ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უწყებაში დაწყებული რეფორმების კურსს გააგრძელებს.
მინისტრის თქმით, ახალ ხელმძღვანელს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები აქვს. ასევე მაღალი რანგის პროფესიონალია.
„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან კაკავა დაიკავებს. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ლევან კაკავას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2017 წლის აგვისტოდან - 2017 წლის ნოემბრამდე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, გასულ წლებში, სხვადასხვა პოზიციაზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა.
ყველა სიახლე

12 დეკემბერი 2019, 20:02
მსოფლიო
მედია: ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს
ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არმიის პრესსპიკერის განცხადებით, თავდასხმა მალის საზღვართან, სამხედრო ბანაკზე მოხდა. ოფიციალური ცნობებით, 12 ჯარისკაცია დაჭრილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

12 დეკემბერი 2019, 19:37
საქართველო
უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა
„უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა“, - წერს ჩრდილელი.

12 დეკემბერი 2019, 19:03
ტაბლოიდი
ბრაზილიელმა მართვის მოწმობის გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა
ეიტორ შიავეს 60 წლის დედამ გამოცდა სამჯერ ვერ ჩააბარა, ამიტომ შვილმა მისი დახმარება გადაწყვიტა. 43 წლის კაცმა ყვავილებიანი ზედა და კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა, ფრჩხილები მოიწესრიგა და გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა. კაცი თაღლითობის და სხვა ადამიანის საბუთების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

12 დეკემბერი 2019, 18:35
საქართველო
ახალარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტში ფიცი დადეს
საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა. პარლამენტმა არ დაამტკიცა: თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი.

12 დეკემბერი 2019, 18:30
მსოფლიო
Forbes-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა
ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე გავლენიანი 100 ქალი დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უკავია. მერკელი უკვე 9 წელია Forbes-ის სიის რეიტინგის სათავეშია. მეორე ადგილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდია.

12 დეკემბერი 2019, 18:25
სპორტი
UNESCO-მ ალპინიზმი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა
შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ბოგოტაში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა „ალპინიზმი ტრადიციული ფიზიკური პრაქტიკაა, რომელიც მაღალმთიანი რაიონების გარემოს, ამ აქტიურობის ისტორიის და ღირებულებების ცოდნით და განსაკუთრებული უნარების ქონით ხასიათდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

12 დეკემბერი 2019, 17:56
საქართველო
ოქრიაშვილმა განმარტა რატომ არ დაუჭირა მხარი მელიასთვის მანდატის შეწყვეტას
"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მან იმიტომ არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი, რომ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და ამის უფლება აქვს.

12 დეკემბერი 2019, 17:52
მსოფლიო
უკრაინაში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში მოსთხოვა.

12 დეკემბერი 2019, 17:47
სპორტი
ბორჯომი და ბაკურიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის 2025-ის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქია
ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე თებერვალში ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის წევრები ჩამოვლენ და სიტუაციას ადგილზე შეაფასებენ.

12 დეკემბერი 2019, 17:39
საქართველო
ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს
ეკა ბესელია პარლამენტის მიერ მოსამართლეების საკითხის განხილვის და მათი უვადოდ არჩევის შემდეგ იურიდიულ კომიტეტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

12 დეკემბერი 2019, 17:38
საქართველო
ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის ელჩთან განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ევროკავშირის ელჩთან იმსჯელა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“.

12 დეკემბერი 2019, 17:32
ეკონომიკა
„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეთ
კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიამ კომპანიები 17 ოქტომბერს გააფრთხილა.

12 დეკემბერი 2019, 17:27
კულტურა
ინდონეზიაში ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იპოვეს
ნახატზე ბიზონზე ნადირობის სცენაა გამოსახული. ცხოველის მოკვლას შუბებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ცხოველების ნაკვთები აქვთ. რადიოაქტიური ანალიზით დადგინდა, რომ გამოსახულება 44 ათასი წლის წინ შექმნეს.

12 დეკემბერი 2019, 17:22
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0235 თეთრი შეადგინა.

12 დეკემბერი 2019, 17:06
საქართველო
ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ არ მოვასვენებ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით არაფერი იცვლება. პოლიტიკოსის განცხადებით, ის ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პარლამეტის წევრის სტატუსით იყო.

12 დეკემბერი 2019, 17:05
საქართველო
პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა უვადოდ, ეს ის კანდიდატები არიან, რომლებსაც რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია.

12 დეკემბერი 2019, 16:58
მსოფლიო
პაკისტანში ადვოკატების მიერ საავადმყოფოს დარბევას მსხვერპლი მოჰყვა
საავადმყოფოში 200-ზე მეტი ადვოკატი შეიჭრა. მათ პერსონალს სცემეს, დაამტვრიეს ავეჯი და აღჭურვილობა, კლინიკასთან სადგომზე მყოფ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. შეშინებული მედპერსონალი დაიმალა და პაციენტები მიატოვა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

12 დეკემბერი 2019, 16:48
საქართველო
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.

12 დეკემბერი 2019, 16:35
საქართველო
„ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა
დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ განცხადებას „ლიბერალი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.

12 დეკემბერი 2019, 16:34
საქართველო
ლელა ქებურია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პარლამენტში გარკვეული ნივთიერება მან დაღვარა
„მე შესაბამისი მტკიცცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ესე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს „ქართული ოცნებისა“ არა ვარ ვალდებული აბსოლუტურად ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, - განაცხადა ქებურიამ.