imedi /  05 ნოემბერი 2019, 11:29 / სანდო წყარო

საქსტატი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიას ნერგავს

საქსტატი

მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქსტატი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადადის, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას, ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ეას წარმოადგენს ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებს და აღრიცხვის ზოგად წესებს. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაეროს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან ასევე შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელორუსი.

დღეის მდგომარეობით აღნიშნული სისტემა  (SNA 2008) მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია დანერგილი. ამასთან, ქვეყნების გარკვეული ნაწილი, ისევე როგორც საქართველო, კვლავ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წინა ვერსიით (SNA 1993) ხელმძღვანელობს.

ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით, საქსტატში 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარე წელს აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლა გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმით.

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს განაპირობებს, რაც ერთის მხრივ უკავშირდება ახალი სტანდარტის შესაბამისად სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა გაანგარიშებას, ხოლო მეორეს მხრივ მონაცემთა წყაროს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

ეას-ის ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან. მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების საერთო დონის ზრდას. ამასთან, წინა პერიოდის მაჩვენებლებთან ჰარმონიზების მიზნით, ხორციელდება წინა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება. 

ამ მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები, ასევე დანიისა და ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლები, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში. 

მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებისა და დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასების თვალსაზრისით, საქსტატმა მიმდინარე წლის განმავლობაში სპეციალური კვლევები ჩაატარა, რომლის შედეგები ასევე გათვალისწინებული იქნება ეროვნულ ანგარიშებში.

ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული მშპ და ეროვნული ანგარიშების  სხვა აგრეგატები საქსტატის მიერ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება. იმავდროულად დაგეგმილია ისტორიული მწკრივის განახლება, 2010 წლიდან.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2020, 13:15

ძალოვნები

ცაგერში არხში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრის ცხედარი იპოვეს

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა 2 ადამიანთან ერთად ლაჯანურჰესის არხში 3 დღის წინ ავტომანქანით გადავარდა.

ჩინეთი ვირუსი

26 იანვარი 2020, 13:08

საქართველო

ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დიპლომატიური უწყება მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს იმ მოქალაქეებთანაც, რომლებიც ხუბეის პროვინციაში არ იმუოფებიან. პარალელურად 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზიც.

გრიგოლ კაცია

26 იანვარი 2020, 13:04

საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მამა ანდრია სარიაზე: ეს არ არის შურისძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა

ჭყონდიდის ახლმა მიტროპოლიტმა მამა ანდრია სარიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა რომ საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია სარია გააფრთხილა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და მონასტერში რომლის წინამძღვარიც იყო, არ დარჩა.

ზაზა მურჯიკნელი

26 იანვარი 2020, 12:48

ძალოვნები

მურჯიკნელი: იმედი მაქვს ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე სასამართლოდან გამიშვებენ

ზაზა მურჯიკნელი, რომელიც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეშია ბრალდებული, ბრალს არ აღიარებს და თვლის რომ სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ უნდა გამოიყენოს.

ჯენიფერ ლოპესი

26 იანვარი 2020, 12:08

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა ბრენდ Guess-ის ახალი კოლექცია წარადგინა

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ბრენდ Guess-ის 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. სარეკლამო ფოტოები 50 წლის მომღერლის Instagram-ზე გამოქვეყნდა. სარეკლამო კამპანიის არტდირექტორი Guess-ის მთავარი კრეატიული დირექტორი პოლ მარჩიანო გახდა.

26 იანვარი 2020, 12:00

მსოფლიო

პრინც ჩარლზს ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩასვლა სურს

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა დასავლეთსა და თეირანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩასვლის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჩინეთი ვირუსი

26 იანვარი 2020, 11:40

მსოფლიო

აშშ ჩინეთის ქალაქ უხანიდან ამერიკელების ევაკუაციას იწყებს

ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გენერალური საკონსულოს პერსონალის გარდა უხანიდან სამშობლოში რიგითი ამერიკელებიც დაბრუნდებიან. სპეციალური რეისი ჩინეთიდან სან-ფრანცისკოში 28 იანვარს ჩავა.

ილონ მასკი

26 იანვარი 2020, 11:25

ეკონომიკა

ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში $2,1 მილიარდით გაიზარდა

კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის გამო მისი დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში 2,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. კერძოდ, 20 იანვარს მასკის ქონება 30,9 მილიარდ დოლარს აღწევდა, 23 იანვარს 33,3 მილიარდამდე გაიზარდა, 24 იანვარს კი 33 მილიარდამდე შემცირდა.

თურქეთი მიწისძვრა

26 იანვარი 2020, 10:18

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Anadolu ავრცელებს. ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანი ამოიყვანეს, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში 3400-ზე მეტი მაშველი, ასობით ერთეული ტექნიკა და 17 ძაღლი მონაწილეობს.

პერუ არჩევნები

26 იანვარი 2020, 09:57

მსოფლიო

პერუში ეროვნული კონგრესის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

პერუში ეროვნული კონგრესის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. BBC-ის ცნობით, 130-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 21 პარტია იბრძოლებს. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლებით 24,8 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ადგილობრივი დროით 08:00 საათზე 26 საარჩევნო ოლქში 5,2 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ლებრონ ჯეიმსი

26 იანვარი 2020, 09:45

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სამეულში შევიდა

​„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ფილადელფიასთან“ მატჩში „ლეიკერსის“ ლეგენდარული მოთამაშის, კობე ბრაიანტის შედეგი გაიმეორა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სამეულში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBA-ის ვებგვერდი ავრცელებს.

კიბო პაციენტი

26 იანვარი 2020, 09:20

ტექნოლოგიები

კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს

„კანადის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის“ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს. ინფორმაცია მათი კვლევის შესახებ ვებგვერბ wize.life-ზე გამოქვეყნდა. კვლევის ავტორთა თქმით, რამდენიმე არაინფექციური დაავადება, მაგალითად, კიბო, ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდეს.

როტშილდი სასახლე

26 იანვარი 2020, 08:48

ეკონომიკა

როტშილდები ავსტრიისგან ნაცისტების მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ

შესაბამისი საჩივრით სასამართლოს ალბერტ ფონ როტშილდის შვილთაშვილმა, ამერიკელმა ინვესტორმა ჯეფრი ჰოგემ მიმართა. სარჩელი ეხება ბარონ ალბერტ ფონ როტშილდის მიერ 1905 წელს დაარსებულ ფონდს, რომელსაც რამდენიმე შენობა, მათ შორის ერთ-ერთი სასახლე ეკუთვნოდა, სადაც მოგვიანებით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფსიქიატრიული კლინიკა გაიხსნა.

მადონა

26 იანვარი 2020, 08:40

კულტურა

ავადმყოფობის გამო მადონამ ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ავადმყოფობის გამო მადონამ მისი მსოფლიო ტურნე Madame X-ის ფარგლებში ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 15 ქალაქისგან შემდგარი ტურნე 27 იანვარს ლონდონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლეგენდარულ მომღერალს პირველი კონცერტის გაუქმება მოუწია.

სი ძინპინი

26 იანვარი 2020, 08:13

მსოფლიო

სი ძინპინი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინი​ს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „ქვეყანა სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოჩნდა. კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება“, - განაცხადა სი ძინპინმა საგანგებო სამთავრობო სხდომის შემდეგ.

26 იანვარი 2020, 00:59

კულტურა

„უოლ-სტრიტის მგელის“ პროტოტიპი ფილმის შემქმნელებს $300 მილიონს სთხოვს

ყოფილი ბროკერი ჯორდან ბელფორტი, რომლის ცხოვრების ისტორიაც სცენარისტებმა ფილმ „უოლ-სტრიტის მგელის“ სიუჟეტად გამომიყენეს, კინოფილმის შემქმნელებს - კომპანია Red Granite Pictures $300 მილიონს სთხოვს, ამის შესახებ BBC წერს. ბერლფორტმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

Boeing 737 MAX

26 იანვარი 2020, 00:17

ტექნოლოგიები

Boeing-მა თვითმფრინავის ახალი მოდელი გამოსცადა

თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიის ახალმა მოდელმა Boeing 777X-მა საცდელი ფრენა შეასრულა. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ფრენა აშშ-ში ქალაქ ევერეტიდან შესრულდა. თვითმფრინავის ამ მოდელის პრეზენტაცია 2019 წლის მარტში შედგა. ახალი ლაინერი იმით არის გამორჩეული, რომ გაცილებით ცოტა საწვავს მოიხმარს.

ნარკომოვაჭრეები

25 იანვარი 2020, 23:50

მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეებს 1,2 ტონა კოკაინი ჩამოართვა

საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი გამოავლინა, რომელმაც შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით ქვეყანაში 1,2 ტონა კოკაინი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია, ბერძენ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. 6-თვიანი გამოძიების შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფის 8 წევრი დააკავა.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 23:08

მსოფლიო

ჩინეთში „კორონავირუსით“ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1372-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 41 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს დილიდან ქვეყნის 25 პროვინციაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადეს.

ბრაზილია, მეწყერი

25 იანვარი 2020, 22:39

მსოფლიო

ბრაზილიაში მეწყერმა 14 ადამიანი იმსხვერპლა

ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა ბრაზილიაში შტატ მინას-ჟერაისში 14 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას TV Globo მთავარ სამხედრო კომენდანტ როდრიგო როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით ძლიერი წვიმების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2,5 ათასი სახლის გარეშე დარჩა.