imedi /  31 დეკემბერი 2019, 17:33 / სანდო წყარო

ლარი აშშ დოლარის მიმართ კიდევ გამყარდა

ლარის კურსი

ეროვნული ვალუტა მიმდინარე კვირას აშშ დოლარის მიმართ გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8661 ლარი ეღირება, ევრო – 3.2143 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7735 ლარი.

31 დეკემბრის ოფიციალური კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.8677 ლარი ღირდა, ევრო –3.2095 ლარი, ფუნტი – 3.7593 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში.

30 ივლისს პირველად ლარის ისტორიაში, კომერციულ ბანკებში დადგენილი გაცვლითი კურსით 1 დოლარი 3 ლარი გახდა. Bloomberg-ზე ლარის ანტირეკორდი 26 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კურსი 2.98-იან ნიშნულს ასცდა. 

ყველა სიახლე

სამშვიდობო მისია

20 იანვარი 2021, 12:53

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო.

ჯეკ მა

20 იანვარი 2021, 12:53

მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტის შემდეგ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა საჯაროდ პირველად გამოჩნდა

მა მასწავლებლებისთვის გამართულ საქველმოქმედო ონლაინ-ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასევე მოინახულა სკოლა, რომელის მისი საქველმოქმედო ფონდის დახმარებით აშენდა.

20 იანვარი 2021, 12:52

საზოგადოება

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება. როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

იაგო ხვიჩია

20 იანვარი 2021, 12:50

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მამუკა ხაზარაძეს სრული უფლება აქვს არ შეხვდეს ალეკო ელისაშვილს, მაგრამ ოპოზიციიდან გარიცხვა ასე არ ხდება

ბატონ ხაზარაძეს შეიძლება სრული უფლება აქვს იმისთვის რომ არ უნდოდეს ბატონ ელისაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მეორე საკითხია, რასაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ვიღაცას გარიცხავენ ოპოზიციიდან. ოპოზიციიდან ასე გარიცხვა არ ხდება, ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

გიგი წერეთელი

20 იანვარი 2021, 12:48

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გონივრული შეთავაზებები აგვაშორებს პოლიტიკურ ჩიხს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესსა და ოპოზიციის მომავალ გეგმებს გამოეხმაურა. წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფრომაცია იქნება ცნობილი და მასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

სერგო ჩიხლაძე

20 იანვარი 2021, 12:44

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ერთი ადამიანის - ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილის პოზიცია ოპოზიციურ ერთობაში ბზარს ვერ გააჩენს. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს, რადგან ასეთი სახით გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ვერ იქნება.

ნინო ლომჯარია

20 იანვარი 2021, 12:40

სამართალი

სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით​ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ​პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

20 იანვარი 2021, 12:36

საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, კორონავირუსისგან განსხვავებით მსუბუქად მიმდინარეობს, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, სინდრომის მართვის პროტოკოლი, სხვადასხვა კლინიკის მიერ, უკვე შემუშავებულია და ჯანდაცვის სამინისტროს დღეს წარედგინება.

იაგო ხვიჩია

20 იანვარი 2021, 12:35

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: პოლიტიკაში ბევრი ადამიანის ქცევა არ მომწონებია, მაგრამ ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მივიღო 113 ხმა კონსტიტუციის შესაცვლელად

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ კომუნიკაციას ყველა პარტიასთან განაგრძობს, რადგან დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოს.

ნინო წილოსანი

20 იანვარი 2021, 12:32

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გუშინ ვნახეთ, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად თავისი სახის დაკარგვის ახალ ეტაპზეა გადასული

„ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არ ემსახურებიან ამომრჩევლის ინტერესებს, ისინი ემსახურებიან თავიანთ პირად, ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს - მოვიდნენ ხელისუფლებაში ყველანაირი ფასის გადახდით. მაგრამ ამ ფასს არ გადაიხდის სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა, რადგან განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ გადასული, რომ მსგავსი რევოლუციური სცენარები თუ დესტრუქციული ქმედებები იქნება სათანადოდ რეაგირებული“, - აღნიშნა წილოსანმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

20 იანვარი 2021, 12:30

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მართლა გვინდოდა, ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, „მოქალაქეები“, თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს

„მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და „მოქალაქეები“ ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ „მოქალაქეებს“ რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და „მოქალაქეები“, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციას როგორც მხარე ისე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, „მოქალაქეები“, თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 12:26

საზოგადოება

კახა კალაძე: აბა ის მოგწონდათ, ჭავჭავაძეზე ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ნაგვის ურნები დამონტაჟდა. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ინფორმაცია სიცრუეა.

20 იანვარი 2021, 12:24

ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

20 იანვარი 2021, 12:22

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა CAL.20C კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის შესწავლისას აღმოაჩინეს. ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კალიფორნიული შტამი, COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე უფრო სახიფათოა. მეცნიერებმა ისიც უნდა დაადგინონ ვრცელდება თუ არა ის ვირუსის სხვა ვარიანტებზე სწრაფად, თუმცა ზოგი ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ სწორედ CAL.20C-მა ითამაშა დიდი როლი სამხრეთ კალიფორნიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში.

20 იანვარი 2021, 12:19

ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წელს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შედეგებით 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

20 იანვარი 2021, 12:15

საზოგადოება

დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება

დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თარჯიმნის საშუალებით ახერხებს და მათთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 იანვარი 2021, 12:08

პოლიტიკა

ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: გილოცავთ ქვეყნის მართვის მანდატის განახლებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ

ოფიციალურ მილოცვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას და გამოთქვამს იმედს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

20 იანვარი 2021, 12:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 4,383 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,383 ადამიანს დაუდასტურდა, 212 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,172,038 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,258 პაციენტი ემსხვერპლა, 900,749 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

20 იანვარი 2021, 12:06

საზოგადოება

თბილისში ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა

„გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცენტრაციის შემდეგ, სადარბაზოში გაჟონა. სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს; რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება, ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 იანვარი 2021, 12:02

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 309 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 309 ადამიანს დაუდასტურდა, 9 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 165,221 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,016 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 153,857.