imedi /  06 დეკემბერი 2019, 17:49 / სანდო წყარო

ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

ლარის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა. სებ-ის მონაცემებით ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9466 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირას ლარი აშშ დოლართან გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი 9 დეკემბრამდე იქნება ძალაში. 

სებ-ის მონაცემებით, ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარება 2 დეკემბრიდან დაიყო და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9695 ლარი შეადგინა. კვირის ბოლომდე ლარი აშშ დოლართან მიმართებით, სულ 2,26 თეთრით გამყარდა. 

6 დეკემბერს გამართულ ვაჭრობაზე ლარი გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულება 3.2690 ლარია. ევროსთან კურსის ცვლილებამ 1.06 თეთრი შეადგინა. 

2019 წლის 28 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განაცხადა, რომ ლარი გამყარებისკენ სვლას დაიწყებს, თუმცა ამისთვის პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო.

მანამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იქამდე გაგრძელდება, სანამ პროგნოზით არ გამოჩნდება, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.

13 ნოემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფლაცია 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას. 2019 წლის 10 თვეში წლიურმა ინფლაციამ 6,9% შეადგინა

4 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინფლაციის ზრდა აღიარა და განაცხადა, რომ აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ (ფასების ზრდამ) 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1.6 პროცენტული პუნქტით აჭარბებს. 

Bloomberg-ზე ლარის ანტირეკორდი 26 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კურსი 2.98-იან ნიშნულს ასცდა. სებ-მა ინტერვენციაც დააანონსა და 27 სექტემბერს ბაზარს $40 მლნ მიაწოდა, რაც ბაზარმა სრულად აითვისა.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

საფრანგეთში 1,5 მილიონი ადამიანი კავშირგაბმულობის სერვისის გარეშე დარჩა

საფრანგეთში 5G-ის ანძის დაწვის შედეგად, ქალაქ ლიმოჟთან 1,5 ადამიანი რამდენიმე დღეა კავშირგაბმულობის სერვისის გარეშეა დარჩენილი. კერძოდ, ისინი ვერ სარგებლობენ რადიო-ტელე და ინტერნეტ სერვისით. ამის შესახებ Le Figaro წერს.

მელბურნი

17 იანვარი 2021, 00:36

COVID19

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩოგბურთელები მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ და მათთან ერთად მგზარობდნენ კოვიდინფიცირებულები.

17 იანვარი 2021, 00:25

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა შვილზე და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

სასექსის ჰერცოგინია მაგან მარკლის მამა ტომას მარკლი შვილის და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ The Sun წერს. ტომას მარკლი ფილმის გადაღებას 2021 წელს დაასრულებს. ფილმში მოთხრობილი იქნება მეგანის დაბადებისა და მათი ურთიერთობების შესახებ.

17 იანვარი 2021, 00:06

მსოფლიო

ფრანკფურტის აეროპორტში სპეცოპერაცია დასრულდა

სპეცოპერაცია, რომელსაც ფრანკფურტის აეროპორტში პოლიცია ახორციელებდა დასრულდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ადმინისტრაცია Twitter-ზე წერს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ფრანკფურტის აეროპორტი და რკინიგზის სადგური პოლიციამ საეჭვო ნივთის არსებობის გამო გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია ორი ადამიანის დაკავების შესახებ.

საფრანგეთი

16 იანვარი 2021, 23:58

COVID19

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს ამკაცრებს. დღეს საღამოს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 18:00-დან 06:00-მდე ეკრძალება.

16 იანვარი 2021, 23:36

მსოფლიო

პარიზში საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „გლობალური უსაფრთხოების კანონპროექტს“ პროტესტი პარიზის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გამოუცხადა. საფრანგეთის შს მინისტრის, ჟერალდ დარმანენის ინფორმაციით, აქციაზე 12 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 75 აქტივისტი დააკავეს.

ვიქტორია ნულანდი

16 იანვარი 2021, 23:12

მსოფლიო

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება

ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ apnews წერს. მისი კანდიდატურა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა წარადგინა. ნულანდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა.

ჭიდაობის ფედერაცია

16 იანვარი 2021, 22:59

სპორტი

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს. ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), დავით ტლაშაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნიცაში მიმდინარე ანრი დეგლანის გრან-პრის ფინალში გავიდნენ.

16 იანვარი 2021, 22:43

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

​​​​​​​ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 22:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ინფექციური საავადმყოფის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ის წერს იმაზე, თუ რას გულისხმობდა ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაში.

კახეთი

16 იანვარი 2021, 22:23

COVID19

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, 63 წლის ქალი საგარეჯოდან იყო და ის ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა.

16 იანვარი 2021, 21:43

სამართალი

კაცი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გ.მ. ადვოკატმა მოინახულა. დაკავებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ინტერესები საზოგადოებრივ დამცველს უნდა დაეცვა, თუმცა ქეთევან გაგოევას ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზე. ის ასევე უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება, ჩვენი ოპონენტები კი დაკავებულნი არიან იმით, რომ როგორმე „აჯანჯღარონ“ ეს ქვეყანა

„ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები დაკავებული არიან იმით, რომ როგორმე აჯანჯღარონ ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც მმართველი პარტიის ყრილობის მიმდინარეობისას აქციის მოწყობის თემას შეეხო.

კახა კუჭავა

16 იანვარი 2021, 21:28

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულწრფელობით და განათლებით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 21:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კარგია რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა პოლიტიკიდან გასვლა, „ქართულმა ოცნებამ“ მისი ფაქტორის გარეშე უნდა აჩვენოს ძალა და რესურსი

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

16 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

ვაშინგტონ პოსტი: ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში

ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები, როგორ წესი, ვერ ელევიან ძალაუფლებას და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით,- ასე ეხმიანება გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 20:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი უკვე მეორედ შეირცხვინა

„ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი მეორედ შეირცხვინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე შეკითხვას უპასუხა.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 20:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი სიმდიდრეა, რომ პარტიაში რამდენიმე ლიდერია

„წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რომელიც თავად არის საზომი, რომ ჩვენი არსით ვუახლოვდებით ევროპას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

16 იანვარი 2021, 20:09

ეკონომიკა

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტოკონცერნი შეიქმნა

ორი ავტოკონცერნის PSA-ს და Fiat Chrysler-ის შერწყმა განხორციელდა და შედეგად მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტოკონცერნი Stellantis შეიქმნა. ამის შესახებ dw წერს. ფრანგულ კომპანია PSA-ს (რომელიც ბრენდ Opel-ს ფლობს) და ამერიკულ-იტალიურ Fiat Chrysler-ს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

ანრი ოხანაშვილი

16 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი კობახიძე პოლიტიკური გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, შეძლებს ქვეყნისა და „ქართული ოცნებისთვის“ მრავალი გამარჯვების მოპოვებას

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.