლისას ინფექციის კონტროლის ბევრად მეტი საშუალება არსებობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ იხსნება მხოლოდ საჰაერო საზღვარი. „რუსთავი 2“-ის ეთერში ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად ცქიტიშვილმა მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მაღალი დინამიკა დაასახელა.