imedi /  17 დეკემბერი 2019, 12:12 / სანდო წყარო

2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 5,4 პროცენტით გაიზარდა და 12 148,6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. 

ოფიციალური სტატისტიკით, ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც მეტი წყალმოდინებით, ასევე ორი სეზონური და შვიდი მცირე ელექტროსადგურის სისტემაში ჩართვით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2018 წლის განმავლობაში მოპოვებულია 30,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2017 წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები), 137,9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48,6 პროცენტით ნაკლები) და 10,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 20,0 პროცენტით მეტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში წარმოებულია 1 440,1 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 25,7 პროცენტით ნაკლები). 2018 წელს მოხმარებულია 11 937,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია (რაც 6,5 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს). ამასთან, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია, როგორც წარმოების მოცულობისა და მომსახურების დარგების გაფართოებით, ასევე შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით.

ამავე კვლევით, 2018 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 408,3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1 809,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 0,8 პროცენტით ნაკლები). 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა შინამეურნეობების სექტორში (3,7 პროცენტით ნაკლები).

საქსტატი აღნიშნავს, რომ შემცირების მიზეზი უმთავრესად თბილი ზამთარი იყო. მოთხოვნის შესაბამისად, დამამუშავებელი მრეწველობის ცალკეულ დარგში და საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 240,0 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლები, რაც გარკვეულწილად ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებით აიხსნება. სტრუქტურაში უდიდესი წილი – 73,3 პროცენტი მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (19,1 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 34,5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები – 28,9 პროცენტი და ელექტროენერგია – 23,3 პროცენტი. წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 6,2 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 7,1 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

2018 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მთლიანი მოხმარების 33,1 პროცენტი მოდის. 27,7 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 20,5 პროცენტი – მრეწველობის დარგზე, 2,6 პროცენტი – მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15,5 პროცენტი კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

ყველა სიახლე

24 იანვარი 2020, 13:00

ძალოვნები

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი ხმაურით პროტესტის ნიშნად დატოვა

„აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გოგი თოდაძე

24 იანვარი 2020, 12:54

კულტურა

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

ის იყო სკოლა-სტუდია „ბერიკების“ დირექოტრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო)

კინოთეატრი

24 იანვარი 2020, 12:45

კულტურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. შესაბამისი ერთობლივი განცხადება ქვეყნის კინოთეატრების უმსხვილესმა ქსელებმა გაავრცელეს.

ახალგორი

24 იანვარი 2020, 12:33

საქართველო

ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის „გამშვები პუნქტი“ გაიხსნა

დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების საბჭოს ორი დეკემბრის გადაწყვეტილებით, ახალგორის გამშვებ პუნქტს პენსიონერებისთვის ხუთი დღით გახსნიდა.

სუნდარ პიჩაი

24 იანვარი 2020, 12:31

ტექნოლოგიები

Android 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციის თარიღი დაასახელა, რომელზეც Android-ის ახალი ვერსიის პრეზენტაციაა დაგეგმილი. XDA Developers​-ის ცნობით, ღონისძიება 12-14 მაისს ქალაქ მაუნთინ-ვიუში გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ გაასაჯაროვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელი

24 იანვარი 2020, 12:13

მსოფლიო

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა Brexit-ის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს. 29 იანვარს შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტში იგეგმება.

აშშ

24 იანვარი 2020, 12:07

მსოფლიო

აშშ-ში ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

შეერთებული შტატები ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალ რეგულაციას დღეიდან აამოქმედებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ახალი რეგულაციით, ფეხმძიმე ქალებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის მიზანს ბავშვის გაჩენა არ წარმოადგენს. ახალი რეგულაცია „ბი“ ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება.

ესპანეთი

24 იანვარი 2020, 11:52

მსოფლიო

ესპანეთში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ესპანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

აჭარა

24 იანვარი 2020, 11:40

საქართველო

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა. ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.

24 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 830-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.

კახა დამენია

24 იანვარი 2020, 11:15

ძალოვნები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.

24 იანვარი 2020, 10:58

მსოფლიო

პერუში საწვავმზიდის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიმაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა Comercio-ს ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

მორის ყვითელაშვილი

24 იანვარი 2020, 10:48

საქართველო

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყვითელაშვილი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. მის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მეოთხეა, რომელიც ქართველმა მოციგურავეებმა ბოლო ორი თვის მანძილზე დაიმსახურეს. დეკემბერში კაზაკოვა-რევიას წყვილი გრან-პრის და ბუტაევა-ბერულავას დუეტი კი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჯონ ვიაფარა

24 იანვარი 2020, 10:15

სპორტი

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს აშშ-ში გაასამართლებენ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ვიაფარა აშშ-ს გადასცეს. ექსტრადირებულ სპორტსმენს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ვიაფარა კოლუმბიის ქალაქ კალიში 2019 წელს, ტეხასის საოლქო სასამართლოს მოთხოვნით დააპატიმრეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, ფეხბურთელი 2008-2018 წლებში აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ტრანზიტს ახორციელებდა.

ჩვილი

24 იანვარი 2020, 10:04

საქართველო

ვარკეთილში ლიფტში ნაპოვნი ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

24 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ზვავი ჩამოწვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მარიო ლეიტე და სილვა

24 იანვარი 2020, 09:34

ეკონომიკა

ანგოლელი მილიარდერი ქალის საქმის ფიგურანტმა ბანკირმა თანამდებობა დატოვა

​​​​​​​ანგოლური ბანკის, Banco de Fomento Angola-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარიო ლეიტე და სილვამ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურატურამ მას აფრიკის უმდიდრესი ქალის, იზაბელ დუშ სანტუშის საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტრო

24 იანვარი 2020, 09:17

საქართველო

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია - ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა.

კაროლინ ვოზნიაცკი

24 იანვარი 2020, 09:06

სპორტი

კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა

დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სპორტული კარიერა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.

Tinder

24 იანვარი 2020, 08:47

ტექნოლოგიები

Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გაჩნდება

გაცნობის აპლიკაცია Tinder-ში გაჩნდება სპეციალური ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი პოლიციას გამოიძახებს, თუ პაემნის დროს თავს საფრთხეში იგრძნობს. ამ მიზნით Tinder-ის მფლობელი კომპანია Match Group-ი აპლიკაცია Noonlight-ის წილს შეიძენს, რომელიც ადამიანის ადგილსამყოფელს სწავლობს და საფრთხის დროს საგანგებო სამსახურს უკავშირდება.