Imedi /  12 ოქტომბერი 2019, 12:58 / სანდო წყარო

თურნავა: საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე სწრაფად ვითარდება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სააგენტოს მიერ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებად აფასებს.

ნათია თურნავას განცხადებით, მაჩვენებლის გაუმჯობესება ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და ყველაზე სწრაფად ვითარდება. 

მინისტრის განმარტებით, „ასეთი მკაფიო გაუმჯობესება არავის აქვს“. რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის, თურნავას თქმით, საქართველოს დაწინაურება ინვესტორების მხრიდან ნდობის გაზრდის აღიარებას ნიშნავს.

„როგორც ადგილობრივი ინვესტორები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები, დადებითად არიან განწყობილნი და ამ რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებს კიდევ უფრო თამამად ჩადებენ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

საერთაშორისო სააგენტომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. რა იცვლება ქვეყნის ეკონომიკური რეიტინგების გაუმჯობესებით რიგითი მოქალაქისთვის, ინფორმაცია ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ესპანეთი თურქეთი

15 ოქტომბერი 2019, 17:56

მსოფლიო

თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთმაც შეაჩერა

სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთის მთავრობამაც შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე ანალოგიური ზომები გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიიღეს.

ფილმი Bombshell

15 ოქტომბერი 2019, 17:46

კულტურა

ნიკოლ კიდმანის, შარლიზ ტერონისა და მარგო რობის საერთო ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა

მსახიობები ლოს-ანჯელესში მათი საერთო ფილმის Bombshell-ის დახურულ ჩვენებაზე გამოჩნდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, სამივე მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ოსკაროსანმა მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა კლასიკური თეთრი სამოსი შეარჩია, შარლიზ ტერონმა შავი პიჯაკი და ტყავის ქვედაბოლო მოირგო, მარგომ კი ნიკოლის მსგავსად არჩევანი თეთრ ფერზე გააკეთა.

დანია ფერმა

15 ოქტომბერი 2019, 17:44

მსოფლიო

დანიაში მამას 6 შვილი 9 წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი

16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები 58 წლის მამასთან ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში ცხოვრობდნენ. გარე სამყაროსთან კონტაქტი მათ წლების მანძილზე არ ჰქონიათ. ერთ-ერთმა მათგანმა, 25 წლის კაცმა გაქცევა მოახერხა და ადგილობრივ კაფემდე მივიდა, რომლის მფლობელსაც დახმარება სთხოვა.

ტოკიო

15 ოქტომბერი 2019, 17:42

მსოფლიო

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ დროს ორ უსახლკაროს თავშესაფარზე უარი უთხრეს

იაპონიის პრემიერმინისტრის განცხადებით, თავშესაფრები ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად ყველა დაზარალებულისთვის ღია უნდა იყოს. შინზო აბემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნის დროს ორ უსახლკაროს თავშესაფარზე უარი უთხრეს.

Volkswagen

15 ოქტომბერი 2019, 17:25

ეკონომიკა

სირიაში მიმდინარე ოპერაციის გამო Volkswagen-მა თურქეთში ქარხნის აშენება გადაიფიქრა

გამოცემა Welt-ის ინფორმაციით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხანა ქალაქ იზმირთან უნდა აშენებულიყო. მშენებლობის დაწყება 2020 წელს, გახსნა კი 2022 წელს იგეგმებოდა. კომპანიას თურქეთში წელიწადში 300 ათასი ავტომობილის დამზადება სურდა, რაც თურქეთში 4 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდა.

გორის სასამართლო

15 ოქტომბერი 2019, 17:11

ძალოვნები

გორში 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გორში 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. საქმის მასალებიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცმა 5 წლის ბავშთან როგორც თავის, ასევე ბავშვის სახლში წინასწარი შეცნობით რამდენჯერმე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

დიდი ბრიტანეთი თურქეთი დროშები

15 ოქტომბერი 2019, 17:03

მსოფლიო

ბრიტანეთმა თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა შეაჩერა

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, თურქეთმა მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. „მოკავშირისგან ასეთ ქმედებებს არ ველოდით“, - თქვა მან. თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანი

15 ოქტომბერი 2019, 17:02

საქართველო

გახარია: ჩვენთვის სომხეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გულშემატკივრები რასიზმი

15 ოქტომბერი 2019, 16:57

სპორტი

გულშემატკვირების რასიზმის გამო ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა

ინგლისის ნაკრებთან მატჩში გულშემატკივართა მხრიდან რასისტული შეძახილების გამო ბულგარეთის პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

15 ოქტომბერი 2019, 16:52

საქართველო

ფაშინიანი: სომხურ-ქართული ურთიერთობები გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე უნდა განვითარდეს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. მისი თქმით, მთავრობის მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცეს ამ მიმართულებით გაწეულ ყველა ძალისხმევას.

ბიბლიოთეკა

15 ოქტომბერი 2019, 16:52

კულტურა

კინოცენტრი კინობიბლიოთეკას დააფუძნებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კინობიბლიოთეკას აფუძნებს. ბიბლიოთეკის უპირველესი შემადგენელი ნაწილი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოცემული კინოლიტერატურა იქნება. ასევე კინემატოგრაფის შესახებ ქართულ ენაზე და საქართველოში უცხო ენაზე გამოცემული წიგნები იქნება წარმოდგენილი.

რომან კაკულია

15 ოქტომბერი 2019, 16:42

საქართველო

რომან კაკულია: მგონია, რომ სამწუხაროდ ისევ უმრავლესობით მოვალთ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

პატიმრები

15 ოქტომბერი 2019, 16:42

ტაბლოიდი

აშშ-ში ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა ვისკი იყიდეს და საკნებში დაბრუნდნენ

აშშ-ში, ტეხასის შტატის პოლიციამ დააკავა 4 პატიმარი, რომლებიც სისტემატურად ტოვებდნენ ციხეს და საკნებში კონტრაბანდული საქონლით ბრუნდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ABC 13 ავრცელებს. დაკავებისას მათ დიდი ოდენობით ვისკი და მობილური ტელეფონები აღმოაჩნდათ.

ელტონ ჯონი

15 ოქტომბერი 2019, 16:30

ტაბლოიდი

ელტონ ჯონი: კოკაინმა თავდაჯერებულობა შემმატა

72 წლის ელტონ ჯონი აცხადებს, რომ კოკაინის გასინჯვამ ის პიროვნულად შეცვალა და კომპლექსებისგან გაათავისუფლა. ნარკოტიკების თემაზე ლეგენდარულმა მუსიკოსმა ჰარი სმითის შოუში ისაუბრა. ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ელტონ ჯონმა თავი 29 წლის წინ დააღწია. მანამდე ის კოკაინის აქტიური მომხმარებელი იყო.

სასამართლო ბათუმი

15 ოქტომბერი 2019, 16:30

ძალოვნები

ბათუმში დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის შეცვლაზე გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გამოცხადდება

ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მოსამართლეს დაკავებულთა ადვოკატებმა მიმართეს და მოქმედ მერთან გაფორმებული ხელშეკრულება წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ზიანი ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება.

ხაშური

15 ოქტომბერი 2019, 16:22

საქართველო

ხაშურის ჰოსპიტალში დედა და ახალშობილი გარდაიცვალნენ

ხაშურში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ. ხაშურის ჰოსპიტალი მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, სამეანო განყოფილების მორიგე მედპერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი, რის გამოც დედა-შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფეხბურთი

15 ოქტომბერი 2019, 16:20

სპორტი

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ნაკრებების მატჩმა გოლის და მაყურებლის გარეშე ჩაიარა

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთკორეელ გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და მაღალჩინოსნებს ვიზაზე უარი უთხრა: ქვეყანაში მხოლოდ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეუშვეს. თუმცა მას FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო.

ლევან ახვლედიანი

15 ოქტომბერი 2019, 16:17

ეკონომიკა

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად მთავრობამ მისი საბოტაჟი არჩია

იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, რამდენიმე მიმართულებით მისი საბოტაჟი განახორციელა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

რიჩარდ გირი

15 ოქტომბერი 2019, 16:06

კულტურა

რიჩარდ გირს ქალაქ ფლორენციის სიმბოლური გასაღები გადასცეს

საპატიო ჯილდო მსახიობს მიგრანტების დახმარებისთვის გადასცეს. თუმცა, საზეიმო ცერემონიამ საპროტესტო მსვლელობის ფონზე ჩაიარა. მემარჯვენე პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრებმა მიიჩნიეს, რომ ფლორენციის გასაღები ქალაქთან უფრო მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანს უნდა მიეღო.

15 ოქტომბერი 2019, 15:53

თემა

ორმაგი მოქალაქეობის რა პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში?

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. მოქალაქეობა ის თემაა, რომელიც მუდმივად აქტუალურია. არსებობს სახელმწიფოები,სადაც დაბადება ამ სახელმწიფოს მოქალაქეობას სულაც არ ნიშნავს;არც საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა ყოველთვის ორი პასპორტის ქონის წინაპირობა. რომელი ქვეყნების კანონმდებლობაა ამ მხრივ უჩვეულო და რა რეალობაა საქართველოში?