imedi /  09 იანვარი 2020, 20:03 / სანდო წყარო

ხუთ ქალაქში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური 800 ლარი გახდა

სემეკი

პირველი იანვრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა.

შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა.

„თვითმმართველ ქალაქებში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი ლიცენზიანტი კომპანიების მიერ სემეკ-სთვის წარდგენილი ანგარიშების მიხედვით განისაზღვრა,“ – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, ვანო მეჭურჭლიშვილმა 1tv.ge-თან განაცხადა.

სემეკ-ში განმარტავენ, რომ ახალი აბონენტის ქსელზე მიერთების საფასური მოიცავს სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებას 300 მეტრის რადიუსში, ნებართვების აღებას, მიერთების სამუშაოების განხორციელებას, შეთანხმებას და სხვა საჭირო სამუშაოებს.

„ჩვენი ლიცენზიანტები პერიოდულად გვიგზავნიან ინფორმაციას მომსახურების ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ. თანხის რაოდენობაც ამ ანგარიშების მიხედვით განისაზღვრა. მათი შესწავლის შედეგად აშკარა იყო, რომ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ინფრასტრუქტურა საკმაოდ მჭიდროდ არის განთავსებული, საჭიროა ძვირად ღირებული სამუშაოების განხორციელება. რომ არ გაგვეზარდა მიწოდების ტარიფი, მოვახდინეთ ხარჯების მიერთების საფასურის ტარიფში ასახვა და გათვალისწინება იმ ზონებზე, რა ზონებიდანაც არის ეს ხარჯები გამოწვეული“, – აცხადებს ვანო მეჭურჭლიშვილი.

ამასთან, საფასურის გაორმაგება არ ეხებათ აბონენტებს, რომლებმაც მიერთებაზე განცხადება გასულ 2019 წელს გააკეთეს.

ყველა სიახლე

კახა დამენია

24 იანვარი 2020, 11:15

ძალოვნები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.

24 იანვარი 2020, 10:58

მსოფლიო

პერუში საწვავმზიდის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიმაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა Comercio-ს ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

მორის ყვითელაშვილი

24 იანვარი 2020, 10:48

საქართველო

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყვითელაშვილი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. მის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მეოთხეა, რომელიც ქართველმა მოციგურავეებმა ბოლო ორი თვის მანძილზე დაიმსახურეს. დეკემბერში კაზაკოვა-რევიას წყვილი გრან-პრის და ბუტაევა-ბერულავას დუეტი კი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჯონ ვიაფარა

24 იანვარი 2020, 10:15

სპორტი

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს აშშ-ში გაასამართლებენ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ვიაფარა აშშ-ს გადასცეს. ექსტრადირებულ სპორტსმენს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ვიაფარა კოლუმბიის ქალაქ კალიში 2019 წელს, ტეხასის საოლქო სასამართლოს მოთხოვნით დააპატიმრეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, ფეხბურთელი 2008-2018 წლებში აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ტრანზიტს ახორციელებდა.

ჩვილი

24 იანვარი 2020, 10:04

საქართველო

ვარკეთილში ლიფტში ნაპოვნი ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

24 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ზვავი ჩამოწვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მარიო ლეიტე და სილვა

24 იანვარი 2020, 09:34

ეკონომიკა

ანგოლელი მილიარდერი ქალის საქმის ფიგურანტმა ბანკირმა თანამდებობა დატოვა

​​​​​​​ანგოლური ბანკის, Banco de Fomento Angola-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარიო ლეიტე და სილვამ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურატურამ მას აფრიკის უმდიდრესი ქალის, იზაბელ დუშ სანტუშის საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტრო

24 იანვარი 2020, 09:17

საქართველო

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია - ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა.

კაროლინ ვოზნიაცკი

24 იანვარი 2020, 09:06

სპორტი

კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა

დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სპორტული კარიერა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.

Tinder

24 იანვარი 2020, 08:47

ტექნოლოგიები

Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გაჩნდება

გაცნობის აპლიკაცია Tinder-ში გაჩნდება სპეციალური ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი პოლიციაც გამოიძახებს, თუ პაემნის დროს თავს საფრთხეში იგრძნობს. ამ მიზნით Tinder-ის მფლობელი კომპანია Match Group-ი აპლიკაცია Noonlight-ის წილს შეიძენს, რომელიც ადამიანის ადგილსამყოფელს სწავლობს და საფრთხის დროს საგანგებო სამსახურს უკავშირდება.

ჯორჯ სოროსი

24 იანვარი 2020, 08:30

ტექნოლოგიები

სოროსმა Facebook-ი ტრამპის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, სოციალური ქსელი Facebook-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარება. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, იუწყება Bloomberg-ი.

ჩინეთი ვირუსი

24 იანვარი 2020, 08:21

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო პეკინში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

გაუქმდა ფესტივალები და ბაზრობები, რომლებიც ტრადიციულად ტაძრებში იმართება. გარდა ამისა, 25 იანვრიდან დაიკეტება „აკრძალული ქალაქი“ - კომპლექსი, რომელიც პეკინის ცენტრში მდებარეობს და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

კაპიტანი მარველი

24 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

„კაპიტან მარველის“ სიქველი 2022 წელს გამოვა

უკვე ცნობილია, რომ სცენარს მეგან მაკდონელი დაწერს, რომელიც ახლა Marvel-ის კინოსამყაროში შემავალ სერიალზე „ვანდა-ვიჟენი“ მუშაობს. სავარაუდოდ პროექტს მსახიობი ბრი ლარსონი დაბრუნდება, რომელმაც პირველ ნაწილში მთავარი როლი შეასრულა.

მოხუცები რომანტიკა

24 იანვარი 2020, 00:31

ტაბლოიდი

ერთ დღეს გარდაიცვალა ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომელმაც ერთად 65 წელს იცხოვრა

86 წლის ჯეკ მორისონი და 83 წლის ჰარიეტი ქალაქ სენტ-ლუისის მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალნენ. მათ ერთად 65 წელი გაატარეს. ჯეკმს და ჰარიეტმს პირველი პაემნი1955 წლის ჰელოუინის საღამოს ჰქონდა და მას შემდეგ არ დაშორებულან.

ჯანმო

24 იანვარი 2020, 00:07

მსოფლიო

WHO: კორონავირუსის გამო მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება ჯერ ადრეა

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა უმრავლესობას ჰიპერტონია, დიაბეტის ან გულის და სისხლძარღვების დაავადებაც აღენიშნებოდა, რომლებმაც მათი იმუნიტეტი დაასუსტეს.

მუმია ხმის აღდგენა

23 იანვარი 2020, 23:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა 3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

ნესიამუნის მუმია პროექტის „ხმები წარსულიდან“ მონაწილე გახდა, რადგან ქურუმის ხმის იოგები მშვენიერ მდგომარეობაში შემოინახა. სპეციალისტებმა ქურმის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და მისი ხმის ჟღერადობაც აღადგინეს.

უკრაინა ეკინიგზა

23 იანვარი 2020, 23:02

ეკონომიკა

გერმანიამ უკრაინის რკინიგზის მართვაზე უარი განაცხადა

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინულ მხარეს კონსულტაციები გაუწიონ. უკრაინის რკინიგზის Deutsche Bahn-ისთვის გადაცემის სურვილის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ უკრაინა უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციებისთვის არის ღია.

პოლიციის მანქანა

23 იანვარი 2020, 22:35

ძალოვნები

ცაგერში არხში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ეძებენ

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ავტომობილში 60 წლამდე კაცი და ორი ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. მდინარემ ერთი გარდაცვლილის ცხედარი უკვე გამორიყა.

ანხელ გურია და გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 22:01

საქართველო

პრემიერი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

„საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. ქვეყანა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, – აღნიშნა ანხელ გურიამ.

განკითხვის დღის საათი

23 იანვარი 2020, 21:41

ტაბლოიდი

„განკითხვის დღის საათის“ ისრები 20 წამით წინ გადაწიეს

სიმბოლური საათი კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა. განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან.