imedi /  17 იანვარი 2020, 10:10 / სანდო წყარო

საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

MATKA 2020

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე „MATKA 2020“ საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც.

გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს "აჭარა-ტური", Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

„აღსანიშნავია, რომ გამოფენას ესწრება 80 000-მდე ვიზიტორი, ხოლო ღონისძიებაზე მონაწილეობს 22 500 ტურიზმის პროფესიონალი 86 ქვეყნიდან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით გაზრდილია 17.7 %-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

ყველა სიახლე

პატრიკ დევედჯიანი

29 მარტი 2020, 16:16

COVID19

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი პატრიკ დევედჯიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

სომხური წარმოშობის დევადჯიანი ნიკოლა სარკოზის მთავრობაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრაზე იყო პასუხისმგებელი. მან საკუთარი დიაგნოზის შესახებ 25 მარტს, Twitter-ზე განაცხადა. „ეპიდემია მეც შემეხო, ამიტომ პირადად ვხედავ ექიმების და მედდების საოცარ მუშაობს. დიდ მადლობას ვუხდი მათ პაციენტების დახმარებისთვის“, - დაწერა მან.

ხალხმრავლობა

29 მარტი 2020, 16:03

COVID19

მედია: კორონავირუსის გამო აშშ-ის ხელისუფლება თავისი მოქალაქეების გადაადგილებას სმარტფონების საშუალებით აკვირდება

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

29 მარტი 2020, 16:00

თემა

გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისგან?

ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს. დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა?

აშშ

29 მარტი 2020, 15:52

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფედერალური ბიურო ავრცელებს. 49 წლის პატიმარი სასჯელს ლუიზიანას შტატის ციხეში იხდიდა და მან ერსონალს ხველების სიმპტომის გამო მიმართა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ჩინეთი

29 მარტი 2020, 15:37

COVID19

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია: იმპორტირებულ შემთხვევათა მატება მეორე ტალღის რისკს ზრდის

ჩინეთში, ეპიდემიის ახალი ტალღისგან დასაცავად ემზადებიან, - ამის შესახებ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მი ფენის თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დედაქალაქია. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთიდან შემოსული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 693-ს შეადგენს.

მოხალისეები ლაგოდეხი

29 მარტი 2020, 15:35

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის გამო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო. რიგითი მოქალაქეები, საჯარო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლებას კორონავირუსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კარდაკარის პრინციპით მიაწვდიან.

ვლადიმერ ბორცვაძე

29 მარტი 2020, 15:04

COVID19

24 საათში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

დღე-ღამეში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა და , - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

რუსეთის პატრიარქი კირილი

29 მარტი 2020, 14:52

COVID19

რუსეთის პატრიარქი მრევლს: თავი შეიკავეთ ტაძრებში მისვლისგან

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:48

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქართველმა სტუდენტმა საკუთარ მდგომარეობაზე კლინიკიდან ისაუბრა

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა ქუთაისიდან, ბოქსირებული განყოფილებიდან ჩართვის დროს მის მდგომარეობაზე ისაუბრა. „ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. ახლა მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმითაც არ ფასდება და თავს კარგად გრძნობს.

სალომე ზურაბიშვილი მარნეული

29 მარტი 2020, 14:46

COVID19

სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა. მარნეულში იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც. ისინი ქალაქის მერთან, ზაურ დარგალისთან ერთად ადგილზე შექმნილ ვითარებას ეცნობიან.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:36

COVID19

ქართველი სტუდენტი: საფრანგეთში პაციენტებს ფიზიკურად ვეღარ იღებენ და სახლში უშვებენ, ტესტის გაკეთებაც სირთულეს წარმოადგენს

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა მის მდგომარეობაზე ბოქსირებული განყოფილებიდან ისაუბრა. „ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. რაც შეეხება კონტაქტებს, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მაყურებელს დიდიმის სახელით წარუდგინეს, აღნიშნა, რომ შეხება არავისთან ჰქონია, მგზავრობის დროს კი დისტანციას იცავდა.

კორონავირუსი ესპანეთი

29 მარტი 2020, 14:35

COVID19

ესპანეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 838 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 838 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 6 531-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El País-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 78 797 შემთხვევაა გამოვლენილი.

პოლიცია მეგაფონი

29 მარტი 2020, 14:24

COVID19

ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:21

COVID19

ჯანმო: კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება

კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. უწყების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაციაც, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია ჰაერში 8 საათის განმავლობაში ძლებს.

ირაკლი ჩიქოვანი

29 მარტი 2020, 14:13

COVID19

სამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ეს არის ერთადერთი დამატება უკვე მოქმედ შეზღუდვებზე. რეგიონის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში დამატებითი ბლოკპოსტები განთავსდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საინფორმაციო კამპანია

29 მარტი 2020, 13:57

COVID19

მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება

მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.

მეუფე იაკობი

29 მარტი 2020, 13:56

COVID19

მეუფე იაკობი: თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება

მეუფე იაკობმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას.

პრინცესა მარია ტერეზა

29 მარტი 2020, 13:50

COVID19

ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა კორონავირუსს ემსხვერპლა

კორონავირუსს ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა ემსხვერპლა. Daily Mail-ის ცნობით, 86 წლის პრინცესა ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შორის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი გახდა.

საირმე

29 მარტი 2020, 13:35

COVID19

საირმის საკარანტინო ზონა ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა ადამიანმა დატოვა

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერეში 52 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის კარანტინი ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა მოქალაქემ დატოვა.ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 186 მოქალაქე, „წყალტუბო პლაზაში“ - 92, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმში კი 75 ადამიანია.

მეუფე შიო

29 მარტი 2020, 13:32

COVID19

მეუფე შიო: დავარქვათ ამას მწარე წამალი, რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი გამოსწორდეს

„მართლმადიდებლები და არამხოლოდ, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ უბედურებისა - ხომ არ შევცოდეთ ჩვენ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.