imedi /  10 თებერვალი 2020, 17:43 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას (IMF) შეხვდა. მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამინისტროს ბიუჯეტის გასული წლის შესრულებასა და მიმდინარე წლის მონაცემებზე ისაუბრეს. IMF - ის მისიამ პოზიტიურად შეაფასა ფინანსური რესურსის ათვისების 2019 წლის მაჩვენებლები, რაც წინა წლების მომაცემებთან შედარებით რეკორდულია. 2019 წელს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება 2 121.2 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით მეტია.

მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე წლის შესრულებაც გააცნო. 2020 წლის იანვარში სამინისტროს მიერ უკვე ათვისებულია 88 მილიონი ლარი, რაც  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31 მილიონი ლარით მეტია.

ყველა სიახლე

სასამართლო

23 სექტემბერი 2020, 14:45

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიხეილ რამიშვილს კითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს კითხავენ. მიხეილ რამიშვილისგან პროკურატურა ინტერესდება იმ ე.წ. სატელიტის ფოტოებით, რომელიც ადვოკატმა გაასაჯაროვა და ექსპერტიზის დასკვნით, გაყალბებულია.

თემურ მიქელაძე

23 სექტემბერი 2020, 14:38

საზოგადოება

პედიატრი: სწორი კვება და სეირნობა რეკრეაციულ ზონებში, გრიპის სეზონისთვის ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს

ბავშვებსა და მოზარდებში სერიოზული პრობლემაა ჯანსაღი და სწორი კვება. მცირე ასაკის ბავშვებში ქრონიკული პათოლოგია გაცილებით ნაკლებია მოზრდილებთან შედარებით. შესაბამისად ნებისმიერი ინფექცია და მათ შორის COVID-19 მათთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

Time წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები

23 სექტემბერი 2020, 14:25

მსოფლიო

Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

წელს რეიტინგში 54 ქალია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სიაში ასევე პირველად მოხვდა ამდენი ექიმი და მეცნიერი. გამოცემამ სიაში მოხვედრილები 5 კატეგორიად დაყო: ტიტანები, ნოვატორები, ხელოვნების მოღვაწეები, ლიდერები და კერპები.

მაზახირ ეფენდიევი

23 სექტემბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

აზერბაიჯანელი დეპუტატი: ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობისა და ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო

„ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრული კავშირები ისტორიულად არსებობდა და ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი მსგავსია. ისტორია გვიჩვენებს, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, ერთობლივად დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ცივილიზებულ მსოფლიო სივრცეში მოვახდინოთ ინტეგრირება“, - წერს აზერბაიჯანელი პარლამენტარი სტატიაში სათაურით „აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები, როგორც რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია“.

ქართველმა სუმოისტი, ლევან გორგაძე

23 სექტემბერი 2020, 14:14

სპორტი

ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე დღეს მე-5 გამარჯვება იზეიმა

დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-11 ორთაბრძოლა კომუსუბი ენდოსთან ჩაატარა, რომელთანაც დღემდე თანაბარი ბალანსი 6-6 გააჩნდა. ტოჩინოშინს თავიდან მთავარმა მსაჯმა წაგება ჩაუთვალა, თუმცა მსაჯთა კომისია შედგა, რომლის გადაწყვეტილებითაც 32 წლის ქართველ სუმოისტს გამარჯვება დაუფიქსირდა.

ისრაელი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 14:05

COVID19

ისრაელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

სულ ისრაელში კორონავირუსი 200 041 ადამიანს დაუდასტურდა. 1 316 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 14:04

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. 76 წლის პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ 22 სექტემბერს 00:52 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება.

დიმიტრი ხუნდაძე

23 სექტემბერი 2020, 13:53

პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, ესაა შრომის ინსპექციის გაძლიერება, რომელსაც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სამინისტროსა და სასამართლოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეუძლია კონკრეტული დაწესებულების შემოწმება.

მარინა ენდელაძე

23 სექტემბერი 2020, 13:52

COVID19

მარინა ენდელაძე: ამ დაავადების მართვას მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძლებთ

„ვიცით, რომ გვაქვს ქორწილის, დაბადების დღის კლასტერი, ვიცით რომ დაინფიცირება პირბადის არგამოყენების გამო ხდება, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხებზე კონტროლის გამკაცრება. თუ ინფიცირებულთა დიდი მატება იქნება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება. დღევანდელი სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ განგაში საჭირო არ არის, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

23 სექტემბერი 2020, 13:46

თავდაცვა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში . მხარეებმა ასევე უსაფრთხოების კუთხით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შალვა კერესელიძე

23 სექტემბერი 2020, 13:45

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირაქეთა ხევსურეთის სოფლებში იმყოფებოდა. შალვა კერესელიძე ბარისახოს, გუდანის, როშკას, არხოტისა და ამღას მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

23 სექტემბერი 2020, 13:41

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 140 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 257,388 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 187,958-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 9,977 ადამიანი ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 13:27

საზოგადოება

ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ტომ კრუზი

23 სექტემბერი 2020, 13:19

კულტურა

ტომ კრუზის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოგზაურობის თარიღი ცნობილია

ფრენის ორგანიზატორები იქნებიან კომპანიები Space X და Axiom Space. მსახიობს და რეჟისორს საერთაშორისო სადგურზე ილონ მასკის ხომალდი Crew Dragon წაიყვანს. კრუზის და ლაიმანის გარდა ბორტზე ასტრონავტი მაიკლ ელადიო ლოპეს-ალეგრია და კიდევ ერთი მგზავრი იქნება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ფილმის ოპერატორი იქნება.

23 სექტემბერი 2020, 13:18

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 90 ბლოკი (18 000 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

23 სექტემბერი 2020, 13:12

COVID19

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდდადებითი შემთხვევებიდან, 7 პედაგოგია, 1 ფსიქოლოგი, 4 კი დამლაგებელი. აღსანიშნავია, რომ აჭარის სკოლებში გაკვეთილები დისტაციურად ტარდება, მათ მოსწვალეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

23 სექტემბერი 2020, 12:53

ეკონომიკა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:44

საზოგადოება

თბილისის მერიამ და „ნიუ დეველოპმენტმა“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხზე მემორანდუმი გააფორმეს

დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „,ნიუ დეველოპმენტთან“. ახლა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტებზე უშუალოდ სამუშაოები განახლდეს. ამ მშენებლობის დასრულებას 400 ოჯახი ელოდება და 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს ეს პროექტი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 12:43

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:42

საზოგადოება

კახა კალაძე: 900-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე დავუკანონეთ

საცხოვრებლების დაკანონების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში, 900-მდე ოჯახს უკვე დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები და ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა.