imedi /  09 დეკემბერი 2019, 19:32 / სანდო წყარო

ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ბაზრიდან გავიდა

ჯენერალ მოტორსი

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთში თავის ბოლო აქტივს ყიდის. კომპანიის 50-%-ს რუსული „ავტოვაზი“ ყიდულობს, რის შემდეგ GM ავტოვაზი 100%-ით რუსული კომპანია გახდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მანქანათმშენებელი საწარმო ამ დრომდე ერთობლივი იყო. ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ ავტოწარმოება Lada-ს მარკის ქვეშ დაიწყება. 

GM-Avtovaz-ი იყო ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც ერთობლივი კაპიტალით შეიქმნა. ქარხანა 2002 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2015 წელს, მას შემდეგ რაც ავტოგაყიდვები შემცირდა General Motors-მა რუსეთში Opel-ის წარმოება შეაჩერა და სანკტ-პეტერბურგში საწარმო დახურა. 

ყველა სიახლე

დაჭრა

28 იანვარი 2020, 00:55

ძალოვნები

თბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 00:35

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

ევროპის სასახლეში იგეგმება ასევე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმათავს.

მადაგასკარი

28 იანვარი 2020, 00:15

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, მადაგასკარზე წყალდიდობას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაკარგულად მიიჩმევა. სტიქიის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი დააზარალა.

27 იანვარი 2020, 23:55

მსოფლიო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნის

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავს ამერიკელი სამხედროები, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დემონტაჟი

27 იანვარი 2020, 23:17

საქართველო

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე.

ლევან იზორია

27 იანვარი 2020, 23:10

საქართველო

ლევან იზორიამ მის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტი განმარტა

დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი ძმის, ვახტანგ იზორიასა და პატრულის პოლიციელ გიორგი დვალიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე მან ინცინდენტის ამოწურვის შემეგ გაიგო და ამ საკითხში არ ჩარეულა.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2020, 22:31

საქართველო

ზალკალიანი: უკანონო ქმედებებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ნიუ-იორკი

27 იანვარი 2020, 22:30

ტაბლოიდი

აშშ-ში 76 წლის ქალი მე-7 სართულიდან გადავარდა და გადარჩა

შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. 76 წლის ბარბარა ჰელერი, რომელმაც ზურგზე ოპერაცია გადაიტანა და გადაადგილება უჭირდა, სახლში მეგობართან ერთად იყო. მან სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გადაწყვიტა, ფანჯარასთან მივიდა და მოულოდნელად გადავარდა.

ლევან იზორია

27 იანვარი 2020, 22:20

საქართველო

ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება

ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, მისივე განმარტებით ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს.

AirPods

27 იანვარი 2020, 22:15

ტექნოლოგიები

ყალბი AirPods-ის საფრთხე დასახელდა

ჟურნალისტების თქმით, ჩინურ მაღაზიაში შეკვეთილ უსადენო ყურასმენს ხმა 110 დეციბელის დონეზეა, რაც დაშვებულ ზღვარს 10 დეციბელით აღემატება. როგორც გამოცემა წერს, დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა ადამიანს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა შეუქმნას.

ბორის ჯონსონი

27 იანვარი 2020, 21:56

ტექნოლოგიები

ბორის ჯონსონი Huawei-ს 5G ტექნოლოგიის დაშვებას ემხრობა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, Huawei-ს 5G ტექნოლოგიას უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე დაუშვებდა. ამის შესახებ მან მინისტრებთან 28 იანვარს დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა, რომელზეც უნდა გადაწყვიტონ, შეზღუდავენ თუ აკრძალავენ ჩინური ტექნოგიგანტის ამ ქსელს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 21:25

მსოფლიო

პეკინში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

50 წლის კაცს, რომელიც ქალაქ უხანში ჩავიდა, დაავადება 22 იანვარს დაუდგინეს. იანვრის ბოლოსთვის ჩინეთის დედაქალაქში დაინფიცირებულთა რიცხვმა დაახლოებით 80-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით უკვე 81 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2800-ს მიაღწია.

Vivienne Westwood

27 იანვარი 2020, 20:59

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი ვივიენ ვესტვუდის ფოტოსესიისთვის გაშიშვლდა

ერთ-ერთ ფოტოში 49 წლის კემპბელი სრულიად შიშველია: მას მხოლოდ ფეხსაცემლი აცვია და ქუდი ახურავს. კიდევ ერთ ფოტოში ტოპმოდელს ბრენდის წითელი კაბა აცვია. ფოტოსესიაში თავად დიზაინერი ვივიენ ვესტვუდიც მონაწილეობდა. ფოტოგრაფი კი გერმანელი იურგენ ტელერი იყო.

დონალდ ტრამპი

27 იანვარი 2020, 20:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჩინეთს დახმარებას სთავაზობს

დონალდ ტრამპი ჩინეთს დახმარებას სთავაზობს. აშშ-სა და ჩინეთს შორის კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

თალიბანი

27 იანვარი 2020, 20:07

მსოფლიო

ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო

მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ღაზნის პროვინციაში თვითმფრინავი ჩამოაგდო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავს ამერიკელი სამხედროები, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

უხანი

27 იანვარი 2020, 19:50

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელჩმა მიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ბრედ პიტი

27 იანვარი 2020, 19:43

ტაბლოიდი

Mirror-ი ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის „საიდუმლო პაემნებზე“ წერს

ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან, ამის შესახებ Mirror წერს. ყოფილი წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ ბრედი და ჯენიფერ ენისტონი უკვე ხუთჯერ შეხვდნენ, რის შემდეგაც აღიარეს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები აქვთ. ყოფილმა ცოლ-ქმარმა საშობაო არდადეგებიც ერთად გაატარა.

გოგიტა არქანია

27 იანვარი 2020, 19:35

სპორტი

გოგიტა არქანიამ პარიზის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. 84 კგ წონითი კატეგორიის (კუმიტე) ფინალში, გოგიტა არქანიამ ფრანგი ჟაკ დენილსონი დაამარცხა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები დააგროვა.

ბილ გეიტსი

27 იანვარი 2020, 18:53

მსოფლიო

ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი გადარიცხა

ამ თანხიდან 5 მილიონი უშუალოდ დაავადებასთან ბრძოლას მოხმარდება და ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს გადაერიცხებათ, რომლებიც დაავადების კონტროლით და დაინფიცირებულების ზრუნვით არიან დაკავებულები, დანარჩენ თანხას კი დაავადების კონტროლისა და აღკვეთის აფრიკული ცენტრი მიიღებს.

მიწისძვრა

27 იანვარი 2020, 18:52

მსოფლიო

ირანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში, პროვინცია ფარსში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ შირაზიდან 46.7 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერის სიღრმე 10 კილომეტრზე დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულებსა და ნგრევის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.