imedi /  04 იანვარი 2020, 18:51 / სანდო წყარო

რუსულმა „გაზპრომ ექსპორტმა“ ფინეთის ბაზარზე მონოპოლია დაკარგა

გაზპრომი

რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ შვილობილმა კომპანია „გაზპრომ ექსპორტმა“ ფინეთის ბაზარზე მონოპოლია დაკარგა, ამის შესახებ  Deutsche Welle წერს. 

ფინეთის ბაზარზე ესტონური Elering AS შევიდა. რომელიც გაზსადენ Balticconnector -ის მეშვეობით, ლატვიის გაზსაცავიდან ნორვგიიდან მიღებულ გაზს მიაწვდის.

ესტონეთსა და ფინეთს შორის გაზსადენის მშენებლობაზე 300 მილიონი ევრო დაიხარჯა. აქედან ევროკავშირმა 200 მილიონი ევრო გაიღო. ფინეთი რუსეთიდან ბუნებრივ აირს 40 წელია იღებს. პირველი კონტრაქტი მხარეებს შორის 1971 წელს 1,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე გაფორმდა.  

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინეთში რუსეთიდან 128 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 

ყველა სიახლე

Brexit მონეტა

27 იანვარი 2020, 16:16

მსოფლიო

ბრიტანელები Brexit-ისადმი მიძღვნილ მონეტებს ბოიკოტს უცხადებენ

საუბარია 50-ცენტიან მონეტებზე, რომლებიც 3 მილიონი ეგზემპლარის ტირაჟით მოიჭრა. ახალი მონეტები მიმოქცევაში 31 იანვარს გამოჩნდება, როდესაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. მონეტებს „მშვიდობა, წარმატება და ხალხთა მეგობრობა“ აწერია.

მეგან მარკლი

27 იანვარი 2020, 16:16

ტაბლოიდი

მეგან მარკლის სახელი ზმნად აქციეს

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მსოფლიოს უკვე აჩუქეს ახალი სიტყვა „მეგზიტი“ (Brexit-ის ანალოგი), როდესაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ტიტულებზე უარი განაცხადეს. თუმცა ყველაფერი ამით არ ამოწურულა. ახლა მეგან მარკლის სახელის გამოყენებით ინტერნეტმომხმარებლებმა ზმნაც მოიფიქრეს - to Meghan Markle „მეგანმარკლობა“.

ელიზაბეთ რუდი

27 იანვარი 2020, 16:05

საქართველო

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 15:35

საქართველო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის ყოფლი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ამ თანამდებობაზე დამსი ლილიან მორი პასკიეს შეცვლის.

კობი ბრაიანტი ქალიშვილთან ერთად

27 იანვარი 2020, 15:29

მსოფლიო

კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზი დასახელდა

ვერტმფრენმა, რომლითაც 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი 13 წლის ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა, შესაძლოა უამინდობის გამო განიცადა კატასტროფა. ამის შესახებ CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

ევროსაბჭო

27 იანვარი 2020, 15:22

საქართველო

საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტა

საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია პროტესტით დაიწყო. ქართველმა, უკრაინელმა და ლიეტუველმა დეპუტატებმა რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა ფეხზე ადგომით გააპროტესტეს.

ამირან გამყრელიძე

27 იანვარი 2020, 15:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: წამალი რომელიც კორონავირუსის ამ ქვეტიპზე იმოქმედებს, არ არსებობს

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ რაიმე სპეფიციკური მკურნალობა, ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. მისი თქმით, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 5-დან 14 დღემდეა.

ჰენდრიკ დამსი

27 იანვარი 2020, 15:10

მსოფლიო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ საპარლამენტო ასამბელის Twitter-გვერდზე გავრცელდა. დამსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 15:04

მსოფლიო

ინდონეზია კორონავირუსის გამო ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ინდონეზიის ხელისუფლება „კორონავირუსის“ გავრცელების გამო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს. The Jakarta Post-ის ცნობით, მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავებასაც გეგმავს.

სოფ. ქერეს მოსახლეობის აქცია

27 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

გამყოფ ზოლთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლას და საბავშვო ბაღს ითხოვს

სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევთ სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

სამხედროები

27 იანვარი 2020, 14:44

ძალოვნები

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

გერმანია ჯარი

27 იანვარი 2020, 14:34

მსოფლიო

550 გერმანელი სამხედრო მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირია ეჭვმიტანილი

გერმანიის შეიარაღებული ძალების 550 სამხედრო მოსამსახურეს შესაძლოა, მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირი ჰქონდეს. ამის შესახებ გამოცემა Welt am Sonntag-ს გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კრისტოფ გრამმა განუცხადა.

ავიაკატასტროფა

27 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში სამოქალაქო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას TOLO News-ი Twitter-ზე ავრცელებს. ინციდენტი სოფელ დეხ ოაკთან მოხდა. ამ ტერიტორიას მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს. ადგილობრივებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს. თვითმფრინავი კომპანია Ariana Afghan Airlines-ს ეკუთვნის.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

27 იანვარი 2020, 14:16

საქართველო

ილია მეორე: წმინდა ნინო ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის შუამავალია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორის განცხადებით, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“.

ლაშა გურგულიანი

27 იანვარი 2020, 14:08

სპორტი

ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიცვა

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და „ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებულ ბრძოლაში გურგულიანმა ედგარ ორტეგა მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ერის ბაღში გამართულ შეხვედრას მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი ესწრებოდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 14:03

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს ჩინეთში მოგზაურობა შეზღუდონ

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის ჩინეთიდან პირდაპირი რეისები გადადებულია, ხოლო შემდეგი რეისების გადადების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ. რაც შეეხება ჩინეთთან ვაჭრობის კუთხით შეზღუდვვების დაწესებაზე, ამის შესახებ ჯერჯერობით რეკომენდაციები არ არის.

სლოვაკეთი

27 იანვარი 2020, 14:02

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერმინისტრი გადადგა

სლოვენიის პრემიერმინისტრმა მარიან შარეცმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. რუსული მედიის ცნობით, მან გადადგომის მიზეზად მინისტრთა კაბინეტში არსებული პრობლემები დაასახელა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

27 იანვარი 2020, 13:46

ძალოვნები

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროს ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. მოსამართლემ მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე ცნო სრულიად უდანაშაულოდ.

იაპონია

27 იანვარი 2020, 13:44

ტაბლოიდი

იაპონიაში მარტოხელებს „ოჯახის დაქირავების“ სერვისს სთავაზობენ

იაპონიაში მუშაობს ბევრი კომპანია, რომელიც მოქალაქეებს „ოჯახის დაქირავების“ სერვისს სთავაზობს, ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ასეთი სერვისი ადამიანებს აბედნიერებს და მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ახლობლები დაკარგა და მარტო დარჩა.

პალიასტომის ტბა

27 იანვარი 2020, 13:28

ძალოვნები

მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

კაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გავრცელდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.