imedi /  03 თებერვალი 2020, 15:00 / სანდო წყარო

საქსტატი: იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

ინფლაცია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. 

საქსტატის ცნობით, სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ფასების ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები 3.3%-ით შემცირდა, კავშირგაბმულობის სექტორში კი ფასების შემცირება 1.2% იყო.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 14:59

საქართველო

ივანე მაჭავარიანი: საკომიტეტო მოსმენების შოუების და ცირკის მოსაწყობად გამოყენება სურთ, კითხვებზე პასუხებიც კი არ აინტერესებთ

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არმისვლის მიზეზები განმარტა. მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ის ,,მინისტრის საათის" ფარგლებში იყო პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი დაუთმო იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იყო დასმული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

24 თებერვალი 2020, 14:43

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

„მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი. ყველა საჭირო ადამიანს ვესაუბრე ჩემს პირად ცხოვრებაზე, დაჩაგრულ და განადგურებულ ცხოვრებაზე“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი

24 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

ლევან გოგიჩაიშვილი ივანე მაჭავარიანზე: ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას

ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ, - ამის შესახებ „დამოუკიდებელი დეპუტატები-ს“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 თებერვალი 2020, 14:35

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ პანდემიას აღარ იყენებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ პანდემიას აღარ იყენებს, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ რჩება.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

რომან კაკულია: შევეცადე, ფინანსთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მისვლის აუცილებლობაში დამერწმუნებინა

რომან კაკულიას განცხადებით, მან სცადა ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 14:16

საქართველო

დღეიდან ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც გარკვეული ღონისძიებები გავრცელდება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, დღეიდან ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც იგივე ღონისძიებები გავრცელდება, რაც ჩინეთში მოგზაურობის მქონე პირების მიმართ ხორციელდება, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ გაზრდილია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. კერძოდ, ირანში, სადაც სხვადასხვა მონაცემებია, 48 შემთხვევაა აღრიცხული, ხუთი კი გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2020, 14:10

ძალოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა

აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

24 თებერვალი 2020, 14:10

საქართველო

კომპანია „ქოალჯორჯიას“ ინფორმაციით, ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვა და თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება

კომპანია „ქოალჯორჯიას“ წარმომადგენელი მიხეილ სოცკი ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს. მისი განცხადებით, კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს და შახტის ადმინისტრაციის დახურვა არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. სოცკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელემაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

24 თებერვალი 2020, 14:08

კულტურა

თბილისის ისტორიის მუზეუმი ია მჭედლიშვილის გამოფენას უმასპინძლებს

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო და ინსტალაცია. გამოფენა მიზნად ისახავს ორიგინალური ფორმისა და იდეის წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე. გამოფენა 26 თებერვალს გაიხსნება და 10 მარტამდე გაგრძელდება.

რაგბის კავშირი

24 თებერვალი 2020, 14:06

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. ამის მიზეზი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა. როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია. რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 13:53

საქართველო

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია აუცილებლად გავა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა გვექნება

დღევანდელ გამოსვლაში აუცილებლად ვისაუბრებ ადამიანის ისეთი ფუნდამენტური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება, დაბლოკილი გადასასვლელები, ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაცია, გატაცებები და მკვლელობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:48

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას აზრი არ აქვს

„ვირუსი საზღვრებთან არ ჩერდება. მიზანშეწონილი არ არის საუბარი იმაზე, რომ იტალიაში ეპიდემიაა. იტალიის ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ეპიდემია. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

24 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

როგორია ბორჯომში სასტუმროდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„განსაკუთრებული გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, თავის და მუცლის ღრუს ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა. ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. ველოდებით მუცლის ღრუს კვლევის პასუხს“, - განაცხადეს საავადმყოფოში.

იაგო ხვიჩია

24 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის შეხვედრებზე სხვადასხვა დაპირისპირებული მხარე ზის და გასაკვირია არაა, რომ მერაბიშვილიც იყოს

ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპრაკებებზე თუ მოვა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გამო რამდენიმე ქვეყანამ პანდემიური მზადყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიური მზადყოფნის გეგმაზე საუბრობს. გამყრელიძის განმარტებით, აქვს ასევე ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

24 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

24 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს

ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ უმძიმეს ვითარებაზე.

ევროკავშირი

24 თებერვალი 2020, 13:18

მსოფლიო

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. Euronews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 13:17

ძალოვნები

ბორჯომში სასტუმროდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

24 თებერვალი 2020, 13:16

ძალოვნები

პოლიციელსა და მის ავტომობილზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.