07 თებერვალი 2020, 18:47 / სანდო წყარო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობა ევროკავშირის ანგარიშში დადებითად შეფასდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება, უწყების საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა.

უწყების ცნობით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის, რომ სახელმწიფომ, რეგიონების განვითარების მიზნით, მოამზადა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, შეიმუშავა დეცენტრალიზაციის სტრატეგია და „ჭკვიანი სპეციალიზაცია“.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს. პროგრამის ფარგლებში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფინანსდება დაახლოებით 63 მილიონი ევროს მიზნობრივი ღონისძიებები, რომელშიც ევროკავშირის მონაწილეობა 54 მილიონ ევრომდეა. დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდება რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერებას, ახალი ურბანული მიზიდულობის კერების ჩამოყალიბებას, ყოფილი სამრეწველო, ინდუსტრიული ქალაქებისა და აუთვისებელი ტერიტორიების განახლებას.

2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური ჩართულობით მომზადდა. მისი მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

მთავრობამ სტრატეგიის ძირითადი მიზნების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგალითად – ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში, 2019 წლიდან თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხები დაუკავშირდა  დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამ ცვლილებით ყველა მუნიციპალიტეტს 13%-ით გაეზარდა დაფინანსება.

2013 წლის შემდეგ, თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების პროგრესი აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში“, – წერია სამინისტროს მიერ ევროკავშირის ანგარიშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ანგარიშში მოხსენიებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პროგრამა, რომელიც წარმოადგენს რეგიონების ინოვაციური პოტენციალის გაძლიერების საფუძველს.

„ამ კომპონენტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება კონკრეტული რეგიონის ძლიერი მხარეების განსაზღვრა და მათი აქცენტირებული განვითარება. ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საპილოტე რეგიონად უკვე შერჩეულია იმერეთი. მიღწეულია შეთანხმება შესაბამისი პარტნიორობისა და ტექნიკურ-ექსპერტული მხარდაჭერის შესახებ, ჩამოყალიბებულია ეროვნული უწყებათაშორისი გუნდი, მომზადებულია ანალიტიკური და პირველადი სამოქმედო დოკუმენტები, შეთანხმებულია განხორციელების ჩარჩო მეთოდოლოგია“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2022, 21:31

მსოფლიო

პენტაგონმა უკრაინისათვის 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისათვის 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს დამატებით რაკეტებს ამერიკული Himars-ის საარტილერიო სისტემებისთვის.

ზურაბ ქადაგიძე

19 აგვისტო 2022, 21:23

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ISFED-ზე: რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და „დიდი ძმაკაცი“ მოიყვანა საქმის გასარჩევად?

ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციების და რაც მთავარია, არანაირი ლეგიტიმაციის მქონე NGO- მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს, შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები, - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმერ ბოჟაძე

19 აგვისტო 2022, 21:08

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს" იცავს

ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს" იცავს და გამყალბებლების, მთავრობის გადადგომის მოთხოვნების ავტორებს, ,,ტექნიკური მთავრობის" წევრი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში არ ჩართვის გამო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს! - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აშშ - ს საელჩოს განცხადებას.

19 აგვისტო 2022, 21:06

მსოფლიო

„გაზპრომი“ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას 3 დღით შეაჩერებს

რუსული კონცერნი „გაზპრომი“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა.

ნინო ფოჩხუა

19 აგვისტო 2022, 21:06

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ისევ იძულება ამერიკის საელჩოდან. ჯერ იყო და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, ახლა ვითომ არაფერი მომხდარა და ქვეყნის მტერი არასამთავრობო ისევ ჩააყენეთ ქვეყნის დესტაბილიზაციის ფერხულშიო, გამაოგნებელია ეს ყველაფერი

არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ საქართველოს მოსახლეობას დავიწყებოდა ის ინციდენტი, რაც ბოლო არჩევნებს უკავშირდებოდა. სამი თვე აჯანჯღარებდა ქვეყანას ISFED, სანამ სიმართლე დამტკიცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და ქვეყანა გადარჩა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის საელჩოს მიერ ISFED-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

თენგიზ ცერცვაძე

19 აგვისტო 2022, 21:05

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი

ბოლო თვეებში, მატების შემდეგ, მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

19 აგვისტო 2022, 21:03

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რატომ უნდა აწუხებდეს აშშ-ის საელჩოს, ეგზომ ძლიერ, ერთი ენჯეოს ამბავი, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოიჯაყა თავი?

როდესაც აშშ საელჩო უკვე ასეთ დონეზეც კი ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, რა გასაკვირია, რომ მოქალაქეებში უსიამოვნო ასოციაციები გაჩნდეს "უფროსი ძმის" სინდრომთან- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

ედიშერ გვენეტაძე

19 აგვისტო 2022, 20:56

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ISFED-ზე: ეს ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ ფაქტობრივი ფილიალია და არ უნდა იყოს დაშვებული არსად და არასოდეს

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არის ის ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობდა გაყალბებულად გამოეცხადებინა 2020 წლის არჩევნები! ურცხვად საქართველოს აოხრების მოსურნეთა დაკვეთით იტყუებოდა და ამზადებდა ნიადაგს არჩევნები გაყალბდაო! სურდა და დავალებული ჰქონდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგიურ-პოლიტიკური მომზადება! - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

19 აგვისტო 2022, 20:56

პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ნაწილობრივ იხსნება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები

„ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს“.

19 აგვისტო 2022, 20:54

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ პოლონეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ათენში, „აკროპოლისის თასზე“ მესამე თამაშშიც დამარცხდა. ტურნირზე ჩვენი გუნდის მესამე მეტოქე პოლონეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველო ანგარიშით 74:87 დამარცხდა.

ირაკლი ლატარია

19 აგვისტო 2022, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ეს იგივეა, რომ გვითხრან მეგის ქარდავა რატომ არ არის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმების ჯგუფშიო

ექსპერტი ირაკლი ლატარია ეხმიანება აშშ-ის საელჩოს განცხადებას პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვების შესახებ.

დავით ქართველიშვილი

19 აგვისტო 2022, 20:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გოგაშვილი ნორმალურად უმკლავდებოდა ხორცის სექციაში - დახლს, ამ გზას ბოლომდე რომ გაჰყოლოდა, დღეს წარმატებული ვაჭარი იქნებოდა

„დღეს კვლავ გვიწევს „ქართული ოცნების“ პერიოდის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ლაქაზე - სოსო გოგაშვილზე საუბარი. გვიწევს იმიტომ, რომ სამომავლოდ მსგავსი საბედისწერო შეცდომის დაშვება აღარავის მოუვიდეს თავში. არ შეიძლება სულით და ხორცით ვაჭარი - მიუშვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უსაფრთხოების სისტემის სადავეებთან. გოგაშვილი - მისი თუნდაც ზერელედ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, მოდულის შენობის დაცვაშიც კი არ უნდა შეეყვანათ“.

გია აბაშიძე

19 აგვისტო 2022, 20:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე სოსო გოგაშვილზე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციის რეალიზაციით დააგროვა დიდძალი ქონება

ის, რომ საქართველოს სპეცსამსახურების რიგებში აღმოჩნდა ასეთი გარეწარი და მოღალატე, უპრეცედენტო არაა, სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსი სამწუხარო ანალოგიური 'ქეისების' გათვალისწინებით. ახლა კი, პატიმრობაში მყოფი გოგაშვილი გადაუფარავი მძიმე დანაშაულებების უაზრო მცდელობისა და ყურადღების მიქცევის მიზნით, თხზავს ტრაგიკომიკურ ზღაპრებს და ცილს სწამებს, ვითომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და სხვა ყოფილ თანაგუნდელებს [მისთვის ოდესმე იყვნენ რომ თანამოაზრენი?]. ადამიანებს, რომლებმაც მას კარიერული აღმასვლის უნიკალური შანსი მისცეს, მაგრამ ვერცხლისმოყვარეობით გონებადაბინდულმა გოგაშვილმა ეს არ დააფასა - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის გავრცელებულ წერილს.

19 აგვისტო 2022, 20:27

მსოფლიო

Die Welt: გერმანია უგულებელყოფს უკრაინის თხოვნას იარაღის მიწოდების გაზრდის შესახებ

ბოლო ათი კვირის განმავლობაში გერმანიის მთავრობა უგულებელყოფდა უკრაინის მოთხოვნას დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.

19 აგვისტო 2022, 20:00

საზოგადოება

პროკურატურის შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა

„საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს, ეროვნული პროგრამების მართვის დეპარტამენტის დირექტორს, იონას ბალკევიჩიუს და კომპანია „UAB OKATA“-ს დირექტორს, ტომას რიდიკას შეხვდა“.

სანა მარინი

19 აგვისტო 2022, 19:36

მსოფლიო

სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ფინეთის პრემიერმა ნარკოტესტი გაიარა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ის კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე ცეკვავს.

ვლადიმირ პუტინი ემანუელ მაკრონი

19 აგვისტო 2022, 19:01

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

19 აგვისტო 2022, 19:00

სპორტი

„აკროპოლისის თასზე“ საქართველოსა და პოლონეთის კალათბურთელთა ნაკრებების შეხვედრა დაიწყო, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას „იმედი“ გთავაზობთ🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ მეორე შეხვედრას მართავს. მათი მეტოქე პოლონეთის ნაკრებია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ.

19 აგვისტო 2022, 18:55

სამართალი

პირს, რომელსაც შურისძიების მოტივით მეუღლის დახრჩობას ედავებიან, ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, დაახრჩო.

რეჯეფ თაინ ერდოღანი

19 აგვისტო 2022, 18:31

მსოფლიო

ერდოღანმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხს პუტინთან განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილავს.